სექსუალურად კორექტული საზოგადოება

Posted 6:30 PM by Nina in თემები , , , , , , , ,

gayrights

ავტორი: პაატა ქურდაძე

1960 – 63 წლებში იელის უნივერსიტეტში ფსოქოლოგმა სტენლი მილგრიმმა ცნობილი ექსპერიმენტი ჩაატარა, რომლის შედეგები, დღემდე შოკისმომგვრელი რჩება. უფრო მეტიც,როგორც როგორც ახლახანს, საფრანგეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის მიერ ამ ექსპერიმენტის რეკონსტრუირებისას აღმოჩნდა, შედეგები "ევოლუციას" განიცდის.
მილგრიმის ექსპერიმენტი, მას შემდეგ სხვადასხვა წლებში მრავალ ქვეყანაში განმეორდა, და ყველგან თითქმის ერთი და იგივე შედეგით დასრულდა: სხვადასხვა სოციალური ჯგუფიდან ამორჩეულ არაფრით განსხვავებულ ადამიანთა 62 –65% პროცენტი ავტორიტეტული მეთვალყურისაგან მიღებულ არალეგიტიმურ ბრძანებას ემორჩილება და მას ასრულებს, მიუხედავად იმისა, რომ შესანიშნავად აცნობიერებს ბრძანების ამორალურობას. როგორც თავად მილგრიმმა ახსნა, ინდივიდი ავტონომიური მდგომარეობიდან გადადის ერთგვარ "აგენტიკურ" მდგომარეობაში, სადაც სრულად ინარჩუნებს შინაგან მორალურ თვისებებს, დაძაბულობას, სულიერ მდგომარეობას, ბოროტების გააზრების უნარს. თუმცა თავს გარე ავტორიტარული სურვილის შემსრულებელ უბრალო აგენტად გრძნობს.
ექსპერიმენტი წარმოდგენილი იყო, როგორც დასჯის ეფექტურობის მეცნიერული შესწავლის ცდა – კონკრეტულ შემთხვევაში ელექტრო შოკით მოქმედება მახსოვრობის უნარზე, მის განვითარებაზე.
მონაწილეებს საათში 4 დოლარს უხდიდნენ, აგრეთვე 50 ცენტს– გზის ფულს, რაც იმ დროისათვის საკმაოდ სარფიანი პატარა სამუშაო გახლდათ– ამერიკაში საშუალო დღიური შემოსავალი 1960 წელს 25 დოლარი იყო, ამიტომ ექსპერიმენტში მონაწილეთა არაფრით გამორჩეული საშუალო ტიპაჟების პოვნა, მსურველთა დიდ არმიაში სირთულეს არ წარმოადგენდა.
თავად ექსპერიმენტი შემდეგნაირად ვითარდება. ორი მონაწილე (გრაფიკულ ნახატზე A da S პერსონაჟები) ფალსიფიცირებული ლატარიის გათამაშების შედეგად ინაწილებსAმოსწავლისა და S მასწავლებლის როლებს. სინამდვილეში A მოსწავლე და ყოველთვის წინასწარ შერჩეული მსახიობია, ისევე როგორც E მეთვალყურე, ყველაფერი დადგმულია, ერთად ერთი ნამდვილი მონაწილე ექსპერიმენტისა არის S მასწავლებელი, თუმცა მან ის რა თქმა უნდა თვლის, რომ როლები შემთხვევის წყალობით გადანაწილდა.

