Molotov cocktail - Wikipedia, the free encyclopedia
შვეიცარული გენეოლოგიური კვლევების ცენტრის (iGENEA) მეცნიერებმა ეგვიპტელი ფარაონის ტუტანხამონის მუმიის შესწავლის შედეგად დაადგინეს რომ მას კავკასიური წარმოშობა ჰქონდა, ხოლო ამავე კვლევის შედეგად ბრიტანელი მამაკაცების 70% და კონტინენტალური დასავლეთ ევროპის 50% ახალგაზრდა ფარაონის გენის მატარებლები არიან. გაურკვეველი რჩება თუ როგორ აღმოჩდნენ 9500 წლის წინ მცხოვრები კავკასიელები ახლანდელი ეგვიპტის ტერიტორიაზე.
წყარო
გელა კუპრაშვილი პირველად რომ ვნახე, კოსმონავტს მივამსგავსე. ჩაცმულობაში კოსმონავტის არაფერი ჰქონდა, განწყობით იყო ასეთი, თითქოს რაღაც ფანტასტიკურ იდეალს მისდევდა, საიდანაც მაღალი მოდაც კი ერთ ხმაურიან და უგემოვნო დაბლობად მოჩანს. ყოველთვის საკუთარი აქსესუარებით დამშვენებული ტანსაცმელი ეცვა - ხელოვნური ბეწვის ქურთუკი, ყვითელი და შავი კოპლებით, ორგანზას გამჭვირვალე და ორნამენტებიანი პერანგი, პატარა მუსლიმური ნაქსოვი ქუდი, ყოველთვის იპარსავდა თავს და ყოველთვის ცხოვრობდა მარტო, მუდმივი პარტნიორის გარეშე.
22 წლის დიზაინერი გელა კუპრაშვილი ბალტიისპირეთიდან ახალი დაბრუნებული იყო საქართველოში. 1994 წელს ის მეორე არხის "დუბლი 2" რედაქციის ბიჭებთან მეგობრობდა და სწორედ ტელევიზიის წინ დაიწყო ჩვენი ნაცნობობაც. ცოტა ხანში გელამ ავანგარდული მოდის ასამბლეის დაარსება გადაწყვიტა. ეს უბრალოდ, ჩვეულებრივი და თავდაჯერებული სიმშვიდით გამოგვიცხადა და დაამატა, რომ ეს გრანდიოზული მოვლენა იქნებოდა საქართველოსთვის. ჯერ არც სპონსორი არსებობდა, არც არანაირი დაფინანსების მოლოდინი - მაგრამ მან თქვა, რომ ეს უნდა გააკეთოს და მორჩა! გელა განდი (ეს მისი ბოლოდროინდელი ფსევდონიმია; ინდოეთსა და აზერბაიჯანში ხანგრძლივი მოგზაურობიდან დაბრუნებულს შეარქვეს) ყოველთვის ასეთი იყო, ის ამბობდა, ოცნებობდა... ვინ წარმოიდგენდა, რომ 1995 წლის შემოდგომაზე მისი ეს ოცნება დიდუბეში "ექსპო-ჯორჯიას" უზარმაზარ ტერიტორიას შეავსებდა, თანაც რამდენიმე დღის განმავლობაში. გელა განდიმ მაშინ გადაწყვიტა, რომ ავანგარდული მოდის პირველი ასამბლეის კონცეფცია მე უნდა შემექმნა. სოროსის ფონდში ახალგაზრდა კოორდინატორი ეკა მაზმიშვილი დიდი გულისყურით და მონდომებით მოეკიდა ამ წამოწყებას. გელას სხვებიც ჰყავდა გვერდით, დათო მაისურაძე, ყინულის ფესტივალს რომ აწყობს ხოლმე, მისი მეგობარი დიზაინერები გიორგი ნადირაძე, ნინო ახვლედიანი და ირმა პატარავა, პირველი რადიო, "დუბლი 2". დანარჩენი უკვე გელამ თვითონ მოახერხა დამოუკიდებლად. ჩემს კონცეფციას ერქვა "ვენერას მიწა" და იდეა იყო მოდის და ფეშენის დემისტიფიკაცია. ამ კონცეფციის განხორციელება შეუძლებელი გახდა, ის უფრო თეორიულ მხარდაჭერად დარჩა.
