სკანდალურმა უკრაინულმა მოძრაობა Femen-მა თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქცია გამართა.
ეს აქცია Femen-ის სხვა აქციებისგან გამორჩეული იყო. გოგონებმა აქცია მათი მთავარი ინტრიგის, მკერდის მოშიშვლების გარეშე გამართეს.
”უკრაინელი ქალები არ იყიდებიან” - ასეთი გახლდათ აქციის მთავარი სლოგანი. Femen-ის წევრები იმ ფაქტს აპროტესტებენ, რომ ზოგიერთი მათი თანამემამულე გოგონა საქართველოში სტრიპტიზ ბარებში მუშაობს ან პროსტიტუციას ეწევიან.
ტელეკომპანია "PIK-tv"-ის ვიდეომასალა
ავტორი: ანა წიკლაური
”მაინც ჩემი გახდები”; ფოტო: გვანცა კორძახია
,, არსებობს ორმაგი სტანდარტი ქალისა და კაცის სექსუალური ცხოვრების მიმართ : გოგონებს ,,ეკრძლებათ“ თავისუფალი სექსუალური ცხოვრება, ხოლო ვაჟებს, პირიქით, ,,მოეთხოვებათ“. ეს იმ კვლევის შედეგების შემაჯამებელი დასკვნაში წერია, რომელიც 2010 წელს საქართველოს მასშტაბით 30 უმაღლეს სასწავლებელში ჩატარდა.
გამოკითხული 3000 სტუდენტიდან 87% ფიქრობს, რომ გოგონებმა ქორწინებამდე სექსისგან თავი უნდა შეიკავონ, ხოლო ბიჭებისთვის ქორწინებამდე თავის შეკავება 72.4%-ს არარეალურად მიაჩნია. სწორედ ამ შედეგებზე დაყრდნობით, კვლევის ავტორები ფიქრობენ, რომ საქართველოში გოგონებს ქორწინებამდე სექსი ,,ეკრძალებათ“, ბიჭებს კი ,,მოეთხოვებათ“.
კვლევა სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) პროექტის ,,ნარკომანიის, აივ/შიდსის, უსაფრთხო სექსისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის მიმართ სტუდენტთა დამოკიდებულების შესწავლა“ ფარგლებში ჩატარდა. პროექტი განხორციელდა შვედეთის განვითარების სააგენტოს და ევრაზიის თნამშრომლობის ფონდის დაფინანსებით. კვლევის ავტორები არიან: სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი, ფსიქოლოგი გაგა ნიჟარაძე და რეპროდუქტოლოგი მაკა გეგეჭკორი.
კვლევაში მონაწილეობდა ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურების 3000-მდე სტუდენტი. როგორც სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი ამბობს, ნარკომანია, შიდსი და სექსი საზოგადოებაში კვლავ ტაბუდადებულ თემებად რჩება. ამიტომ ალბათობა იმისა, რომ კვლევის მონაწილე არ იყოს გულწრფელი, დიდია. თუმცა, ამ კვლევის მეთოდად გამოყენებული ანკეტური გამოკითხვა რესპონდენტს საშუალებას აძლევს, დარჩეს ანონიმურად, რაც, თავისათავად, გულწრფელობის ხარისხს ზრდის.
კვლევის მიზანს წარმოადგენდა სტუდენტების დამოკიდებულება-განწყობის და ქცევითი თავისებურების განსაზღვრა ისეთი ფენომენების მიმართ, როგორებიცაა– ნარკომანია, აივ/შიდსი, სექსი და რეპროდუქციული ჯანმრთელობა.
როგორც სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი ამბობს, ყველა ეს საკითხი ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია - აივ/შიდსის გავრცელების ყველაზე ხშირი გზა ნარკომანია და დაუცველი სქესობრივი კონტაქტებია.
კვლევაში საკმაოდ დიდი ადგილი სტუდენტთა სექსუალურ გამოცდილებას, მათ დამოკიდებულებას უსაფრთხო სექსისადმი, სექსუალური პარტნიორის შერჩევას, ქორწინებამდე სექსს, ქორწინების გარეშე ორსულობას და კონტრაცეპტივებს ეთმობა .
ავტორები მიუთითებენ ტენდენციაზე, რომლის მიხედვითაც, საქართველოში პირველი სექსუალური კონტაქტის ასაკი მცირდება.
შდეგებმა აჩვენეს, რომ სექსუალური გამოცდილების მქონე სტუდენტები>>> იხილე გაგრძელება >>> netgazeti.ge
ის საქართველო 2010 დეა არაყიშვილი გახდა. დეა საქართველოს Miss World 2010 -ზე წარადგენს.