1utzckpvch16qfb

 
შემდეგ მათ ათავსებენ ერმანეთისაგან იზოლირებულ ოთახებში, სადაც ერთმანეთთან რადიო კავშირის საშუალება აქვთ, S"მსაწავლებელი" ცდილობს A"მოსწავლეს" დააზეპირებინოს სიტყვების გარკვეული ჩამონათვალი. ყოველ დაშვებულ შეცდომაზე ის ელექტრო შოკით სჯის მოსწავლეს. ამასთან, თავიდან ძაბვა მხოლოდ 75 ვოლტია, თუმცა ყოველ ახალ შეცდომაზე ძაბვა მატულობს, 80, 100, 140, 200 ვოლტი... A "მოსწავლე"–ს უფრო და უფრო მეტად "უჭირს" ელექტრო შოკის ატანა , მალე ის ყვირილს იწყებს მეზობელი ოთახიდან, ითხოვს რომ გაანთავისუფლონ, ემუდარება S– მასწავლებელს შეწყვიტოს ექსპერიმენტი.. S– მასწავლებელი დაბნეულია. თითქოს უნდა რომ შეჩერდეს, მაგრამ მას ექსპერიმენტის მონაწილე მესამე პირი S– მეთვალყურე,მოდერატორი რომელიც ყველაფერს აკონტროლებს ცივი, მოკლე და ავტორიტარული ხმით არწმუნებს მასწავლებელს, რომ გააგრძელოს, და ისიც მორჩილად აგრძელებს...250, 300, 350 ვოლტი...
ექსპერიმენტის შედეგმა შოკში ჩააგდო მსოფლიო – 62 მონაწილე ბოლომდე 450 ვოლტამდე ავიდა, მას შემდეგაც კი, რაც მოსწავლემ ყვირილი შეწყვიტამ ანუ სავარაუდოდ მოკვდა, ისინი ყოყმანის შემდეგ "მოდერატორის" არგუმენტების გავლენით მაინც აჭერდნენ უფრო და უფრო მაღალი ძაბვის ღილაკს... მხოლოდ 37 – მა მონაწილემ შეწყვიტა ექსპერიმენტი პრინციპულად....
გასულ 18 მარტს საფრანგეთის ტელევიზიის საზოგადოებრივმა არხმა იგივე ექსპერიმენტი გაიმეორა – ამჯერად, იელის უნივერსიტეტისგან განსხვავებით 50 წლის შემდეგ ექსპერიმენტის შეწყვეტის სურვილი მხოლოდ ოცმა S –მასწავლებელმა გამოთქვა,17 ით ნაკლებმა...80 მა პროცენტმა სხვისი ბრძანების გავლენით 450 ვოლტს აღმნიშვნელს ღილაკს დააჭირა და ''მოსწავლე'' სასიკვდილოდ გასწირა. მხოლოდ ამჯერად ყველაფერს სატელევიზიო შოუს ფორმა ჰქონდა და ამდენად ბევრად უფრო შემზარავი საყურებელი იყო, ვიდრე მილგრიმის ლაბორატორიის მიზანსცენა. ეს ექსპერიმენტი ადამიანის ფსიქიკის უამრავ დეტალზე სვამს აქცენტს, ყოველ მათგანზე მსჯელობა ძალიან მიმზიდველია.შესაძლებელს ხდის ახსნას ბევრი ენიგმატიკური ფენომენი, მაგალითად საყოველთაო ნაცისტური ბარბაროსობა გასული საუკუნის 30–40 იანი წლების გერმანიაში.
აი ექსპერიმენტის ერთერთი საინტერესო ეპიზოდი– ტელე შოუს მსვლელობისას ზედამხედველი მონაწილეებს მარტო ტოვებს, ავტორიტარული გავლენისაგან განთავისუფლებული S –მასწავლებელი მოსწავლის პირველი მოთხოვნისთანავე , ფაქტიურად მყისიერად წყვეტს "თამშს". ეს კი მეტყველებს იმაზე, რომ ადამიანი ბუნებით არ არის სადისტი – მას საკუთარი მორჩილი ბუნების მანიპულირებით აიძულებენ იყოს ინსტრუმენტი ვიღაც ავტორიტეტის ხელში– 450 ვოლტიან ღილაკს დააჭიროს ხელი, მეზობელი ებრაელები გესტაპოში დააბეზღოს, ჰიროსიმაში ატომური ბომბი ჩამოაგდოს, საკუთარ ქვეყანას ტელევიზიით ომის დაწყება და ნახევარ საათში მისი წაგება ამცნოს ...