ეს უნდა ყოფილიყო ალტერნატიული მოდის ფესტივალი, სადაც დადგენილი უნიფორმებისა და ტრაფარეტული სნობიზმის ჰეგემონია გაქრებოდა. თბილისს ისედაც არასოდეს ჰქონია მაღალი მოდის კულტურა და მით უფრო - ბაზარი, ამიტომ "ამას" პროექტი არა მოდასთან დაპირისპირების მცდელობა, არამედ უკვე დამოუკიდებელი სოციო-კულტურული პერფორმანსის ჩანასახი იყო. განსაკუთრებით თვალშისაცემი 90-იანი წლების საქართველოში, სადაც ყველა მონატრებული იყო დიდი ხნის განშორებულ ცხოვრებისეულ სიამეებს და ჯერ არც დასავლეთის აღთქმული დღესასწაული ჩანდა. ავანგარდული მოდის ფესტივალი თბილისის ახალგაზრდა მოსახლეობას შუა ქალაქში ფერად და ხმაურიან დღეებს ჰპირდებოდა. აქ გოგონებს შეეძლოთ მოეწიათ სიგარეტი, ბიჭებს შეეძლოთ ევლოთ ჯგუფებად და შორიდან თვალი ედევნებინათ მათთვის. გარდა ამისა, მართლაც ამ ფესტივალმა გააერთიანა მხატვრები, პოეტები, დიზაინერები და მუსიკოსები, ვინც მაშინ თბილისის და საქართველოს ახალ კულტურას ქმნიდა.
გელა განდიმ პირველმა ჩამოიყვანა თბილისში თანამედროვე ვარსკვალავი, ინგლისელი არტისტი... >>> იხილე გაგრძელება >>>
"ლელა & გალა"
ავტორი: მჩხაპნელი
შესავალი:
ქალაქი ცხელისი (გლობალური დათბობის ერამდელი “თბილისი”)
2013 წელი მ.გ–დან (“მიშას გადადგომიდან”)
ძვ.თემქის სამეფოში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილია უძველესი (სავარაუდოდ, “მხედრული”) ანბანით თხელ ქაღალდზე (ერთგვარი საწერი მასალა, რომელსაც საუკუნეების წინ იყენებდნენ. ამჟამად გვხვდება მუზეუმებსა და ანტიკური ქალაქების ნანგრევებში) შესრულებული ჩანაწერი. მესიჯ–ლათინურ ანბანზე გაზრდილი ქართველი მკვლევარები ჯერჯერობით ამაოდ ცდილობენ ტექსტის გაშიფვრას. ერთადერთი დადგინდა ის, რომ უწინ ამ ადგილზე საშუალო სკოლა მდებარეობდა.
გალაკტიონისა და ლელა წურწუმიას შედარებითი დახასიათება
დიდი ქართველი მომღერლისა და საზოგადო მოღვაწის (“ყველა ადამიანის ბიოგრაფია იმ ეპოქაში რატომღაც ამ სიტყვებით იწყებოდა” – მკვლევარის შენიშვნა) ლელა წურწუმიას აღმასვლა ჩვენი ქვეყნის იმ ბედკრულ პერიოდს დაემთხვა, როდესაც “ჟიგულის“ ”ჟიგულობის” მიუხედავად, ქართველ ერს არამხოლოდ ქადა, ორი ხელით საჭმელი სხვა ბევრი ნუგბარიც არანაკლებ ენატრებოდა. სწორედ ამიტომ გასაკვირი აღარ არის ის პესიმიზმი და სევდის ზეობა, რომელიც ლელას სიმღერებიდან ხშირად გამოსჭვივის (“ღამდება, ცივა, ზაფხულის წვიმა, თითქოს დაიკლავს თავს”). რა თქმა უნდა, ცოტა რთული წარმოსადგენია ის, თუ როგორ იღებს წვიმა ცულს და ირტყამს მას კისერში (რამდენჯერმე), მაგრამ აქვე გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ იმ ეპოქის ქართული სიმღერების ტექსტებში წვიმას ერთმნიშვნელოვნად საკრალური დატვირთვა ჰქონდა და ხშირად მას მაგიურ თვისებებსაც მიაწერდნენ ხოლმე (“წვიმა მოგონებებს ასველებს…” – ვ.ტურაშვილი).
