მასობრივი სუიციდის ისტორია

Posted 6:30 PM by Nina in თემები , , ,

article-1085869-0279B3B8000005DC-563_468x316

Posted by როდრიგო

 

 

სურათზე ჯიმ ჯონსი ოჯახთან ერთად

მასობრივი სუიციდი მაშინ ხდება, როდესაც ადამიანების გაერთიანება გადაწყვეტს რაიმე მიზეზის გამო თავი ერთად მოიკლას.
მასობრივი თვითმკვლელობა ხშირ შემთხვევაში რელიგიის გამო ხდება, თუმცა აქაც არის განსხვავებები. მაგალითად, კამიკაძე არის მეომარი, რომლის მიზანიცაა მეტი ადამიანის სიკვდილი საკუთარი სიცოცხლის ხარჯზე. ამ შემთხვევაში ეს იმ ადამიანების ნება არაა.
მასობრივი სუიციდი შესაძლებელია მოხდეს პოლიტიკური პროტესტის მიზეზით.
მასობრივი სუიციდის ფაქტები:


1. ძვ.წ. 102 წელს, ეკს ან პროვანსში რომის იმპერატორმა იულიუს მარიუსმა დაამარცხა გერმანული ტომები კიმრები და ტევტონები. დატყვევებულმა ქალებმა მოაწყვეს მასობრივი სუიციდი და ეს ფაქტი შევიდა რომაულ-გერმანული ლეგენდების საგმირო საქმედ. მოლაპარაკების თანახმად 300 ქალი უნდა გადაეცათ რომაელებისთვის, როდესაც ტევტონელმა ქალებმა ამის შესახებ შეიტყვეს, კონსულისგან ითხოვეს ნება, რომ ვენერასა და ცერერას ტაძარში წავიდოდნენ სალოცავად. მას შემდეგ რაც კეისარმა არ დართო მათ ამის ნება, მათ მოკლეს თავისი ბავშვები და მეორე დღეს, დილით ყველა მკვდარი იპოვეს.
2. ძვ.წ. პირველ საუკუნეში 960 ადამიანმა (ებრაულმა თემმა სიკარიებმა) მოიკლეს თავი რომის ჯარისგან დაპყრობილნი რომ არ ყოფილიყვნენ. ყოველი კაცი კლავდა ბავშვს და ცოლს. კაცებმა შემდეგ წილი ყარეს და ერთმანეთი დახოცეს, მანამ სანამ ერთი არ დარჩა და მანაც თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე.
3. ჯაუხარი – ასე ეწოდება რაჯპუტელი ქალების თვითდაწვის ფაქტს. ყველაზე ცნობილი ჯაუხარის ფაქტები მოხდა ქალაქ ჩიტორგარხას (მევარის დედაქალაქი) ალყის დროს 1303, 1535 და 1568 წლებში.
4. 1336 წელს პილენის ალყის დროს (ლიტვაში) ქალაქის მცხოვრებლები და მისი მთავარიმარგირისი მიხვდნენ, რომ მტერს ვერ დაამარცხებდნენ და გადაწყვიტეს ყველას მოეკლა თავი, ხოლო ქონება და ძვირფასეულობას ცეცხლი წაუკიდეს.
5. ოსმალეთის მიერ საბერძნეთის დაპყრობის დროს სულის მკვიდრმა ქალებმა შვილები უფსკრულში გადაყარეს და შემდეგ თავადაც გადახტნენ ტყვეობას რომ გაქცეოდნენ.
6. 1945 წლის აპრილში და მაისში დემინის (გერმანია) 900-მდე მცხოვრებმა წითელი არმიის შემოსვლის შიშით თავი მოიკლა…

 

გაგრძელება იხილეთ აქ>>> sikvdili.blogspot.com



0 comment(s) to... “მასობრივი სუიციდის ისტორია”