ადამიანის მორჩილებისაკენ დაქვემდებარების ამ მიდრეკილების გამოყენებას თავის სასარგებლოდ ყველა პოლიტიკოსი ცდილობს , თუმცა სხვადასხვა მეთოდით და ხარისხით. დემოკრატიულ საზოგადოებაში, ცხადია მასებთან ავტორიტარული ურთიერთობის ფორმა აღიქმება როგორც ტირანია, ამიტომ ვერც ერთი დასავლელი პოლიტიკოსი ვერ გაბედავს თავს ასეთი ტონის უფლება მისცეს, სამაგიეროდ "ნახევრად დემოკრატიულ" ქვეყნების ხელისუფალთათვის გარე, თუ შიდა საფრთხე სწორედ ის ნიშაა, რომელიც მას საშუალებას აძლევს ავტორიტარული ტონი გამოიყენოს მოსახლეობასთან საურთიერთოდ. – გასაგებია– სამხედრო რეჟიმი, ან ასეთი რეჟიმის იმიტაცია ყველაზე კონფორტაბელური გარემოა "ტირანული დემოკრატიისათვის" – ომის მოლოდინი განსაკუთრებულ ორგანიზებულობას მოითხოვს, ორგანიზებულობა კი შეუძლებელია ორგანიზატორების, სწორედ ისეთი E მეთვალყურეების გარეშე, რომლებიც მილგრიმის ექსპერიმენტისასS-მასწავლებლებს დემონებივით ჩასჩურჩულებენ ყურში და 450 ვოლტის ღილაკზე თითის დაჭერისაკენ აქეზებენ.. უფრო კი აიძულებენ. არველაძისა მისი მოადგილის საუბარი სწორედ მილგრიმის ექსპერიმენტის E-ანიმატორსა და იმ S -მასწავლებელს შორის დიალოგს წააგავს რომელსაც თამაშიდან გასვლა სურს, მაგრამ ავტორიტარული ხმა არწმუნებს დარჩეს...
როგორც ცნობილია, ადამიანს, დედამიწის ბინადარ სხვა ძუძუმწოვრებისაგან -სამყაროს ვიზუალური აღქმის მეტად განვითარებული უნარი განასხვავებს. მხედველობა და მგრძნობიარობა ჩვენში განსაკუთრებულად არის ერთმანეთთან კავშირში. მაგალითად ძაღლი ძუკნას სულაც არ ირჩევს მაღალი თეძოების ან მომხიბლავი თვალების გამო– მისთვის მთავარი "სპეციფიური" სუნია. ჩვენი ბუნებრივი პულსაციები პირდაპირ მიერთებულია ვიზუალურ აღქმაზე, პროპაგანდა, ან თუ გნებავთ რეკლამა სწორედ ადამიანის პულსაციის ხელოვნურად აღგზნებულ მდგომარეობაში მოყვანას ცდილობს,რადგან კარგად იცის ,რომ მისი გააქტიურება სწორედ თვალის საშუალებით ხდება. ამიტომაც ტელევიზია დღემდე არსებულ ყველა სხვა პოპაგანდის საშუალებათა შორის ყველაზე უნივერსალურია, ის სწორედ ვიზუალურ რეცეპტორზე მოქმედებს. გარდა ამისა შიცავს ფონო ზემოქმედების საშუალებსა და ერთგვარ კლასიკური დრამის პრიმიტიულ ელემენტებსაც კი.
1999 წლიდან მოყოლებული, როდესაც ბბს ის პროგრამამ"როგორ მოვიგოთ მილიონი" მოგვიანებთ კი Big Brother -სმა, ახალი სული შთაბერეს ტელევიზიას, ჩვენ ადამიანის ბუნებრივი პულსაციებით მანიპულირების ეპოქაში შევედით. თუმცა 10 წლოს წინაც კი არ იყო ადვილი წარმოსადგენი, რომ კაცობრიობა ასე სწრაფად ჩაეფლობოთა თავიდან ფეხებამდე ტელე ექსტერმინაციის ეპოქაში. მით უმეტეს 20 წლის წინ როდესაც ამერიკელებმა პირველი ''ლაივ ომი'' მოაწყეს სპარსეთის ყურეში.