ავტორი ია მერკვილაძე
ხუთი წლის წინ, ერთ მშვენიერ საკონფერენციო დღეს, სან-ფრანცისკოს უნივერსიტეტში მშობლიური გენდერული სტერეოტიპების აღმნიშვნელი პლაკატები უნდა გამომეფინა. საქართველოში პატიოსნად დამზადებული, შთამბეჭდავად გაკეთებული, ლამინირებული, საშუალო ზომის ფერადი პოსტერები ჩემთვის გამოყოფილ სპეციალურ დაფაზე გავაკარი და დამთვალიერებლთა მოლოდინში ნერვიულობას შევუდექი. ამ გამოფენაზე პოსტსოციალისტური სივრციდან ერთადერთი მე გახლდით. დასახვრეტად განწირული ჯარისკაცივით ვიდექი და თავს იმით ვიმშვიდებდი, რომ კი გახლავართ “დემოკრატიის შუქურა” ვარდების რევოლუციის, მაგრამ მაინც პატრიარქალური, თანაც პოსტკოლონიალური ქვეყნიდან, მაგრამ, განა, მთელი ცივილიზაცია ასეთი არაა-თქო? ამხელა გამოფენაზე “ჩემზე” უარესი სტერეოტიპი ვინმეს ხომ ნამდვილად ექნება, რაღა ღმერთი, რომელიც ისედაც “ქალს გაუწყრა” და მის “გაჩენაში ხელი არ გაურია”, მე გამიწყრება და ეს ამერიკელები და კონფერენციის უცხოელი სტუმრები ყველაზე დიდ საშინელებას მაინც და მაინც ჩემს პლაკატებში დაინახავენ–თქო? თუმცა “კაცი ბჭობდაო” (აი, ანდაზა უკვე წამომცდა), სწორედ ამგვარი რამ დამემართა. მორცხვად ვიდექი, “უხერხული” კითხვებისთვის ვემზადებოდი, თუმცა ნამდვილად არ მეგონა აქაურ ბევრისმნახველ-გამგონე პუბლიკას შოკში თუ ჩავაგდები. საკითხი ეხებოდა ორ ქართულ ანადაზას, შესაბამისად, ორ დიდ პლაკატს, რომელიც ინგლისურად გადათარგმნილი და დასურათებულ - ფერადკოლაჟირებული იყო და აქაური სწავლული ობივატელის Wow-სა და “Great”-ს მოელოდა. აქედან ერთმა პლაკატმა, რბილად რომ ვთქვათ, დიდი გაკვირვება გამოიწია და ამიტომ უამრავი კითხვის ადრესატი გავხდი. ლამის ვინანე კიდეც იმიტომ, რომ ჩემი მწირი ანთოპოლოგიურ- ისტორიულ- კულტუროლოგიურ- ფოლკლორულ- ლიტერატურული თუ თეოლგიური ცოდნით ამ კითხვებს კვალიფიციურად ვერ ვპასუხობდი, თუმცა როგორც ფსიქიატრსა და “თვითნასწავლ” ფემინისტს, მხრებაჩეჩილი ხალხისთვის მეტ - ნაკლებად განვრცობილი პასუხის გაცემა ნამდვილად შემეძლო. ქართული ანდაზა ანუ “ეთიკური ფორულა” კი ასე ჟღერდა: “ქალი რომ კარგი იყოს, ღმერთს ცოლი ეყოლებოდაო”... თუმცა რატომ ჟღერდა? დღესაც ჟღერს. ყურს ხშირად არ ხვდება, მაგრამ არსებობს. ანდაზა ხომ უკვდავია. იგი ხომ საუბრის, კამათის, დისპუტის, დებატის, დიალოგისა და სხვა რაღაცეების ყველაზე არგუმენტირებული “ქიშმიშია”. “დავის მხარე” რაც უფრო მეტ მშობლიურ ანდაზას, ხალხის წიაღიდან ამოსულ ანც თუ სერიოზულ, უცხოელი თუ ლოკალური ფილოსოფოსის, მწერლის თუ მონათესავე პროფესიის წარმომადგენლის (ბლოგერის), ერთი სიტყვით, საზოგადო მოღვაწის გამონათქვამს წამოისვრის, მით უფრო მეტი ქულა ეწერება, ყველა მის მიმართ ანდაზური “რესპექტით” განიმსჭვალება, ხოლო უხილავი მოსამართლე თემიდას სწორედ მას გადაულოცავს.
