ჯონი დეპი

Posted 2:00 PM by anano in თემები , , , , , , ,

ავტორი – lika151

მოამზადა ბექა გოგინაშვილმა
Sana.ge

 

ჯონი დეპი

 

ჯონი დეპი ყოველთვის გამოირჩეოდა ექსცენტრიულობით. მსახიობი ხშირად იცვლის იერს თავის ფილმებში, რის გამოც ხშირად მისი ცნობა შეუძლებელია. ჯონი დეპი ერთ–ერთი ყველაზე მრავალფეროვანი მსახიობია ჰოლივუდში. იგი ხშირად თამაშობს ძალიან ორიგინალურ ფილმებში და მაყურებელს მოწყენის საშუალებას არასოდეს აძლევს.

ჯონი დეპი გამოირჩევა ეგზოტიკური გარეგნობით, რომელიც მას ქალებისთვის მიმზიდველს ხდის. ეს ფაქტორი ძალიან სასარგებლოა ნებისმიერი მსახიობისთვის, რადგან ეს ნიშნავს, რომ ქალების უმრავლესობა მის ფილმებს ნახავს, თუნდაც მხოლოდ იმის გამო, რომ მისთვის სასურველი მსახიობი იხილოს ეკრანზე. ამიტომ ჯონი დეპის ფილმები ყოველთვის განსაკუთრებული პოპულარობით გამოირჩეოდა.

ჯონი დეპს უამრავი კარგი როლი აქვს შესრულებული და ბევრ ცნობილ მსახიობთან აქვს ნათამაშევი ფილმებში. თუნდაც ალ პაჩინოს ხსენება რად ღირს. მათ ერთად ითამაშეს ფილმში “დონი ბრასკო”.

ჯონი დეპი ცხოვრებაში საკმაოდ გულღია და უშუალო ადამიანია, ეკრანზე კი უფრო უკარება ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. თუმცა ეს მხოლოდ ერთი შეხედვითაა. სინამდვილეში ჯონი იმდენად ჭკვიან და ძლიერ პერსონაჟებს თამაშობს, რომ ძალაუნებურად მაყურებლისთვის მიუწვდომელი და უკარება ხდება. ჯონი დეპს პენელოპა კრუსთან ერთადაც აქვს ნათამაშევი ფილმში “კოკაინი”. ამ ფილმში აღწერილია ნარკობარონების ცხოვრება, ხოლო ერთ–ერთ მათგანს თავად ჯონი დეპი ასრულებს. პენელოპა მისი ცოლის როლს თამაშობს, რომელიც ყველაფერში მხარს უჭერს ქმარს. ამ ფილმმა ჯონის უდიდესი წარმატება და პოპულარობა მოუტანა.

რამდენიმე წლის წინ გამოვიდა ფილმი “კარიბის ზღვის მეკობრეები”, სადაც ჯონიმ ჯეკ ბეღურას როლი შეასრულა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ფილმი გაცილებით უფრო პრიმიტიულია, ვიდრე ჯონის სხვა ფილმები, ამჯერად მსახიობმა გადაწყვიტა უფრო მხიარული გამხდარიყო და კომედიაშიც გამოეცადა თავი. ფილმი ძალიან პოპულარული გახდა და ყველა გააკვირვა იმ ფაქტმა, რომ ჯონი დეპს კომედიური ნიჭიც აღმოაჩნდა.