უნდა ითქვას რომ სატელევიზიო აღვირახსნილობას ბევრი ევროპული დიდი არხი პატიოსნად ეომა 21 საუკუნის დასაწყისში, სანამ ისინი გაკოტრების პირზე არ მივიდნენ, როგორც მაგალითად ფრანგულ ТV1 და M6, სანამ საბოლოოდ, ჩათრევას ჩაყოლა არ ამჯობინეს. 80იანების დასაწყისში ვიდეოკლიპების ბუმის გამო, თითქოს და საფუძვლიანად იქნა დავიწყებული სატელევიზიო შოუს უბოროტო ჟანრი, სადაც კლოუნები და პოპ ვარსკვლავები გამოდიოდნენ.
ლაივ ტელეტამაშებმა არა მარტო მკვდრეთით არადგინა ტელე შოუს ჟანრი, მისი ნამდვილი რენესანსის ეპოქა შექმნა. დღეს მთელს მთელი მსოფლიო თამაშობს.და ეს თამაშები, ფაქტიურად ნებისმიერი არხის ფინანსური წარმატების გარანტია, თამაშები დაფუძნებულია პრინციპზე: ჩვენ ვიგებთ არა იმიტომ, რომ სხვაზე უკეთესნი ვართ, არამედ იმიტომ , რომ სხვაზე უფრო ცუდნი, სასტიკნი, უფრო მეტიც– ტერმინატორები ვართ!მილგრიმის ექსპერიმენტის ფრანგული ტელე– ვერსია სწორედ ტელევიზიის გავლენების შესწავლის მიზნით ჩატარდა.
დღევანდელ ტექნოლოგიურ ბუმის პირობებში, ცხადია, ზემოთ–ხსენებული მასობრივ Eმეთვალყურეთა როლი მედია საშუალებებს აკისრიათ, განსაკუთრებით ტელევიზიას, და უფრო და უფრო მეტად ინტერნეტს, რომელშიც, როგორც ცნობილია ტელევიზიის სრული ინტეგრირება, ძალიან მალე მოხდება.
გასაკვირი იქნებოდა , რომ ასეთ სრულყოფილ E"მეთვალყურეები" პოლიტიკოსებს ხელიდან გაეშვათ. ამ საქმის პიონერდ და ჯერჯერობით ყველაზე ცნობილ მეტრად რათქმა უნდა დიდი ბერლუსკონი შეგვიძლია ჩავთვალოთ თავისი საკუთარი არხებითა და სატელევიზიო პოპ–პოლიტიკური მოღვაწეობით. სწორედ ბერლუსკონის პირველი ტვ წარმატებების შემდეგ აღდგა რუსეთში ნამდვილი საბჭოთა ტვ პროპაგანდა, საქართველოში კი ტვ რეალობაში ცხოვრებამ საერთოდ არნახულ მასშტაბებს მიაღწია– თითქოს მისი მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც ემიგრაციას გადაურჩა, საკუთარ ტელევიზორის ყუთებში შეძვრა და ცხოვრებას კურიერში მოამბეში, მაესტროს და კავკასიის ერთგვარ "ტელე ორმოცებში" აგრძელებს: როდესაც მიცვალებული უკვე დასაფლავებულია, აღარავინ ტირის, დოლგარმონიანი წლისთავი ჯერ კიდევ შორს არის, ამიტომ ზიან, რაღაც უმადოდ ილუკმებიან, ზედ წყალწყალა ღვინოს აყოლებენ და უგულო სადღეგრძელოებს ამბობენ. თანაც დღეში რამოდენიმეჯერ .
თუ მილგრიმის ქართულ ვერსიას წარმოვიდგენთ, აქ ჯერ ჯერობით მთავარE-მეთვალყურედ მაინც პოლიტიკოსი რჩება და მისი გონებრივი მონაცემები 100 პროცენტით განსაზღვრავს ძაბვას პროპაგანდისტულ ქსელში. საუბედუროდ ჩვენში პოლიტიკოსები ჯერ კიდევ იმ ბავშვებივით არიან, რომლებისთვისაც, წესით და რიგით დენთან თამაში კატეგორიულად აკრძალული უნდა იყოს, ისინი თვითონვე ყოფენ თითებს საკუთარი უგნურებით გაბმულ დახლართულ ელექტრო სადენებში, საბოლოო ჯამში თავადაც იღებენ ელექტრო შოკს. მერე კი A-მოსწავლეებთან და S- მასწავლებლებთან ერთად კარგა ხანს ფართხალებენ, საცოდავად წუწუნებენ და ერთმანეთს აბრალებენ ყველაფერს.