კამათობ, კამათობ, კამათობ, საკუთარი ტვინის ხვეულებში ინტელექტის ურიგო კოეფიციენტის დამადასტურებელ სამხილებს ეძებ და მერე ვიღაც უცებ “ნოქდაუნში” ჩაგაგდებს, თავში ანდაზას სქელტანიანი ენციკლოპედიის, სნაიპერის, ქილერის საკონტროლო ტყვიის თუ მძიმე არტილერიის გასროლის დარად გხეთქავს, არისტოკრატულ ციტატას შემოგისრიალებს და საკუთარი სიტყვის ლაბორატორია დროებით დაგეხურება, ხმას ვეღარ იღებ, კაპიტალი ამოგეწურა, რაგან “ყველაფერი ცხადი გახდა”. მენტალობებით თამაში კი აღმაშფოთებლად ტრივიალური მიზეზის გამო იქვე სრულდება და კაპიტულაციაზე ნებაყოფლობით ხელს აწერ. რატომ? იმიტომ, რომ რაც არ უნდა იყოს ანდაზაა, არანორმატიული ლექსიკა კი არა და თანაც ქართული, ხალხის უძირო სიბრძნის წიაღიდან ამოხეთქილი და თუ წინადადებაში ძველქართულიცაა ანდა გამოთქმა ლათინურადაა, ან ბიბლიიდან, ჩინურ ანდა ჰინდუს ენაზეა დეკლამირებული, მაშინ შენი მდგომარეობა უიმედოდ კიდევ უფრო მძიმდება. თავდაცვისთვის და მითუმეტეს, იერიშისთვის არც ფარდობოთობის თეორიის არსი გახსნდება და არც ციტატა რომელიმე კანონიზირებული წმინა მამის ტექსტიდან, ყურანიდან, ბჰაგავად გიტადან. მითუმეტეს, თუ არც წაგიკითხავს. ჯიბრზე ხანმოკლე ამნეზია გემართება, არც ჯავშანჟილეტი გაცვია და ქვიშაზე გამოგდებული თევზივით აღებ პირს და სულს ღაფავ. საბედნიეროდ, არასამუადამოდ. არ გამოგდის ანდაზური პინგ-პონგი, მითუმეტეს, როცა გამარჯვებული “მოკაფიეს” სახეს ხედავ, რომელიც მას სიამოვნებისგან ისე უნათდება, ისე ეცვლება, როგორც ნანატრი ორგაზმის დროს. მერე ვეღარ არჩევ ანდაზაა, ფეტიში, ლოზუნგი, სოკრატე-მამარდაშვილ-ეჟი ლეცის მემკვიდრეების ნაზავი, თუ ვინმე შენთვის უცნობი თანამედროვე როკ თუ არაროკ ვარსკვლავის ფრაზა და როგორც კი სახლში მოქანდები, თედო სახოკიას ანდა ბრძნულ გამონათქვამთა წიგნში განმგმირავი ანდაზის საპირწონის ძებნას ისტერიულად იწყებ, პოულობ კიდეც, მაგრამ უკვე გვიანაა. სნობური მომენტი დაუნდობლად გაუშვი, რადგან ლოკალურ და გლობალურ რჩეულ აფორიზმთა “ფაილი” თავში არ გედო, ამიტომ ანდაზური სინდისის მტანჯველი ქენჯნა დიდხანს გაგყვება. შეიძლება გედო კიდეც, მაგრამ დროზე ვერ მოიძიე და ვერ დააწკაპე. ამიტომ ანგარიში ასეთია - 0:1, შენს არასასრგებლოდ. ეს მარცხი ისევ საკუთარ თავს საცოდავი “დავითივით” უნდა დააბრალო და შეჰფიცო, რომ ამიერიდან ქართულ ხატოვან სიტყვა-გამონათქვამს უფრო ყურადღებით მოეპყრობი, უფრო სწორედ, ტვინს ანდაზების დაზეპირებაში გაწვრთნი და აღჭურავ. იშვიათ შემთხვევაში, თუ თავხედობა გეყო, მოსაუბრესთან შეიძლება ქართული ანდაზის, მოდაში შემოსული მოღვაწის, უცხოელი ფილოსოფოსის მარგალიტის კრიტიკასაც მიჰყვე, ავტორი სუბიექტივიზმში “დაადანაშაულო”, ისაუბრო მოზაიკურ ცნობიერება-აზროვნებაზე, თეზებსა და ანტითეზებზე, არქეტიპებსა და კონტრარქეტიპებზე, პროდუქტიულობაზე და კონტრპროდუქტიულობაზე, აქსიომებსა და ანტიაქსიომებზე, დრომოუჭმულ და დრომოჭმულ სტერეოტიპებზე და კიდევ ერთხელ გაცვითო პოსტულატი, რომ პლანეტაზე ობიექტური არაფერია, დედამიწის მკვიდრ თითქმის 7 მილიარდი ადამიანისთვის გამოხატვის თავისუფლების დროშა დელაკრუას მკერდმოღეღილი ქალივით უშიშრად ააფრიალო, მაგრამ ეს სიტყვით აუწერელი მკრეხელობა და კადნიერებაა, დამსწრენი არასწორად გაგიგებენ, არ გაპატიებენ და ამიტომ სჯობს თავი დაანებო. ანდაზის ვიტალური ფუნქცია გადასიჯვასა და მითუმეტეს უარყოფას არ ექვემდებარება. როგორ ამბობს ჩვენი ანდაზა? “ჩათრევას ჩაყოლა სჯობიაო” თუ “საცა არა სჯობს, გაცლა სჯობს” (გამახსენდა გამზავებლის არასაშური ბედის შესახებაც). ჰო, მართლა, იმ გამოფენაზე კრამოლა – ანდაზით ინსპირირებული ყველაზე “ლოგიკური” კითხვა, რომელიც ამერიკელმა სწავლულმა, ვიმედოვნებ, ხუმრობით დამისვა, ასე ჟღერდა: “რა ჰქვია თქვენს ღმერთსო? ალბათ, ეგონა კერპთაყვანისმცემელთა ქვეყნიდან ანდა ახალი სექტა “ღვთის შვილები - 2” -ის მიმდევარი ვარ, რაც, გულახდილად ვაღიარებ, რეალობას არ შეესაბამება.