თუმცა, მკვლევართა მეორე (და უფრო სანდო) ნაწილი იმასაც ამტკიცებს, რომ თავისი მოღვაწეობის მწვერვალზე ლელა ცნობილი ქართველი პოეტის გალაკტიონ ტაბიძის ზეგავლენის ქვეშ იმყოფებოდა და ფაქტის დასადასტურებლად რამდენიმე მაგალითიც მოაქვთ:
“ის მიდიოდა ქუჩაში ერთი,
მას მიჰყვებოდა წვიმა და ქარი…”
(გალაკტიონი)
“ღამე ქუჩას მი–ვუ–ყვე–ბი,
წვიმს და სევდა მე–მა–ტე–ბა”
(ლელა წურწუმია)

"წვიმს და სევდა მემატება"
“ღმერთო, როგორ მოხდა, წვიმა მოსისხარი
თითქო შეუწყვეტი კუპრის ნაკადია,
აღარ გათენდება ღამე საზიზღარი?
რომელი საათია? რომელი საათია?” – გ.ტ.
“გათენებას ველოდები,
წვიმაც გადაიღებს ალბათ…” – ლ.წ.
როგორც სჩანს, გალაკტიონის სიმაღლეზე ასვლის სურვილი ბევრი სხვა შემოქმედის მსგავსად ნელ–ნელა ლელა წურწუმიაშიც გაღვივდა… >>> იხილე გაგრძელება >>>doin.ge
ავტორი: Akaki Sanadze
Age Calculator - ი არის ძალიან მარტივი ვებ აპლიკაცია რომელიც გაძლევთ საშუალებს მარტივად გამოთვალოთ თქვენი/სხვისი ზუსტი ასაკი სხვადასხვა დროის პარამეტრების მიხედვით.
გამოსათვლელად საჭიროა უბრალოდ მიუთითოთ დაბადების: თვე, რიცხი, წელი და დააჭიროთ ღილაკს “Calculate”.
ავტორი: lobzhanidze
მას შემდეგ რაც საჭოთა კავშირი დაიშალა თითქმის 20 წელი გავიდა, ამის , მიუხედავად თბილისს ან თუნდაც საქართველოს არქიტექტურის მხრივ ძალიან ცოტა რამ თუ შეემატა. მართალია ქალაქის არქიტექტორები იშვიათად გვახარებენ სიახლეებიც, მაგრამ მაინც ახერხებენ გამორჩეული ”ხიბლი” შემატონ ჩვენს სამშობლოს, ნაგებობის უმეტესობა ამ შემთხვევაში სიმახინჯის უნიკალური თვისებებით გამოირჩევა. ამ პოსტში მე მინდა 5 ყველაზე წარუმატებელი არქიტექტურული ან თუნდაც უბრალოდ ძეგლის შესახებ ვისაუბრო. მოკლედ, ხუთეული შემდეგნაირად გამოუყურება:
5. დავით აღმაშენებლის ძეგლი
გახსოვთ ”დარდუბალა?” მოკლედ, სანამ ”დარდუბალას” ერთ სერიას ვიხილავდი, 
რომელშიც ამ ძეგლზე იყო საუბარი დავით აღმაშენებელს სულ სხვა ადამიანს ვამსგავსებდი. აღმოჩნდა, რომ სერიის შემქნელები ანალოგიურად ფიქრობდნენ, რადგანაც ერთ-ერთ ეპიზოდში როდესაც ბატონი ედუარდი, ბატონი გუბაზი და ბატონი ზაზა წარსულში ბრუნდებიან დავით აღმაშენებლი (ნამდვილი და არა ძეგლზე გამოსახული) ეუბნება: ”ეს თქვენ ხართ? წიკლაურის ძეგლი რომ დადგით და თითქოს მე ვიყო?” მოკლედ, ზედმეტად მიმაჩნია იმაზე საუბარი თუ როგორ განრისხდა ბატონი მეფე და ჩვენს თანამედროვეებსაც გამოეკიდა. საერთოდ ამ ძეგლს საკმაოდ ბოშური ისტორია გააჩნია, იმის მერე რაც საწყალი წიკლაური თუ აღმაშენებელი რესპუბლიკის (მაშინ ჯერ კიდევ რესპუბლიკის) მოედანზე იდგა, ვიღაცამ გადაწყვიტა რომ ეს ადგილი საშინლად არ უხდება და ამიტომაც აღნიშნულ ძეგლს ადგილი დიღმის ტრასაზე მიუჩინა. ამის მერე, მთავარი პერსონაჟი არა აღმაშენებელი ან წიკლაური აღმოჩნდა, არამედ ცხენი, უფრო სწორედ ამ ცხენის ბოდიში ტერმინოლოგიისთვის და ”ყვერები” გახდა, რომლებიც ასე კარგად ამშვენებენ თბილის ქალაქის შემოსასვლელს.