თავად დიდი ამერიკელი ფსიქოლოგი ალბათ ძალიან გაკვირვებული დარჩებოდა მისი ექსპერიმენტის ასეთი ხეპრული უსარგებლო "მოდელირებით'' , რომლის შედეგი გაცილებით შთამბეჭდავი, მასშტაბური და ამასთან ბრიყვული აღმოჩნდა, ვიდრე ყველაზე აღვირახსნილ ოცნებაში შეეძლო წარმოედგინა –მხედველობაში რა თქმა უნდა ტვ ''იმედის" ცნობილი ექსპერიმენტი მაქვს, რომლის ავტორებმაც საერთოდ უარი თქვეს როგორც თამაშის ზოგად კლასიკურ პრინციპზე, ასევე მეცნიერულ ექსპერიმენტზე – და მილგრიმის მასწავლებლის სავარძელში, ელექტრო შოკის პულტთან პარანოიკი ბავშვი დასვეს, იქიდან გამოსული ასობით ათასი ბოლოგაშიშვლებული ელექტრო სადენები საქართველოს მთელA- მოსახლეობას დააჭერინა ხელში და მორჩილ S-მასწავლებელს პირდაპირ 450 ვილტის ღილაკზე თითის დაჭერა "ურჩიეს" მკაცრი ტონით– რის შედეგად როგორც ვიცით საქართველოს მთელი A-მოსახლეობა ნახევარ საათს პანიკისაგან ცახცახებდა, მთელი დანარჩენი დანარჩენი მსოფლიო, განსაკუთრებით რუსეთი კი კი სიცილისაგან.
ამ გადაცემის ამორალურობა ბევრად უფრო შთამბეჭდავია, ვიდრ ბიგ ბროზერ, ლოფტი, კუნძული, და ყველა სხვა თამაში ერთად აღებული. რადგან როგორც აღვნიშნე, აქ არ თამაშობენ– აქ პირდაპირ გთავაზობენ რეალობას, 2. 3. და თვით 4 განზომილებაშიც კი, თანაც სპეციალური სათვალის გარეშე. მაყურებელს ნახევარი საათით ამ რეალობის სრულ მონაწილეს გხდიან– როგორც მორალურად: ისევე იურიდიულად: თქვენ შეგიძლიათ გახდეთ გმირი, მოღალატე, ბრმა ტყვიის, კასეტური ბომბის , ან საკუთარი ''სიმხდალის" მსხვერპლი– უბრალოდ ინფაქტით მოკვდეთ..
შესაძლოა , ბატონი არველაძე, რომელიც დღეს სულაც არ ტოვებს განსაკუთრებულადკრეატორული და გონებრივი მონაცემების მქონე ტვ მენეჯერის შთაბეჭდილებას, თავისდაუნებურად რაღაც ახალი ინოვაციული ტელე რევოლუციის ავტორი აღმოჩნდეს– ტელევიზია პირველ რიგში ბიზნესია, რომელიც რეიტინგით სულდგმულებს.ასეთი რეიტინგი კი ძალიან მიმზიდველი შეიძლება გახდეს ისეთ შეუზღუდავი ტელემორალის თავისუფალ ქვეყანაში, როგორიც ჩვენი ძვირფასი მოწყენილი სამშობლოა.
ძალიან საშიშია პარანოიკების მიერ ტელევიზიის მართვა. ტელევიზია გაცილებით უფრო საშიში ინსტრუმენტია, ვიდრე უბრალოდ არჩევნების მოგება წაგების სამართავი პულტი.