მეორე პლაკატზე გამოქვეყნებულ ქართულ ანდაზასთან დაკავშირებულ პერიპეტიების… >>> იხილე გაგრძელება >>> www.azrebi.ge
ავტორი: lobzhanidze
”დღეს პორნო ინდუსტრიას შველა ესაჭიროება, ამ სფეროში ძალიან ბევრი უღირსი ადამიანი მუშაობს”
-ლარს ფონ ტრიერი-
პირველად პორნოს 13-14 წლის ასაკში გავეცანი, მაშინ ინტერნეტი საქართველოში პირველ ნაბიჯებს ადგამდა და ჯერ კიდევ ის დრო იყო როდესაც ყველას ქსელში შესასვლელად დაიალაპი გვჭირდებოდა. მაშინ, პორნო ვიდეოზე ვერც კი ვიოცნებებდი. მე და ჩემი მეგობრობები როგორც წესი ინტერნეტში სურათს თუ ვპოულობდით და ისიც ბანერების სახით. დღეს რომ ვინმე თუნდაც იგივე ასაკის ადამიანი იგივე მიზნით შევიდეს ინტერნეტში, ასეთი სახის ბანერს ზედაც არ შეხედავს და პირდაპირ ვიდეოზე გადავა.
მართლაც, ინტერნეტმა ძალიან ბევრი რამე შეცვალა თუნდაც პორნოს მხრივ, ამიტომაც გარდატეხის ასაკში დღესდღეობით ახალგაზრდას უამრავი პორნო მასალის პოვნა შეუძლია. ამისთვის ხშირად ფულის გადახდაც არ დაგჭირდებათ და ზოგიერთ შემთხვევაში დაქაჩვაც კი. არსებობს უამრავი იუთუბის მსგავსი სისტემა, რომელიც პორნოს ყურაბეას შესაძლებელს ხდის. არადა, ერთმა ჩემი მეგობარმა, რომელიც წარსულში ფეხბურთელი იყო ასეთი ისტორია მომიყვა; მისი მწრვთნელი ფეხბურთელებს ეჩხუბებოდა იმის გამო, რომ ფორმაში ვერ იყვნენ, ბოლოს და ბოლოს როგორც ჩანს ძალიან განრისხდა და ერთ-ერთს უთხრა: ”ისევ პორნოს უყურებდით არა გუშინ? ეჰ, ჩვენ დროს სად იყო მაგის საშუალება? ჯაყოს ხიზნებზე ვანძრევდით.”… >>> იხილე გაგრძელება >>> lobzhanidze.wordpress.com
წყარო: http://journal.top100.ge/
26 წლის ამერიკელმა მომღერალმა და სიმღერების ავტორმა – Katy Perry–მ (ან სხვაგვარად Katheryn Elizabeth Hudson-მა), მონაწილეობა მიიღო ახალ ფოტოსესიაში – «Too Hot To Handle»–ი, რომელიც ამერიკული ჟურნალი – Esquire–ის აგვისტოს ნომრისთვის მომზადდა, რომელიც ტაივანური წარმოშობის ამერიკელმა ფოტოგრაფმა – Yu Tsai–მ მოამზადა.
ავტორი: Lord Vader
დოჩანაშვილისეულ ფოტოგრაფ კეჟერაძეს ძლიერ უყვარდა ლიტერატურა, მწერალ მელისა პანარელოს / მელისა პი-ს (Melissa Panarello / Melissa P.) კი ძლიერ უყვარს თავისი ვაგინა, იმდენად, რომ პირველი რომანი “ჯაგრისის 100 გადასმა ძილის წინ” (100 colpi di spazzola prima di andare a dormire) მას მიუძღვნა. ეს არის დღიური, სადაც ღიად და თამამადაა აღწერილი თხუთმეტი წლის გოგონას სექსუალური ცხოვრება და ფანტაზიები. არა მგონია, იოლი იყოს იტალიელთა გაკვირვება ეროტიკული ნაწარმოებით, მით უმეტეს კი – შოკირება. ბოლოს და ბოლოს სწორედ აქ, რამდენიმე საუკუნის წინ შეიქმნა “დეკამერონი”, მაგრამ “ჯაგრისის 100 გადასმის” ავტორი მხოლოდ 17 წლისა იყო, მთავარი გმირი კი, როგორც ვთქვი – სულ რაღაც თხუთმეტის. ამასთან, მელისა პანარელო სიცილიელია, კატანიას პროვინციის პატარა ქალაქ აჩი კასტელოდან, სიცილია კი დღემდე რჩება პატრიარქარულ ტერიტორიად ევროპაში.