4. პრეზიდენტის რეზიდენცია
ამ შენობას რაიხსტაგს ამსგავსებენ. სიმართლე გითხრათ ბერლინში არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ სურათებით თუ ვიმსჯელებთ ამ მოსაზრებაში სიმართლის მარცვალი ნამდვილადაა. თან მგონია, რომ რაიხსტაგი უფრო ავტენტურია და თან ისტორიულ თუ ლანდშაფტურ გარემოს უფრო უხდება, მიუხედავად რომ რაიხსტაგს ჩვენის მსგავსად გალავანი კვერცხისებური ფორმის აქვს. მოკლედ, ეს უზარმაზარი შენობა ზევიდან გადმოჰყურებს ძველ თბილისს და ახსენებს რომ მანდ პრეზიდენტი ცხოვრობს, მანც მცხოვრები ხალხი ან გამვლელები კი ამაზე ხშირად თავს აქნევენ და ყველაზე კარგ შემთხვევაში შემდეგ ფრაზას იძახიან: ”რაში იხარჯება ფული, ნწ ნწ ნწ.”
3. წმინდა გიორგის ძეგლი
ავტორი: გიორგი უძილაური
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ გასულ კვირას, მთავრობის სხდომაზე ისე, სხვათაშორის განაცხადა, რომ „საქართველო-აზერბაიჯანის კონფედერაციულიურთიერთობების შესახებ ტექნიკური საკითხები უკვე გახმოვანებულია, დანარჩენი კიდიპლომატიური მოლაპარაკებების საგანია“. ვინც ვერ გამოიტანა აზრი ამ ფრაზიდან, შეგახსენებთ, რომ ერთი თვის წინ 18 ივლისს აზერბაიჯანის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტისას სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველომ და აზერბაიჯანმა კონფედერაციული ურთიერთობები უნდა ჩამოაყალიბონ, რადგან საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობები ქვეყნებს შორის ჩვეულებრივურთიერთობებს აღემატება.
ქართველი სოციალ-დემოკრატების გარდა, რომლებმაც დღევანდელ პრესკონფერენციაზე საგარეო უწყებისგან ახსნა განმარტება მოითხოვეს, არცერთ პოლიტიკურ ძალას არ მოსვლია აზრად გაეპროტესტებინა ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხისადმი ქვეყნის მთავრობის ასეთი არასერიოზული დამოკიდებულება. «საკითხის უდიდესი მნიშვნელობიდან გამომდინარე, მოვითხოვთ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაუყოვნებლივ გააკეთოს ოფიციალური განცხადება, რომელიც ნათელს მოჰფენს ამ მიმართულებით მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებსა და განზრახვებს. მოვუწოდებთ საქართველოს ყველა მოქალაქეს, გამოიჩინოს სიფხიზლე რათა ერთ მშვენიერ დღეს არ აღმოჩნდეს სულ სხვა სახელმწიფოს მოქალაქე.»- ნათქვამია სოციალ-დემოკრატების განცხადებაში.