ასეთი რეალობის იმიტაცია გაცილებით უფრო სახიფათოა ვიდრე, პოლიტიკური ექსტრემალური დაპირისპირება, , ვიდრე სამშობლოს ღალატი. ვიდრე ომი. აქ ჩვენ ფუნდამეტალური ფასეულობებით ვთამაშობთ, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილისაგან განსხვავებით –კორექტირებას არ ექვემდებარება.
ქართული მედია, განსაკუთრებით ტელევიზია არ არს ყვითელი, ის სიძულვილის ფერია, ეს კი ჩემი აზრით მუქი იასამნისფერი უნდა იყოს... სიძულვილის ობიექტი, რომელიც ყველა ომს თან ახლავს რა თქმა უნდა ამ "ფილმშიც" მოცემულია. განსაკუთრებით აღსანიშნევია ფილმის პესიმისტური ფინალი, მოღალატეების ტრიუმფი...
ტვ "იმედის" მიერ ჩადენილ მონუმენტალური სიბრიყვის შემდეგ, გამოჩენილი ქართველი ინტელექტუალების მცირე ნაწილი საკვირველია, მაგრამ პირველად დაფიქრდა სერიოზულად ტელევიზიის სახიფათო გავლენაზე და ერთგვარ ყვითელ ტელევიზიაზე ალაპარაკდა. როგორც ჩანს, ახლო მომავალში საერთოდ ტელევიზიის დიაბოლიზაციას უნდა ველოდეთ– დღეს უკვე ყველა არხი გასვრილია: სახელისუფლებოც და ოპოზიციურიც, ამიტომ თითქოს , ყოველი შემთხვევისათვის ჯობია ფერების რეგულირებით – ყვითელის მკვეთრი მომატებით შევეცადოთ ჩვენი საკუთარი "სიყვითლე" ტელევიზორების გაუმართაობას დავაბრალოთ.
"იმედის" ამ ტელესისულელეში ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ თავად ფილმი მაღალპროფესიულად შესრულებულად შეაფასა ყველა მხარემ, მხოლოდ ნაწილს მოეჩვენა, რომ "დასანანი გულმავიწყობის" გამო, გამაფრთხილებელი წარწერის არ ქონა ფილმის ერთად ერთი სუსტი მხარე იყო, მეორე ნაწილისათვის კი ასეთი წარწერის შემთხვევაშიც კი ფილმი პანიკას გამოიწვევდა. ასეა თუ ისე "ფილმი" უპრეცედენტოთ წარმატებული აღმოჩნდა– ამხელა ხმაური აბულაძის"მონანიების შემდეგ საქართველოში გადაღებულ არც ერთ ფილმს არ გამოუწვევია, . ისიც აღსანიშნავია, რომ პრინციპში ფილმი პრეზიდენტ სააკაშვილისა და იმედის დირექტორ არველაძის გარდა არავის არ მოეწონა. მათ შორის თვით მმართველ გუნდში, და კიდევ უფრო ნაკლებად მათ ოპოზიციაში, მოსახლეობის აზრზე ჯობს საერთოდ ნუ ვილაპარაკებთ. საქმეში ჩახედული ხალხი შეთანხმდა, რომ ეს ყვითელი ფილმია. თუმცა რატომ ყვითელი არავინ ახსნა. ამიტომ მაინც გაუგებარი დარჩა – რა არის ქართულ მედიაში სიყვითლის კრიტერიუმი?
2.
ზოგადად, უნდა ითქვას რომ დიდი უსამართლობა იქნებოდა ამ მოდელირებული რეალობის ნახევარ საათში ჩაგვეტია მთელი ის ელექტრო შოკი, რომლითაც ქართულ სატელევიზიო მედია აწამებს მოსახლეობას ბოლო თხუთმეტი წლის განმავლობაში.
90 იანი წლებისათვის დამახასიათებელ ქაოტურ ტელე წამებას ორგანიზებული სახე პირველად, რათქმა უნდა რუსთავი 2 მა მისცა და ნამდვილი ქართული ტვ– ოსვენცემი შექმნა. ამით მან საფუძველი ჩაუყარა ტოტალურ არაეთიკურ , არასამართებლივ, უპასუხისნგებლო, და რაც მთავარია შოკური თერაპიის სადისტურ პრინციპზე დაფუძნებულ შოკურ ტელე–ჟურნალისტიკას , სულ რამოდენიმე წელიწადში ეს ტელე წამება რევოლუციურ კლასიკად აქცია. დღეს მაშინდელ რუსთავი 2– ს ისევე მოიხსენიებენ, როგორც ბოლშევიკები იატაკქვესა გაზეთ "პრავდას" ან "ისკრა" ს...
