ERO-ვნება ანუ ჩემი პირველი (ეროტიკული) წიგნი

Posted 5:30 PM by Nina in თემები , , ,

akella-big-copy4

ავტორი anina

მახსოვს, ადრე გითხარით, ვწერ-მეთქი, მაგრამ ის კი არ მითქვამს, რითი ვიყავი დაკავებული ბოლო 1 წლის განმავლობაში. მე არა მხოლოდ ვწერდი, არამედ ვწერდი წიგნს, რომელსაც ბოლოს და ბოლოს მიეცა საბოლოო სახე და უკვე შეგიძლიათ იხილოთ წიგნის მაღაზიებში ,,სანტა-ესპერანსა” და ,,ექს-ლიბრის”. გარეკანი მყვირალაა, სპეციალურად შევარჩიე ასე და პირობას გაძლევთ, წიგნიც არ იქნება ჩუმი. წიგნი ძალიან კარგი გამოვიდა და ამისთვის მადლობა, პირველ რიგში, გამომცემლობა ,,ასომთავარს” უნდა გადავუხადო. ამის შემდეგ კი ჩემს რედაქტორს, ჯემალ დევდარიანს.



სასინჯი ეგზემპლარები ჟურნალისტებმა დაიტაცეს, წაიკითხეს და მიმოიხილეს. გთავაზობთ ნაწყვეტს ,,24 საათის” ლიტერატურული დამატებიდან. ჟურნალისტი ია ვეკუა წერს: ,,ქართულ კულტურულ საზოგადოებას ნამდვილად მოელის შოკი. 18 წლის ავტორისგან შეუძლებელია ასეთ თამამ ექსპერიმენტს ელოდე. წიგნი სავსეა ეროტიკული სცენებით და მიუხედავად იმისა, რომ ავტორი მუდამ ქარაგმებით საუბრობს, ძნელი არაა იმის ამოცნობა, თუ ვინ იგულისხმება ამა თუ იმ კონკრეტულ პერსონაჟში. წიგნის მთავარი გმირი კი, არც მეტი, არც ნაკლები, თავად ავტორია. რომელიც დაუფარავად აღწერს საკუთარ შეგრძნებებს და ასე განსაჯეთ, თავგადასავლებსაც კი, რომლებშიც მასთან ერთად ჩვენი საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი ადამიანები არიან გახვეულნი (უმეტესად, მწერლები). მოკლედ, ეს არის წიგნი, რომელიც გვაჩვენებს, რა ხდება ფარდის მიღმა და გვახედებს იმ სამყაროში, რომლის ნამდვილი სახეც რიგითი ქართველისათვის მუდამ დაფარულია”.
ამ თემაზე კომენტარი ლალი მოროშკინამაც გააკეთა ,,ლიტერატურული გაზეთისთვის”. სიმართლე გითხრათ, მას რატომ ჰკითხეს, არ ვიცი. ალბათ, მწერლად მიიჩნიეს ისიც.
ლალი მოროშკინა: ,,სამწუხაროდ, ამ ავტორს აქამდე არ ვიცნობდი. თუმცა გასაკვირი არაა ეს ამბავი, ჯერ ძალიან ახალგაზრდაა და უკვე ასეთი თამამი ნაბიჯები გადადგა. მე მხოლოდ მივესალმები ამგვარ წამოწყებებს, საზოგადოებისათვის სიმართლის თქმის მცდელობებს. სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ ამ წიგნს ჩემი წიგნის იდეურ მემკვიდრედ ვთვლი. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, როგორ ცხოვრობს მისი საუკეთესო, ინტელექტუალური ნაწილი. ამიტომაც წარმატებებს ვუსურვებ ავტორსაც და წიგნსაც”.
მოკლედ, ყველამ გზა დამილოცა, მაგრამ…

გაგრძლება იხილე აქ>>> aninaland.wordpress.com



0 comment(s) to... “ERO-ვნება ანუ ჩემი პირველი (ეროტიკული) წიგნი”