საქართველოში თითქოს არც არაფერი მომხდარა, ქვეყნის პრეზიდენტს ერთ მშვენიერ დღეს მოუნდა საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოს გადაკეთება აზერბაიჯანთან ერთად შექმნილ ახალ სუბიექტად და წარმატებითაც ახორციელებს ამ გეგმას, სოციალ-დემოკრატების პროტესტის და თითო ოროლა ექსპერტის კომენტარის გარდა ქვეყანში ფოთოლიც არ შერხეულა, თითქოს წყდებოდეს არა საქართველოს მომავლის, არამედ რომელიმე შენობის დანგრევის საკითხი.
შესაძლოა, კარგია საქართველო-აზერბაიჯანის კონფედერაციის შექმნა, შესაძლოა ცუდი, მაგრამ ამის გასარკვევად საკმარისი არაა სააკაშილის იდეა ან საგარეო უწყების მუშაობა. არც პრეზიდენტის და არც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებაში სიტყვაც არ არის ნახსენები ქართული საზოგადოების შესახებ, ისე თითქოს წყდებოდეს არა ქვეყნის, არამედ სააკაშილის აგარაკის მეზობლის აგარაკთან გაერთიანების საკითხი.
საკითხი, რომელიც წამოაყენა სააკაშვილმა და გაახმაურა ნინო კალანდაძემ ეხება ქვეყნის არსებობის საფუძველს _ მის სახელმწიფოებრიობას, შესაბამისად… >>> იხილე გაგრძელება >>> udzilauri.blogspot.com
ავტორი Maka Asatiani
ყველა კომპანიას სახელწოდების შექმნის თავისი ამბავი გააჩნია. ზოგიერთი მათგანი ძალზედ უცნაურად არის შერჩეული. ხანდახან სახელწოდება პირდაპირი შინაარსის მატარებელია ან პირიქით, სრულიად არანაირ კავშირშია თავად პროდუქტთან და წარმოებასთან.
მაგალითად, „Apple“ - ინგლისური სიტყვაა და ვაშლს ნიშნავს. ვის არ უყვარს ვაშლი? კომპიუტერული კომპანია „Apple-ს” დამფუძნებელს, სტივი ჯობსსაც ყვარებია, მეტიც ეს მისი ფავორიტი ხილი ყოფილა. ახალადდაფუძნებული კომპანიის სახელწოდების ძიებისას სამთვიანი ფიქრის შემდეგ, სტივ ჯობს თანამშრომლებთან თათბირი გაუმართავს და უთხოვია თავიანთი ალტერნატივა 5 საათამდე შეეთავაზებინათ. ახალი იდეა არ გაჩნდა, კომპანიას კი ვაშლის სახელწოდება - „Apple” შერჩა.
მეორე კომპიუტერული კომპანია „Hewlett-Packard“ ან უბრალოდ „HP” დამფუძნებელთა ინიციალებისგან შედგება. ბილ ჰავლეტმა და დეივ პაკარდმა თავის დროზე პირველობისთვის მონეტა ააგდეს. ასე დაადგინეს, რომ კომპანიისთვის არა „Packard-Hewlett“, არამედ „Hewlett-Packard“ უნდა დაერქმიათ.
კომპანია „Intel“ აბრევიატურისგან შედგება. ბობ ნოისს და გორდონ მურს ახალი კომპანიისთვის „მურ-ნოისის“ დარქმევა სურდათ. სამწუხაროდ, მათ არ გაუმართლათ, ასეთი კომპანია უკვე არსებობდა. ახალგაზრდებმა გადაწყვიტეს, რომ კომპანიისთვის „Integrated Electronics” დაერქვათ. შემდეგ ორივე სიტყვის პირველი ასოები გააერთიანეს და „Intel“ შექმნეს.
ინგლისში პოპულარული ჟურნალი „The Sun” – სტენფორდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა მეგობრებმა დაარსეს. შესაბამისად ეს აბრევიატურა შემდეგნაირად იშიფრება „Stanford University Network” ანუ სთენფორდის უნივერსიტეტის ქსელი. თუმცა, ამ სახელწოდებას მომხმარებელი ხშირად შეცდომაში შეყავს, ვინაიდან სიტყვა - Sun, ინგლისურად მზეს ნიშნავს.