სიცილია უკიდურესობათა მხარეა. აქ არ არსებობს მეორეხარისხოვანი. სიციალია ბევრს გასცემს, მაგრამ უკან ყოველთვის ორმაგს ითხოვს და გართმევთ კიდეც ორჯერ მეტს იმისა, რაც გიბოძათ.
მელისა პი. ინტერვიუ ინტერნეტ-გამოცემას Three Monkeys Online
(ამ სიტყვებიდან, შემთხვევით, რაღაც ხომ არ გეცნოთ?)
ასე იყო თუ ისე, მელისა პანარელოს რომანი იტალიაში მილიონ ეკზემპლიარზე მეტი გაიყიდა (რითიც მხოლოდ 1958 წელს გამოცემულ ჯუზეპე დი ლამპედუზას “ლეოპარდს” ჩამორჩა) და მალევე ითარგმნა ინგლისურ, გერმანულ, ესპანურ და ფრანგულ ენებზე. 2005 წელს კი რეჟისორმა ლუკა გუადანინიომ ფილმადაც გადაიღო. ფილმს Melissa P. ჰქვია და ქართულ ინტერნეტ სივრცესა შიგან სძევს… თუმცა, მისი მიხედვით რომანზე მჯელობა არასწორია – მეტისმეტად თავისუფალი ინტერპრეტაციაა და ცოტა რამ აქვთ საერთო.
ნაწარმოებში მელისა პანარელო აღწერს საკუთარი სხეულისა და ეროტიკული შეგრძნებების შეცნობის პროცესს. ის ხან უცოდველი სკოლის მოწაფეა, ხან – საბედისწერო ქალი, ხან მორჩილი და მიმნდობია, ხანაც – მკაცრი დომინა. ყველა თავის სექსუალურ ფანტაზიას აღისრულებს, ჯგუფურ სექსშიც მონაწილეობს კატანიას მთავარი ტაძრისა და ეპისკოპოსიის რეზიდენციის მახლობლად და ერთ-ერთ მამაკაცს ფალოიმიტატორით უკანალშიც ხმარობს… მაგრამ, ავტორის თქმით, სექსი მხოლოდ ხერხია და არა საგანი. ნაწარმოების მთავარი თემა კი “იტალიურ საზოგადოებაში გამეფებული ფარისევლობა და პირმოთნეობაა”.
ბევრმა ჩემს წიგნს მხოლოდ ზერელედ გადაავლო თვალი და სიღრმეებში ჩახედვა არ ისურვა, რაც სრულიადაც არ მახარებს. კრიტიკოსები და ჟურნალისტები იოლ გზას გაჰყვნენ – საუბრობენ სექსზე, სკანდალზე, თითქოს ეს ერთადერთია, რაც წიგნში ყურადღებას იმსახურებს.
მელისა პი. ინტერვიუ ინტერნეტ-გამოცემას Three Monkeys Online
წიგნი, ალბათ, მოეწონებათ ფემინისტებს. >>> იხილე გაგრძლება >>> lifestylebox.wordpress.com
ავტორი: George
საქართველოში ყოველი მესამე ქალი ფიქრობს, რომ თუკი მამაკაცი საკუთარ ცოლს სცემს, ეს ნორმალურია.
„გააჩნია ცემის მიზეზს, შეიძლება, მან დაიმსახურა გალახვა. თუმცა, მარტო ვირს უნდა ცემა. თუ ქალზე ხელს აწევ, სახლიდანაც უნდა გაუშვა”… _ ასე ფიქრობს ერთი საშუალო სტატისტიკური ქართველი მამაკაცი, რომლის პასუხიც, გაერო-ს მოსახლეობის ფონდის ბოლო კვლევის მიხედვით, ქართველ მამაკაცთა შორის ტენდენციაა.
დღეს რომ ასეთ შედეგს მივიღებდით, ამის ნიშნები ჯერ კიდევ 5 წლის წინათ გამოჩნდა, UNICEF-ის კვლევაში სათაურით _ “ქალები, რომლებიც ქმრის მიერ ცოლის ცემას გარკვეულ შემთხვევებში ამართლებენ”. მაშინ აღმოჩნდა, რომ ქმრისგან ცემას საქართველოში 15-დან 49 წლამდე ქალების თითქმის 7 პროცენტი ამართლებს. იმ ფონზე, რომ ეს მაჩვენებელი ეთიოპიაში, ზამბიასა და იორდანიაში გაცილებით უფრო მაღალი იყო _ 81, 85.4 და 90%, საქართველოს მონაცემები მაშინ არც ისე კატასტროფული ჩანდა. თუმცა შეშფოთებისთვის დამატებით საფუძველს ქმნიდა თუნდაც ეს მონაცემი _ იმავე წელს, მაგალითად უკრაინაში, ქმრისგან ცემას ქალების სულ 3,6 პროცენტი მიიჩნევდა ნორმად.
