5 გამაოგნებელი დიასახლისი

Posted 7:00 PM by Nina in თემები , , ,

desperate-housewives-000000111

ავტორი: justsimpleguy

სასოწარკვეთილი დიასახლისები

მოკლედ ესეც მეორე პოსტი სერიალებზე. პირველი როგორც გახსოვთ ზებუნებრივის შესახებ იყო. ახლა კი მეორეს სასოწარკვეთილ დიასახლისებს მივუძღვნი. პირველად ეს სერიალი წელს გავიცანი სერიოზულად. მანამდე იყო რუსთავი ორის ღლაპუცობები მაგრამ წელს ასეთი რამ მოხდა. დედაჩემმა მთხოვა, ჩამეწერა მისთვის ყველა სეზონი და მეც შევყევი ყურებაში.

აი, ერთ–ერთი ყველაზე ხარისხიანი სერიალია დღევადელ დღეს. სტუდია ABC–ის პროექტია და მეექვსე სეზონია ამჟამად ჩვენებაში. ანუ გამოდის რომ 6 სეზონი ხალხი ისე უყურებს 5 დაქალის ისტორია, რომ არც კი ბეზრდება მათი თავგადასავლები. მართლაც 5–ივენი მაგრები არიან. ერთმანეთზე საინტერესოები და განსხვავებულები. ახლა მოკლე აღწერსა შემოგთავაზებთ ამ 5 დიასახლისის:

1. სიუზან მეიერი: ძალიან სასაცილო და დაბნეული ქალი. ჰყავს თინეიჯერი გოგო და ყოფილი ქმარი.  ყოველთვის ათას სასაცილო სიტუაციაში და თავგადასავალში ეხვევა.

2.ლინეტ სკავო: ეს ქალი ნამდვილი გმირია ! 4 შვილის დედა. ყოფილი ბიზნეს–ვუმენი, რომელიც სამსახურიდან ბავშვების გამო წამოვიდა. ჰყავს ტყუპი ბიჭები, პატარა ძმა და სულ პატარა გოგო. სამ აბეზარ ბიჭს პლიუს თოთო ბავშვი – რა კარგია ! თან მით უმეტეს როდესაც გვერდში გიდგას ქმარი, რომელიც სრული იდიოტია და ჩარჩენილია თინეიჯერობის ასაკში.

3.ბრი ვან დერ კამპი: თუ გინდათ ნახოთ სისუფთავე, საუკეთესო საჭმელი, დალაგებული სახლი და საოცრად მოვლილი ეზო, ესტუმრეთ ამ ქალბატონს. ეს ქალი ნამდვილი განსახიერებაა კლასიკური სარეკლამო დიასახლისის. ჰყავს ორი ერთმანეთზე პრობლემატული შვილები – და და ძმა. ასევე გულით დაავადებული ქმარი, რომელიც სადო–მაზოხისტურ სექსზეა შეყვარებული.

4. გაბრიელ სოლისი: ყოფილი წარმატებული მოდელი და ბიზნესმენის ცოლი. ლათინო–ამერიკელი ეშხიანი ევა ლონგორია. ჰყავს საყვარელი – მებაღე და რაღა ტქმა უნდა გიჯდება გლამურულ ცხოვრებაზე.

5. ედი ბრითი: ყველაზე სექსუალური ქალი ამ ხუთს შორის. მე მგონი ყველა კაცთან ნაწოლია სამეზობლოში.

აი ამ 5 ქალის ისტორია იწყენა მას შემდეგ რაც მათი დაქალი…

იხილეთ ვრცლად

http://justsimpleguy.wordpress.com/



0 comment(s) to... “5 გამაოგნებელი დიასახლისი”