7-იანვრის მცველები - საუნჯე, რომელიც მხოლოდ რუსების ხელშია
Posted 12:26 PM by Nina in თემები Lord vader, ეს საინტერესოა, კალენდარი, რელიგიაავტორი: Lord Vader
როგორ დგება 7 იანვარს 25 დეკემბერი?
ეს დიდი საიდუმლოა. საუნჯეა. დაფარული განძი, რომელსაც მარტო რუსები ფლობენ…
კიდევ სერბები და ქართველები, მაგრამ ჩვენ ორთ რუსებმა გაგვანდეს.
ჰოდა, ვდგავართ მედგრად 7-იანვრის გუშაგნი.
კაი ბატონო, ვიგუშაგოთ, მაგრამ ამ ოხერ ფეთერ ჰენლეს გამოგონებას რა ვუყოთ საათი რომ ჰქვია? რა ვუყოთ, დღე-ღამეს რომ გავზომავთ და სულ იოლად დავრწმუნებით – 7 იანვარს დღე-ღამ სწორობა ბარე ორი კვირის უკან მოტოვებული როა?
იტყვიან ხოლმე – ე.წ. ახალი სტილი კათოლიკურიაო, მაგრამ ის მართლმადიდებლური ეკლესიები, რომელნიც 7-იანვრის მცველთაგან განსხვავებით, შობას ასტრონომიულ 25 დეკემბერს ზეიმობენ – ამას არა გრეგორიანული, არამედ შესწორებული იულიუსის კალენდრის თანახმად აკეთებენ. ფორმალურად მაინც.
ესეც რომ არა, კოპერნიკიც კათოლიკე იყო და რა ვქნათ ახლა, ავდგეთ და მზე ისევ დედამიწის გარშემო დავაბზრიალოთ?
ან იმ საიდუმლოს ვინ ამოხსნის, თუ როგორაა რომის წარმართი იმპერატორის, იულიუს კეისრის კალენდარი “ჭეშმარიტად მართლმადიდებლური”?
ისიც მომისმენია, ქრისტეს შობის თარიღი სიმბოლურადაა შერჩეული და მნიშვნელობა არ აქვს, როდის ვიზეიმებთო.
რა თქმა უნდა, ქრისტეს შობის თარიღი სიმბოლურადაა დადგენილი – სრულიადაც არაა შემთხვევითი, რომ 25 დეკემბერი შეირჩა და დღესასწაული მზებუდობას დაუკავშირდა...
http://virtualcollector.blogspot.com/