როგორც იტყვიან, მას შემდეგ მრავალმა წყალმა ჩაიარა... დღეს უკვე უკვე ერთი წელი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც გიორგი გაჩეჩილაძემ სულ რაღაც ექვსი დღის განმავლობაში თავის ტვ–საკნში ახალი მიკრო სამყარო შექმნა – კედელზე გაკრული შესაბამისი აქსესუარებით, საკანში მოწვეული ადამებით , ევებით, აგრეთვე ვაშლებით და გველებით. მეშვიდე დღეს კი დაღლილი დასასვენებლად ვედროზე ჩამოჯდა და თქვა, რომ ''ეს კარგია'' ანუ ''გლიჯავს''..
ამან შედეგად რაც მოიტანა ყველამ კარგად ვნახეთ – რამოდენიმე თვეში ხელისუფლებამ უცნობის საკანი–სამყაროს ცუდი იმიტაცია– "რეალ ტვ" შექმნა რომელიც საქართველოს ისედაც მოყვითალო ტოქსიკურ ატმოსფეროს კიდევ უფრო წამლავს – ყოველ დღე , ყოველ წუთს,ყოველ წამს. სულ ეხლახანს კი იმედმა ნამდვილი სააკაშვილის ვატერლოო გვანახა. ამით მან მოსახლეობას ლათინური Memento Mory– ის ფოლკლორული ვერსია შეახსენა – ჩვენი სიცოცხლე ბევრი არაფერია , და ის ჩიტივით გაგვიფრინდება, თანაც სულ მალე, განა შეიძლებოდა რაიმე უფრო ლოგიკური მომხდარიყო?
ქართული ტვ არხები ხომ ყვითლად მხრჩოლავ "ქიმიურ კომბინატებს" უფრო გვანან ვიდრე მედია საშუალებებს. თუმცა უნდა ითქვას, რომ არც საკანი და არც რეალ ტვ და თვით რუსთავი 2 იც კი არ წარმოადგენენ აროგანტულობის სიმსივნის მთავარ კერას, რომლის პირველი ნიშნები გასულ საუკუნის 80 წლების ბოლოს გაჩნდა, ეპოქაში რომელსაც ვლადიმირ პუტინმა გეოპოლიტიკური კატასტროფა დაარქვა, და რომელიც ჩვენთვის ნამდვილ "გეო– კულტურულ" კატასტროფად იქცა.საერთოდ, ჩემი აზრით ტელევიზია არ შეიძლება ერთად ერთი კერა იყოს ამ სიმსივნის. დღეს დანამდვილებით ვიცით, რომ ახალი საქართველოს საწყისში ორიდან ერთ ერთი "სიტყვა" იყო– "მოღალატე" ან "გოიმი". მხოლოდ არავინ იცის რომელი იყო ამ ორი სიტყვიდან "პირველი", არცა აქვს მნიშვნელობა, რადგან მას შემდეგ გოიმებმა და მოღალატეებმა რამდენიმეჯერ გავცვალეთ ადგილები, ბოლოს ყველანი ამ ორი სიმსიმვნის კერიდან გამოსულ მილგრიმის ელექტრო სადენებივით ერთმანეთში გადახლართულ მეტასტაზებად გადავიქეცით და გაერთიანებული ძალებით ერთად მხიარულად ვახრჩობთ ჩვენს კიდურებ ამპუტირებულ სამშობლოს ნარჩენებს.
