„მოლოტოვის კოქტეილით“ ( ტერმინის წარმოშობა )

Posted 1:30 PM by KOMUNA in თემები , , , , ,



1939 წლის 30 ნოემბერს, საბჭოთა კავშირმა შეუტია ფინეთს და ამით დაიწყო ზამთრის ომი. ფინეთის არმიას საფრთხეს უქმნიდა დიდი რაოდენობის საბჭოთა ტანკები, ხოლო ფინელებს მცირე რაოდენობით ჰქონდათ ტანკ-საწინააღმდეგო იარაღები, რის გამოც, ამ მიზნით დაიწყეს ხელნაკეთი ცეცხლგამჩენი მოწყობილობების გამოყენება.
ამ ომში, საბჭოთა კავშირის საჰაერო ძალები, აქტიურად იყენებდა ცეცხლგამჩენ და კასეტურ ბომბებს, ფინელთა ქვეითი ჯარებისა და ფორთიფიკაციების წინააღმდეგ. როდესაც, საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრმა-ვიაჩესლავ მოლოტოვმა, საბჭოთა პროპაგანდისტულ რადიოგადაცემაში დაიწყო საუბარი რომ, საბჭოთა კავშირი არ ბომბავდა ფინეთს, არამედ პირიქით, მოშიმშილე ფინელ მოქალაქეებს სურსათს აწვდიდა, ამაზე ფინელებმა, სარკასტულად, ჩამოყრილ ბომბებს-მოლოტოვის პურის კალათები უწოდეს. მალევე, ფინელებმა, საბჭოთა ტანკებს, „მოლოტოვის კოქტეილით“ უპასუხეს. თავდაპირველად, მხოლოდ აალებად ნარევს ეძახდნენ მოლოტოვის კოქტეილს, თუმცა, შემდგომში ის გამოყენებულ იქნა ბოთლისა და მისი შიგთავსის ერთობლივად აღსაწერად.

Molotov cocktail - Wikipedia, the free encyclopedia



0 comment(s) to... “„მოლოტოვის კოქტეილით“ ( ტერმინის წარმოშობა )”