***

ჯონი დეპი დაიბადა 1963 წლის 9 ივნისს ქალაქ ოვენსბოროში, კენტუკის შტატში. ბავშვობა მან ოვენსბოროში გაატარა. იგი საკმაოდ მორცხვი იყო და არასრულფასოვნების კომპლექსი აწუხებდა. თუმცა ჯონი ბეჯითი მოსწავლე იყო და კარგად სწავლობდა. 12 წლის ასაკში დედამ მას გიტარა უყიდა და ჯონიმ დაკვრაც ისწავლა. მსახიობს დღესაც უყვარს გიტარაზე დაკვრა. 1983 წელს ჯონიმ პირველი ცოლი მოიყვანა – ლორი ენ ელისონი, რომელიც ასევე დამწყები მსახიობი იყო. წყვილი ორი წლის შემდეგ ერთმანეთს დაშორდა. თუმცა ჯონის ქალებთან ურთიერთობის პრობლემა არასოდეს ჰქონია. მომდევნო წლებში მან რომანი გააბა რამდენიმე თავის პარტნიორთან, თუმცა ხანგრძლივი არცერთი არ გამოდგა. 1994 წელს მსახიობი დააკავეს არაჰუმანური ქცევისთვის და ერთი კვირა ვირის აბანოში აყურყუტეს. მსგავსი შემთხვევები ჯონის კარიერაში საკმაოდ ხშირი იყო, განსაკუთრებით, როდესაც ნარკოტიკებს ეტანებოდა. ნარკოტიკების ტრფიალი ჯონის მისმა შეყვარებულმა, ცნობილმა ინგლისელმა მოდელმა ქეით მოსმა ასწავლა. ქეითს და ჯონის ვნებიანი რომანი ჰქონდათ და თავიანთ ურთიერთობას არასოდეს მალავდნენ. თუმცა არც მათი რომანი გაგრძელდა დიდხანს და წყვილი ერთმანეთს დაშორდა.

ამჟამად ჯონი დეპი დაქორწინებულია ფრანგ მომღერალსა და მსახიობზე, ვანესა პარადიზე. წყვილი უკვე 10 წელია, ერთად არის. ჯონი იმედოვნებს, რომ ვანესასთან იგი სიცოცხლის ბოლომდე დარჩება, რადგან მან ჯონის ნანატრი ოჯახი და სიმშვიდე აჩუქა.

გთავაზობთ ინტერვიუს ჯონი დეპთან.

– ჰოლივუდში ყოველთვის გამოირჩეოდით იმით, რომ ცდილობდით ორიგინალური ყოფილიყავით. ამას ძალით აკეთებდით თუ ბუნებრივად გამოგდიოდათ?

– ზოგადად არ მინდოდა ერთფეროვანი ვყოფილიყავი და ჩემზე ეთქვათ, ერთი ტიპის როლებს თამაშობსო, ამიტომ ყველანაირად ვცდილობდი მაქსიმალურად მრავალფეროვანი ვყოფილიყავი და ეს გამომდიოდა კიდეც. როდესაც მსახიობობაზე გაქვს პრეტენზია, ვალდებული ხარ, ყველაზე პრეტენზიული მაყურებელიც ბოლომდე დააკმაყოფილო, ამიტომ საჭიროა ძალების ბოლომდე დახარჯვა და გამოყენება. როდესაც ხედავ, რომ რაღაც არ გამოგდის, უნდა ეცადო, რომ შეცდომებზე იმუშავო და იგივე შეცდომა აღარ გაიმეორო. ამისთვის უპირველესად გამოცდილებაა საჭირო. ამას საკუთარი გამოცდილებიდან გეუბნებით.

– ცნობილი ფაქტია, რომ რაღაც პერიოდში ნარკოტიკებზე დამოკიდებული იყავით. როგორ შეძელით ამ სენის დაძლევა?

– ჯერ ერთი, ნარკოტიკებზე დამოკიდებული არასოდეს ვიყავი, მხოლოდ ვერთობოდი ხოლმე. თან ჰეროინს არასდროს ვეძალებოდი, რომელიც ყველაზე ძლიერი ნარკოტიკია. ხშირად ვყნოსავდი კოკაინს, მაგრამ ამას ჩემი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებული ზიანი არ მიუყენებია. საერთოდ, როცა ამის საჭიროება იყო, მაშინ ვანებებდი თავს ნარკოტიკებს. მთავარია, ნარკოტიკს ზედმეტად არ გაუშინაურდე, თორემ მისი ცოტათი მოხმარება სულაც არ არის ცუდი. ესეც ცხოვრებამ მასწავლა.

იხილეთ ვრცლად...

http://ilmfb.wordpress.com/



0 comment(s) to... “ჯონი დეპი”