წელს, UNICEF-ის ანგარიშიდან 5 წლის შემდეგ ჩატარებულ კვლევაში ქალთა უკვე 34.1% ამართლებს ქმრის მიერ ცოლის ცემას, რაც მაშინდელ მონაცემზე 28 პროცენტით მეტია. ქალების ნაწილი დღეს მიიჩნევს, რომ ქმარი თუ ცოლს ღალატის გამო სცემს, ეს ნორმალურია, ზოგისთვის კი ქმრის ეჭვიანობაც საკმარისი მიზეზია.
* სრული ვერსია წაიკითხეთ ლიბერალის 38-ე ნომერში
“ქალთა მიმართ ოჯახური ძალადობის ეროვნული კვლევა საქართველოში” ჩაატარა გაერო-ს მოსახლეობის ფონდმა 2009 წელს
გამოკითხულ ქალთა 35.9% აცხადებს, რომ მას აკონტროლებს მეუღლე/პარტნიორი
მათგან:
29.0% - პარტნიორი უკრძალავს საკუთარ ოჯახთან კავშირს;
11.6% - პარტნიორი აიძულებს მისგან აიღოს ნებართვა, ვიდრე ექიმს მიმართავს;
11.1% – პარტნიორი ბრაზდება, თუ მისი ცოლი სხვა მამაკაცს დაელაპარაკება;
5.5% – პარტნიორი ხშირად ეჭვიანობს და ღალატში დებს ბრალს;
4.0% – პარტნიორი არ აძლევს მეგობრებთან შეხვედრის საშუალებას;
3.9% – პარტნიორი იგნორირებას უკეთებს და გულგრილად ეპყრობა;
3.8% – სამსახური მიატოვა, რადგან მის ქმარს/პარტნიორს არ უნდოდა ემუშავა;
2.4% – პარტნიორი დაჟინებით მოითხოვს, მუდმივად იცოდეს, თუ სად არის იგი;
1.4% – ქმარი/პარტნიორი უკრძალავს შეხვედრებზე დასწრებას, ან რომელიმე ორგანიზაციაში მონაწილეობას.
მორჩილება
50.7% – კარგი ცოლი ქმარს უნდა უჯერებდეს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ არ ეთანხმება;
44.9% – აუცილებელია, მამაკაცმა ცოლს/პარტნიორს კარგად დაანახოს, ვინ არის ოჯახის უფროსი;
16.0% – ცოლის მოვალეობაა ქმართან სქესობრივი კავშირი ჰქონდეს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ იმ მომენტში თავად ეს არ სურს.
გამოკითხულ ქალთა 34.1% – ქმრის მიერ ცოლის ცემას გარკვეულ შემთხვევებში ამართლებს
თუ: … >>> იხილე გაგრძელება >>> giorgibenashvili.wordpress.com
ავტორი: cartwheel
იცოდით თუ არა, რომ ქალაქ ჰოლუვუდის წარწერა-სიმბოლო 1923 წელს აშენდა და მას თავიდან ჰოლუვუდლენდი ეწერა.
ის ააშენეს მშენებელმა დეველოპერებმა, რომლებიც ამ რეკლამით ჰოლივუდის ზედა მიწების სარფიანად გაყიდვას იმედოვნებდნენ.

ბოლო 4 ასო "ლანდ" მხოლოდ 1949 წელს მოაცილეს, და ამით ეს წარწერა მთელი ქალაქის აღმნიშვნელად გადააქციეს.
რეკლამის სავარაუდო ხანგრძლივობა 1,5 წელი იყო, მაგრამ ის ჰოლივუდისადმი ინტერესის ზრდისა და კინოინდუსტრიის აყავების პარალელურად სიმბოლოდ იქცა და ჰგიებს უკუნისამდე.
მანამდე კი, 1932 წელს 24 წლის უელსიდან ჩამოსული ულამაზესი ქერა ცისფერთვალა პერსპექტიული მსახიობი,
Peg Entwistle
რომელმაც ცოტა ხნის წინ "მეცამეტე ქალში" ითამაშა, ეიჩ ასოზე ავიდა და გადმოხტა. თავი მოიკლა.>>>იხილეთ გაგრძელება>>> cartveli.blogspot.com
ავტორი: ჰექსე
ეს უმშვენიერესი ესპანელი ქალბატონი ევა გონსალესი, ანუ მის ესპანეთი 2003 და ესპანეთის საფეხბურთო ნაკრების კაპიტნის იკერ კასილასის ექს მეგობარი გოგონაა.