კომპანია „Yahoo“-ს სახელწოდების შექმნის ორიგინალური ისტორია აქვს. >>> იხილე გაგრძელება >>> blog.brand.ge
ავტორი: Apachi
1. 1932 წელი. ნიუ-იორკის ცათამბჯენის «Rockefeller Center» მშენებლობა. ფოტოგრაფი ჩარლზ ებბეტსი.
2. 1936 წელი, 5 სექტემბერი. სიკვდილის დროს. ფოტოგრაფი რობერტ კაპპა
3. 1944 წელი, 6 ივნისი. ნორმანდია. ფოტოგრაფი რობერტ კაპა
4. 1941 წელი, 27 იანვარი. ჩერჩილის პორტრეტი. ფოტოგრაფი იოსუფ კარშ.
5. 1945 წელი, 2 მაისი. რეიხსტაგი. ფოტოგრაფი ევგენი ჰალდე.
6. 1945 წელი, 23 თებერვალი. ამერიკელმა მებრძოლებმა იატანეს დროშა იაპონიის კუნძულზე,ივოძიმაზე.
7. 1945 წელი, 14 აგვისტო. მეორე მსოფლიო ომის დასასრული. მეზღვაური კოცნის მედდას. ფოტოგრაფი ალფრედ ეიზენშტედტ.
იხილე გაგრძელება>>> ap-achi.blogspot.com
© ლაშა გაბუნია
© გაგა გობრონიძე
I ნაწილი იხილეთ აქ: ბითლზები და როლინგები (ნაწილი I)
გაგა: – „ბრიტანული შეჭრა“ ოკეანისგადაღმა 1964 წელს დაიწყო. ეს ჩვენ ადრეც, წინა წერილში („ბიტნიკები და ჰიპები“) ვახსენეთ და ამ შემთხვევაშიც ამ ფენომენს გვერდს ვერ ავუვლით, მით უმეტეს, რომ ლაპარაკია იმ ჯგუფებზე, რომელთაც ეს „შეჭრა“ გამოიწვიეს. The Beatles, The Rolling Stones, Herman's Hermits, Searchers და კიდევ რამდენიმე ჯგუფის გასტროლებმა ბრიტანეთის ყოფილ კოლონიაში ისეთი შთაბეჭდილება დატოვა, თითქოს ბრიტანელები 1776 წელს დამცირებისთვის შურის საძიებლად ემზადებოდნენ.
ლაშა: – ბრაიან ეპსტაინი, რომელიც მშვენივრად იცნობდა ამერიკულ მუსიკალურ ბაზარს და ასევე კარგად იცოდა თუ რა ტიპის (რა feeling-ის) სიმღერები სჭირდებოდათ ამერიკელებს, მთავარ დამრტყმელ ჰიტად „ხოჭოების“ I Want To Hold Your Hand აირჩია და არც შემცდარა. 1964 წლის 18 იანვარს ეს სიმღერა ჟურნალ „ბილბორდის“ ასეულში მოხვდება, მაგრამ ჯერ მხოლოდ 45-ე ადგილზე. მომდევნო კვირას მესამე ადგილზე ავარდა და კიდევ ერთი კვირის თავზე, თებერვლის პირველ ნახევარში („ბითლზის“ გასტროლებამდე ერთი კვირით ადრე) ნომერი პირველი ჰიტი გახდა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ მთელი ამერიკა მოუთმენლად მოელოდა ლივერპულელებს.
გაგა: – „ბითლზების“ პირველი ამერიკული ჰიტი შვიდი კვირა ლიდერობდა ჰიტ-აღლუმებს. მოგვიანებით ეს სიმღერა ისევ „ხოჭოების“ She Loves You-მ შეცვალა. თავის მხრივ, ამ უკანასკნელმა ადგილი ასევე „ბითლზების“ Can’t Buy Me Love-ს დაუთმო. „ბიტლომანია“ დაიწყო...
