ამბავი სახელწოდებისა - I ნაწილი
Posted 6:00 PM by Nina in თემები ბლოგი, ბრენდის სამზარეულო, ინტერნეტი, ისტორია, მარკეტინგი, ტექნოლოგიაავტორი Maka Asatiani
ყველა კომპანიას სახელწოდების შექმნის თავისი ამბავი გააჩნია. ზოგიერთი მათგანი ძალზედ უცნაურად არის შერჩეული. ხანდახან სახელწოდება პირდაპირი შინაარსის მატარებელია ან პირიქით, სრულიად არანაირ კავშირშია თავად პროდუქტთან და წარმოებასთან.
მაგალითად, „Apple“ - ინგლისური სიტყვაა და ვაშლს ნიშნავს. ვის არ უყვარს ვაშლი? კომპიუტერული კომპანია „Apple-ს” დამფუძნებელს, სტივი ჯობსსაც ყვარებია, მეტიც ეს მისი ფავორიტი ხილი ყოფილა. ახალადდაფუძნებული კომპანიის სახელწოდების ძიებისას სამთვიანი ფიქრის შემდეგ, სტივ ჯობს თანამშრომლებთან თათბირი გაუმართავს და უთხოვია თავიანთი ალტერნატივა 5 საათამდე შეეთავაზებინათ. ახალი იდეა არ გაჩნდა, კომპანიას კი ვაშლის სახელწოდება - „Apple” შერჩა.
მეორე კომპიუტერული კომპანია „Hewlett-Packard“ ან უბრალოდ „HP” დამფუძნებელთა ინიციალებისგან შედგება. ბილ ჰავლეტმა და დეივ პაკარდმა თავის დროზე პირველობისთვის მონეტა ააგდეს. ასე დაადგინეს, რომ კომპანიისთვის არა „Packard-Hewlett“, არამედ „Hewlett-Packard“ უნდა დაერქმიათ.
კომპანია „Intel“ აბრევიატურისგან შედგება. ბობ ნოისს და გორდონ მურს ახალი კომპანიისთვის „მურ-ნოისის“ დარქმევა სურდათ. სამწუხაროდ, მათ არ გაუმართლათ, ასეთი კომპანია უკვე არსებობდა. ახალგაზრდებმა გადაწყვიტეს, რომ კომპანიისთვის „Integrated Electronics” დაერქვათ. შემდეგ ორივე სიტყვის პირველი ასოები გააერთიანეს და „Intel“ შექმნეს.
ინგლისში პოპულარული ჟურნალი „The Sun” – სტენფორდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა მეგობრებმა დაარსეს. შესაბამისად ეს აბრევიატურა შემდეგნაირად იშიფრება „Stanford University Network” ანუ სთენფორდის უნივერსიტეტის ქსელი. თუმცა, ამ სახელწოდებას მომხმარებელი ხშირად შეცდომაში შეყავს, ვინაიდან სიტყვა - Sun, ინგლისურად მზეს ნიშნავს.
კომპანია „Yahoo“-ს სახელწოდების შექმნის ორიგინალური ისტორია აქვს. >>> იხილე გაგრძელება >>> blog.brand.ge