ეს ინფორმაცია ასევე ნატალიამ მომაწოდა და იქვე სინანულით ისიც იკითხა ასეთი გოგო როგორ გაუშვა ხელიდანო?
მართლაც და იკერ...:(
- ვერსია #1 ბანალური
- ვერსია #2 ცინიკური
- ვერსია #3 კვაზი - რეალისტური
ერთი ფილოსოფოსი ტრიბუნიდან სიბრძნისმეტყველებდა: კაცებს, ადრე თუ გვიან ბეზრდებათო ყველაფერი, - საყვარელი სუნამოდან დაწყებული საყვარელი ქალით დამთავრებული. თუმცა მე ვფიქრობ რომ არსებობს ბევრი ნივთი, მოვლენა და ადამიანი რომლებიც არ ექვემდებარებიან ამას. მაგალითად არ მესმის როგორ უნდა მომბეზრდეს ჩემი კომპიუტერი, სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფა ან თიკო სადუნიშვილის კრიტიკა.
- ვერსია # 4 ადვოკატის პოზიცია
- ვერსია # 5
და....
გეთანხმებით პუნქტი მეხუთე საჭიროებს საფუძვლიან შესწავლას.
თუ ვერ იცანით ეს ქალბატონი გახლავთ Sara Carbonero.
დიახ, იმ ცნობილი კოცნის მთავარი მოქმედი პირი და იკერის ამჟამინდელი მეგობარი გოგონა.
თუ რაიმე სასწაულით ჯერ არ გინახავთ შეგიძლიათ იხილოთ სულ 17 წამიანი ვიდეო, რომელსაც მე დავარქვი "მადრიდელი"
ავტორი: გურამი
ქალები.
დადებითი თვისებები
1. თავისთავად შენს გვერდით მდედრის მუშაობა რამდენადმე ახალისებს და მრავალფეროვანს ხდის სამუშაო პროცესს.
2. ზოგიერთ მდედრს აქვს ინტუიციის და ალღოს გამაოცებელი უნარი. მაგალითად ჩემთან მუშაობს ერთი ასეთი, რომელსაც ყველაფერი გამოსდის. არადა წესით ვერ უნდა ასწრებდეს.
3. ყოველთვის შეიძლება ვიღაც შენიანი გამოიცეკვო წვეულებისას და ამით თავი აარიდო თუმც ნაკლებად მოსალოდნელ, მაგრამ მაინც შესაძლებელ გაუგებრობებს, რომლებიც გაჩნდებოდა სხვა ჯგუფიდან თუ გამოიცეკვებდი მდედრს.
4. სულ სხვაა ქალის ხელით მოწესრიგებული სამუშაო ადგილი. სულ სხვაა ქალის ხელით გაწყობილი ალაფუშეტის სუფრა და სულ სხვაა ქალის მიერ წაყვანილი პრეზენტაცია.
უარყოფითი თვისებები
1. როგორც წესი მდედრებს ძალიან უყვართ თავის მოვლა. განსაკუთრებით შესამჩნევია ეს ფაქტორი სამუშაოს დაწყებისას, რადგან ზემოაღნიშნულმა თვისებამ შესაძლოა გამოიწვიოს მათი დაგვიანება სამუშაოზე.
2. ყოველი მდედრი პოტენციური დედაა. დედობა კი თავის მხრივ ნიშნავს
21 - დეკრეტს - რამდენიმე თვე ხელფასს უხდი ადამიანს, რომელიც არ მუშაობს.
22 - მშობიარობისწინა უხასიათობას და შრომისუნარიანობის შეცვლას. (არ ვამბობ დაქვეითებას, იმიტომ რომ ზოგიერთს უძლიერდება კიდეც)
23 - ზოგიერთი კომპანია პირველ შვილზე დახმარებას აძლევს თანამშრომელს. ესაა ხარჯი, რომელსაც არანაირი მოგება არ მოაქვს.
3 - ჭორაობა - ყველაზე დიდი პრობლემა მდედრთა შორის. ჩემთვის გაუგებარია რატომ უნდა გაუბა საუბარი თანამშრომელს შენს გუშინდელ ნანახ ფილმზე შუა სამუშაო პროცესისას, თან მაშინ, როდესაც საქმეები ასე ვთქვათ "თავზე გაყრია".
via top100.ge
29 წლის მომხიბვლელმა ბრაზილიელმა მოდელმა – Alessandra Ambrosio–მ მონაწილეობა მიიღო ფოტოსესიაში, რომელიც ბრაზილიური ჟურნალი – Vogue–ის ივლისის ნომრისთვის მომზადდა ფოტოგრაფ – Jacques Dequeker–ის მიერ.
