ქალისგან თავის დაღწევის პრაქტიკული ხერხები

Posted 8:00 PM by Nina in თემები , , ,

ae8c7b02d6c2

Bookmark and Share

 

 

ავტორი: zorbegi

…სასიყვარულო ურთიერთობებს ყოველთვის აქვს დასაწყისი და დასასრული. ხშირად გასართობად წამოწყებული ურთიერთობა იმდენად რთულდება, რომ მამაკაცი ვეღარ ახერხებს არასასურველი ქალისაგან თავის დაღწევას. გთავაზობთ ასეთი სიტუაციიდან რამდენიმე ორიგინალურ, მაგრამ პრაქტიკულ გამოსავალს:

  1. ეცადეთ, ქალთან ისე გაწყვიტოთ ურთიერთობა, რომ ეს გარშემომყოფთათვის განსაკუთრებულად თვალშისაცემი არ იყოს.
  2. საათობით ესაუბრეთ თქვენს სამუშაოზე, მისთვის გაუგებარ თემებზე და ხშირად წამოიწყეთ  დისკუსია მრავალცოლიანობის დადებით მხარეებზე.
  3. ხელიდან არ გაუშვათ მომენტები, რომ არ აღნიშნოთ მისი უარყოფითი მხარეები, მინუსები და ისიც, რომ რაც მასში მოგწონდათ, ადრე უკვე გაღიზიანებთ.
  4. ყურადღება მიაქციეთ ყველა იმ ქალს რომელიც საზოგადოებაში გხვდებიან, უცხო ქალები დააჯილდოვეთ კომპლიმენტებით, ხოლო თქვენს პარტნიორთან ურთიერთობაში კიდუმილი გამოიყენეთ.
  5. თუ ქალს თქვენი თმა განსაკუთრებით მოსწონდა, აუცილებლად გადაიპარსეთ და იამაყეთ თქვენი ახალი იმიჯით.
  6. სახლში ხშირად დაბრუნდით ხოლმე მთვრალი და პიჯაკზე პომადის ნაკვალევით. ასეთ მომენტში აუხსენით რომ ეს უკანასკნელია.
  7. დაიწყეთ იმ მუსიკის მოსმენა, რომელიც მას სასტიკად აღიზიანებს
  8. მოამზადეთ ძალიან ლამაზი რომანტიკული ვახშამი და რამოდენიმე წუთში გადაიქეცით ნამდვილ ღორად _  მის თვალწინ ყველაფერი შეჭამეთ.
  9. შეიყვანეთ მის საყვარელ მაღაზიაში, მიეცით არჩევნის საშუალება, მაგრამ სალაროსთან განაცხადეთ, რომ საფულე სახლში დაგრჩათ.
  10. მის თვალწინ დახიეთ ერთობლივი სურათი. აჩუქეთ ძაღლის საყელური, პირბადე, ან უბრალოდ წვერსაპარსი.

დანარჩენი რჩევები იხილეთ აქ>>> zorbeg.wordpress.com



0 comment(s) to... “ქალისგან თავის დაღწევის პრაქტიკული ხერხები”