1995 წელს საქართველოში მოხვედრილი ქართულის მცოდნე დაბნეული მოგზაური, აუცილებლად შენიშნავდა რომ ადამიანები ქალების და ბავშვების თანდასწრებით ბევრად უფო თავისუფლდ ბილწ–სიტყვაობდნენ და იგინებოდნენ ხმამაღლა ვიდრე სულ რაღაც ოთხი წლის წინ– ზემოთ აღნიშნულ გეო–კულტურულ კატასტროფამდე. ასეთი "მოგზაური" როგორც ხვდებით სხვა არავინ შიძლებოდა ყოფილიყო, თუ არა წითელი აპოკალიფსის დროს უკანმოუხედავად გაქცეული ჩემნაირი შეშინებული "მხედარი", რომელიც კვამლიან, მხრჩოლავ , და ჩაბნელებულ სამშობლოს ნანგრევებში ევროპულად გამოწკეპილი და გაპრიალებული დაბრუნდა სულ რაღაც ოთხი სევდიანი დღით... რომლებმაც ძალიან სწრაფად და მტკივნეულად გაირბინეს....
მეხუთე დღეს –, დილის 6 საათზე ბოღმისგან ცრემლმომდგარი მე თვითონ უკანასკნელი სიტყვებით ვილანძღებოდი "გეორგიან ერლაინის" თვითმფრინავის მონჯღრეულ სავარძელს მიჯჭვული, მხოლოდ ჩემთვის– ჩუმად. ნაბახუსებზე დიდ ცრემლებს ასპირინივითვაყოლებდი ავიაკომპანიის მიერ მორთმეულ წყალწყალა "რასტვარიმი" ყავა "პელეს". არც ისე ადვილი იყო ოთხ დღეში ყველაფერი იმის შეგრძნება და მით უმეტეს მონელება, რაც ჩემმა ქვეყანამ ამ ოთხ წელიწადში გადაიტანა.
რა თქმა უნდა, დღეს ბევრად უფრო ადვილია კითხვების დასმა, რადგან საქართველო, მადლობა ღმერთს, აღარ ხრჩოლავს ნელ –ცეცხლმოკიდებულ ნაგავსაყრელივით,ის განათებული და სუფთაა. ქუჩაშიც ტყავისჟილეტიანი გამხდარი მანიაკი ბანდიტების"რეიბანებში" ჩამალული ალმაცერი შემაძრწუნებელი მზერა– სისხლს არ გიყინავს. სამაგიეროდ დღეს ლანძღვა გინების ნამდვილი რენესანსში ვცხოვრობთ. ამ საქმის შეუდარებელი ოსტატების ახალი თაობები აღვზარდეთ. მედია სივრცის ტექნოლოგიურმა გამარტივებამ, როგორც საბჭოთა ჟურნალისტები იტყოდნენ– სრულიად ახალი ასპარეზი და ჰორიზონტი გაუხსნა ჩვენს ეროვნულ აროგანტულობას– უფრო მეტიც: ჩვენი ქვეყანა ზოგიერთი უცხოელი "იაზვობის" მოყვარულისთვისაც კი მიმზიდველი გახდა. მაგალითად რუსი ოლეგ პანფილოვისათვის. რომელიც ფეისბუკზე დიდი გატაცებით ერთობა ქართველ ოპოზიციონერებად ცნობილ პოლიტიკოსების გარეგნობით, მათი პრიმიტიული გემოვნებით "მოდელირებული" ფოტოების გამოქვეყნებით, რომლის წყალობითაც იგი ნამდვილი ფეის ვარსკვლავად გადაიქცა, მის გამოქვეყნებულ ყოველ ფოტოს ქართული ინტელექტუალური ელიტის ნაწილისა და მათი ფანების მიერ რუსულად შეთხზული იმ სიგრძე აღფრთოვანებული "კომენტარები მოყვება ხოლმე, რომ ხანდახან მეჩვენება, თითქოს საქართველომ პანფილოვის სახით ახალი გრიბოედოვი შეიძინა. რომელსაც როგორც ჩანს სახელისუფლებო პარტიაში მოღვაწე ნებისმიერი ქალი ანჟელინა ჟოლი გონია, ხოლო მამაკაცი ბრად პიტი.

იხილეთ ვრცლად>>>> www.azrebi.ge



0 comment(s) to... “სექსუალურად კორექტული საზოგადოება”