თბილისის 5 ყველაზე ცუდი არქიტექტურული ნაგებობა

Posted 3:38 PM by Nina in თემები , , , ,

gmirta

 

ავტორი: lobzhanidze

მას შემდეგ რაც საჭოთა კავშირი დაიშალა თითქმის 20 წელი გავიდა, ამის , მიუხედავად თბილისს ან თუნდაც საქართველოს არქიტექტურის მხრივ ძალიან ცოტა რამ თუ შეემატა. მართალია ქალაქის არქიტექტორები იშვიათად გვახარებენ სიახლეებიც, მაგრამ მაინც ახერხებენ გამორჩეული ”ხიბლი” შემატონ ჩვენს სამშობლოს, ნაგებობის უმეტესობა ამ შემთხვევაში სიმახინჯის უნიკალური თვისებებით გამოირჩევა. ამ პოსტში მე მინდა 5 ყველაზე წარუმატებელი არქიტექტურული ან თუნდაც უბრალოდ ძეგლის შესახებ ვისაუბრო. მოკლედ, ხუთეული შემდეგნაირად გამოუყურება:

5. დავით აღმაშენებლის ძეგლი

გახსოვთ ”დარდუბალა?” მოკლედ, სანამ ”დარდუბალას” ერთ სერიას ვიხილავდი,

რომელშიც ამ ძეგლზე იყო საუბარი დავით აღმაშენებელს სულ სხვა ადამიანს ვამსგავსებდი. აღმოჩნდა, რომ სერიის შემქნელები ანალოგიურად ფიქრობდნენ, რადგანაც ერთ-ერთ ეპიზოდში როდესაც ბატონი ედუარდი, ბატონი გუბაზი და ბატონი ზაზა წარსულში ბრუნდებიან დავით აღმაშენებლი (ნამდვილი და არა ძეგლზე გამოსახული) ეუბნება: ”ეს თქვენ ხართ? წიკლაურის ძეგლი რომ დადგით და თითქოს მე ვიყო?” მოკლედ, ზედმეტად მიმაჩნია იმაზე საუბარი თუ როგორ განრისხდა ბატონი მეფე და ჩვენს თანამედროვეებსაც გამოეკიდა. საერთოდ ამ ძეგლს საკმაოდ ბოშური ისტორია გააჩნია, იმის მერე რაც საწყალი წიკლაური თუ აღმაშენებელი რესპუბლიკის (მაშინ ჯერ კიდევ რესპუბლიკის) მოედანზე იდგა, ვიღაცამ გადაწყვიტა რომ ეს ადგილი საშინლად არ უხდება და ამიტომაც აღნიშნულ ძეგლს ადგილი დიღმის ტრასაზე მიუჩინა. ამის მერე, მთავარი პერსონაჟი არა აღმაშენებელი ან წიკლაური აღმოჩნდა, არამედ ცხენი, უფრო სწორედ ამ ცხენის ბოდიში ტერმინოლოგიისთვის და ”ყვერები” გახდა, რომლებიც ასე კარგად ამშვენებენ თბილის ქალაქის შემოსასვლელს.

4. პრეზიდენტის რეზიდენცია

ამ შენობას რაიხსტაგს ამსგავსებენ. სიმართლე გითხრათ ბერლინში არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ სურათებით თუ ვიმსჯელებთ ამ მოსაზრებაში სიმართლის მარცვალი ნამდვილადაა. თან მგონია, რომ რაიხსტაგი უფრო ავტენტურია და თან ისტორიულ თუ ლანდშაფტურ გარემოს უფრო უხდება, მიუხედავად რომ რაიხსტაგს ჩვენის მსგავსად გალავანი კვერცხისებური ფორმის აქვს. მოკლედ, ეს უზარმაზარი შენობა ზევიდან გადმოჰყურებს ძველ თბილისს და ახსენებს რომ მანდ პრეზიდენტი ცხოვრობს,  მანც მცხოვრები ხალხი ან გამვლელები კი ამაზე ხშირად თავს აქნევენ და ყველაზე კარგ შემთხვევაში შემდეგ ფრაზას იძახიან: ”რაში იხარჯება ფული, ნწ ნწ ნწ.”

3. წმინდა გიორგის ძეგლი

ამაზე თავდაპირველად მორწმუნე მართმადიდებლმა აიმაღლეს ხმა: >>> იხილე გაგრძელება >>>lobzhanidze.wordpress.com



0 comment(s) to... “თბილისის 5 ყველაზე ცუდი არქიტექტურული ნაგებობა”