Isadora Duncan

Posted 1:43 PM by Nina in თემები , ,

65150-004-5CE1A848

ავტორი: Alice

აისედორა დუნკანი იყო მოცეკვავე, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ცეკვის თავისუფალ სტილს...მან შეცვალა ცეკვაც და ყოველდღიურობაც.. აისედორა დაიბადა სან Fრანცისკოში, 1877 წელს.. ის მოღვაწეობდა ევროპაში, რამდენიმე წელი იცხოვრა რუსეთშიც..

აისედორა ითვლება ცეკვის თანამედროვე სტილის ფუძემდებლად.. ის სცენაზე გამოდიოდა ფეხშიშველი და საბალეტო კოსტუმის ნაცვლად ანტიკურ ქიტონს იცვამდა. ის უბრალო მოცეკვავე არ იყო, მისი მოღვაწეობა უფრო მეტი გახლდათ. აისედორამ განიცაადა ნიცშეს გავლენა და ,ამდენად, მას სურდა შეექმნა ახალი ქალი. მან დაწერა წიგნი "მომავლის ცეკვა" დუნკანი წერდა: "ჩემი ხელოვნება სიმბოლურია, და ეს სიმბოლო ერთადერთია: ქალის თავისუფლება და მისი ემანსიპაცია იმ პირობებისგან, რაც ასე ღრმად არის ჩამჯდარი პურიტანიზმში". იგი არ იყო გათხოვილი,მაგრამ ჰყავდა აყვანილი ბავშVები, რომლებსაც ზრდიდა.

44335312_dunkan_a_2

ისედორა რუსეთში ძალიან დააფასეს. მან საკუთარი სკოლაც გახსნა..რამდენიმე წლის შემდეგ აისედორას ფინანსური პრობლემები შეექმნა. საჭირო იყო, წასულიყო ევროპაში გასტროლებზე. მაგრამ აისედორას შეუყვარდა ცნობილი რუსი პოეტი, სერგეი ესენინი ამ პერიოდისთვის აისედორა 43 წლის იყო. აისედორას პრინციპები ეწინააღმდეგებოდა ქორწინებას, ის ქალთა თავისუფლებას ქადაგებდა,მაგრამ ესენინთან ქორწინებაზე ის დასთანხმდა.

მათ ერთმანეთთან სალაპარაკოდ სჭირდებოდათ თარჯიმანი, რადგან ესენინმა არ იცოდა ინგლისური, ხოლო აისედორამ - რუსული. საზღვარგარეთ ყოფნისას მათი ურთიერთობა დაიძაბა. ხშირად ჰქონდათ უთანხმოება და ერთი წლის შემდეგ ისინი დაშორდნენ...

იხილეთ ვრცლად



0 comment(s) to... “Isadora Duncan”