იხილეთ დანარჩენი ფოტოები>>> journal.top100.ge
ავტორი: Lord Vader
რამდენიმე მკითხველმა მითხრა, რატომ მარტო მამაკაცების ბრენდებზე, მოდაზე და დრეს-კოდზე წერო. მეც გადავწყვიტე გენდერული თანასწორობის დაცვა და ქალების მოდაზე და საკულტო ფილმზე “სექსი დიდ ქალაქში”-ც კი დავწერე ორიოდ სიტყვა. პოსტი გამოვიდა (მკითხველთა რაოდენობით ვმსჯელობ), ამიტომ თემას გავაგრძელებ და დავწერ იმაზე, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს იდეალური ქალი ჩვენი, მამაკაცების შეხედულებით.
საკუთარი გემოვნება რომ არ მოგახვიოთ თავს, მეტი ობიექტურობისთვის ცოტა განვაზოგადებ გაზეთ Sunday Life-ისა და ჟურნალ Men’sHealth-ის დახმარებით, რომლებმაც ჩაატარეს მსგავსი გამოკითხვა მამაკაცთა შორის.
Sunday Life-ის მამაკაც მკითხველთა აზრით, ქალს უნდა ეცვას მოკლე, ვიწრო ქვედაბოლო ან საშუალო სიგრძის ვიწრო ქვედაბოლო ჭრილით.
ქალის საოფისე ტანსაცმელს შორის მამაკაცებმა საშუალო ვიწრო ქვედაბოლოს მიანიჭეს უპირატესობა, მოკლე, წელში გამოყვანილ პიჯაკთან ერთად. წელში გამოყვანილმა ჟილეტმაც დაიმსახურა მამაკაცთა მოწონება. ყოველდღიური და სპორტული სტილიდან კი მამაკაცებმა გამოარჩიეს ვიწრო ჯინსის შარვალი მასთან შეხამებული ჩექმებით. წვეულებისთვის ქალის იდეალურ არჩევნად მამაკაცებს მიაჩნიათ წელში გამოყვანილი საღამოს კაბები ღრმად ამოჭრილი ზურგით და ფეხსაცმელები მაღალ ქუსლებზე (“შპილკებზე”).
ქალები წელში გამოყვანილი ქამრიანი პალტოებით, სიფრიფანა, ნახევრად-გამჭვირვალე კოფტებით მამაკაცებს ასევე მოსწონთ.
თუმცა, აბსოლუტური ლიდერი მაინც ტოპია (ბრეტელების გარეშე) და მაისურები ლათინური ასო V ფორმის ჭრილით.
წინდებიდან მამაკაცებს ყველაზე მეტად შავი ფერის, ნახევრად გამჭვირვალე კოლჰოტი მოსწონთ, ბადისებრი და ნახატებიანი წინდები კი ვულგარულად მონათლეს.
მამაკაცებმა ასევე გამოარჩიეს მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და ნატის (ზამშის) ჩექმები მუხლებამდე. თოფსაიდერები, მასიური ქუსლები და მეტისმეტად გრძელი და ცხვირ-წაწვეტილი ფეხსაცმელი მამაკაცებმა ზედმეტად უხეშად და “აგრესიულად” მიიჩნიეს.
ტუნიკები, ფაშფაშა კაბები და ამ სტილის მეტისმეტად ფართო, თავისუფალი ტანსაცმელი მამაკაცებს აგრეთვე არ მოსწონთ. ბევრი იმასაც აღნიშნავს, რომ ამგვარად ჩაცმული ქალი “ფეხმძიმედ მყოფს” აგონებს. მამაკაცები ასევე უარყოფენ “ტომრისებრ” შარვლებს, უნისექს სტილს, ყველა სახის უქუსლო ფეხსაცმელს (სანდლების ჩათვლით), ფართოფარფლებიან ქუდებს (დაერხა, ბრიტანეთის დედოფალს) და დიდრონ მზის სათვალეებს (ვინაიდან, ეს ორი – ქალის სახის აღქმაში უშლით ხელს)…
via top100.ge
ცნობილმა, წარმოშობით რუსმა მოდელმა ირინა შეიკმა (Irina Sheik), წარადგინა ბრენდ Lascana–ს საცურაო კოსტუმებისა და ქალის თეთრეულის ახალი კოლექცია. ბრენდმა დიდი ხანია მანდილოსანთა უმრავლესობის გული დაიპყრო, რაც არ გაგაკვირვებთ თუკი თვალს გადაავლებთ კოლექციას. (აქვე დავამატებთ რომ ულამაზესი მწვანე თვალება ირინა დანიშნულია ცნობილ ფეხბურთელზე Cristiano Ronaldo–ზე. წყვილმა ერთმანეთი გადაღებაზე გაიცნეს, ისინი რეკლამირებას უკეთებდნენ ცნობილი ბრენდის Armani–ს კოლექციას)…
from – top100.ge