ძალიან საინტერესო ვიზა გასცეს „ბითლზისთვის“ ამერიკის სათანადო სამსახურებმა. ის კლერკი, ვინც ეს ტექსტი ჩაწერა ვიზებში, ან გონებაშეზღუდული იყო, ან დიდი წინასწარმეტყველი. ტექსტი კი ასეთი გახლდათ: „ეს ვიზა აშშ-ის ტერიტორიაზე ქმედითია მანამ, სანამ არ გამოჩნდებიან აშშ-ის უმუშევარი მოქალაქენი, რომლებიც ანალოგიურ სამუშაოს შეასრულებენ“. ფედერალური სამსახურის ვიღაც პედანტმა კლერკმა, რომლის ვინაობა ისტორიამ არ შემოგვინახა, ნებსით თუ უნებლიეთ, „ბითლზის“ ბიჭებს სამუდამო ვიზა მისცა.
„ბიტლომანია“ ნიუ-იორკის აეროპორტში ცნობილი დახვედრით დაიწყო, სადაც The Beatles-ს ათი ათასზე მეტი თაყვანისმცემელი შეეგება. შემდეგ იყო ედ სალივანის ტელეშოუში მონაწილეობა და ტრიუმფული კონცერტი „კარნეგი ჰოლში“. მსოფლიო ახალი ეპოქის შექმნის მოწმე ხდებოდა.
ლაშა: – „სთოუნზები“ თითქოს გადაგვავიწყდა კიდეც. ეს ჯგუფი, როგორც ადრე აღვნიშნეთ, თავის ლივერპულელ მეგობრებს ყველაფერში ერთი ნაბიჯით ჩამორჩებოდა. >>> იხილე გაგრძელება >>> anarekly.blogspot.com
ავტორი: Riablo
Dave Crisp -ალბათ ეს სახელი არაფერს გეუბნებათ. ის არც ცნობილი მსახიობია და არც ცნობილი მომღერალი. ის ინგლისის ერთ-ერთ საავადმყოფოში მზარეულად მუშაობდა. რამდენიმე ხნის წინ ამ ადამიანმა თავისი მეტალის დეტექტორის წყალობით 52000 რომაული მონეტა იპოვა, რაც 1 მილიონი ამერიკული დოლარის ექვივალენტი აღმოჩნდა. >>> იხილეთ ვრცლად >>> geo-geek.com
ავტორი: cartwheel
იცოდით თუ არა, რომ ქალაქ ჰოლუვუდის წარწერა-სიმბოლო 1923 წელს აშენდა და მას თავიდან ჰოლუვუდლენდი ეწერა.
ის ააშენეს მშენებელმა დეველოპერებმა, რომლებიც ამ რეკლამით ჰოლივუდის ზედა მიწების სარფიანად გაყიდვას იმედოვნებდნენ.

ბოლო 4 ასო "ლანდ" მხოლოდ 1949 წელს მოაცილეს, და ამით ეს წარწერა მთელი ქალაქის აღმნიშვნელად გადააქციეს.
რეკლამის სავარაუდო ხანგრძლივობა 1,5 წელი იყო, მაგრამ ის ჰოლივუდისადმი ინტერესის ზრდისა და კინოინდუსტრიის აყავების პარალელურად სიმბოლოდ იქცა და ჰგიებს უკუნისამდე.
მანამდე კი, 1932 წელს 24 წლის უელსიდან ჩამოსული ულამაზესი ქერა ცისფერთვალა პერსპექტიული მსახიობი,
Peg Entwistle
რომელმაც ცოტა ხნის წინ "მეცამეტე ქალში" ითამაშა, ეიჩ ასოზე ავიდა და გადმოხტა. თავი მოიკლა.>>>იხილეთ გაგრძელება>>> cartveli.blogspot.com
ავტორი: acho zambaxidze
“Genetic Code”, “Children’s Medicine”, “Georgian Dance Empire”.. ირაკლი ჩარკვიანი, სერგი გვარჯალაძე, “ბიბი”, გიორგი ებრალიძე და ა.შ.ალბათ დამეთანხმებით, რომ ამ ადამიანებს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით ქართული მუსიკის განვითარებაში.
1) ყველასათვის საყვარელი და უკვდავი სიმღერა, Genetic Code – Artificial Love..
2) ირაკლი ჩარკვიანი, სერგი გვარჯალაძის გადაცემაში “ShowBizDigest”, 1993 წელი.
3) ირაკლი ჩარკვიანი – შენ აფრენ



























