ჩემი ნაღვლიანი მეძავების გახსენების ჟამს
Posted 2:51 PM by Nina in თემები Biography, ბიბლუსი, ლიტერატურა, ჟურნალისტი, ცხოვრების სტილიავტორი - © Gio Rgashvili
მოკლედ:
გაბრიელ გარსია მარკესი - მწერალი, ლიტერატურული მაგიური რეალიზმის წამყვანი ფიგურა კოლუმბიიდან.
სხვა აქტივობები:
ჟურნალისტი, გამომცემელი.
არ არის გულგრილი პოლიტიკის მიმართ.
პირადი ცხოვრება:
მოდით, გამოვიყენებ ბანალურ ფრაზას და დავწერ, რომ ”ჰყავს მეუღლე და 2 შვილი”.
მეუღლემდე და 2 შვილამდე კი იყო სასიყვარულო ისტორია კოლეჯის სტუდენტ გოგონასთან. მარკესი ქორწინებას არ ჩქარობდა. ამჯობინა დალოდებოდა იმ დღეს, როდესაც მისი რჩეული, მერსედესი სწავლას მორჩებოდა.
წყვილმა 1958-ში იქორწინა.
მარკესს 2 ვაჟი ჰყავს.
გაბრიელ გარსია მარკესს პირველი წარმატება მოუტანა 1962 წელს გამოცემულმა ნაწარმოებმა, სახელწოდებით ”ავბედითი საათი”, თუმცა მწერალს მთავარი წარმატება, მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით მკითხველს კი საყვარელი საკითხავი, ჯერ კიდევ წინ ელოდა. ..
”მარტოობის 100 წელი”
ვფიქრობ, რომ ”მარტოობის 100 წელი” მარკესის შემოქმედებაში ახალი ეტაპის საწყისია. დამეთანხმებით, თითოეულ ჩვენგანს, რასაც არ უნდა ვსაქმიანობდეთ, გვჭირდება მოტივაცია, სტიმული და წარმატება და ეს ყველაფერი იმისთვის, რომ სამომავლოდ უფრო თავდაჯერებულები, უფრო დიდი შემართებით შევუდგეთ საყვარელი საქმის კეთებას.
და რა იქნებოდა მარკესისათვის უფრო დიდი სტიმულის მომცემი, ვიდრე იყო ამ ნაწარმოებით მოტანილი უდიდესი წარმატება ...
”მარტოობის 100 წელი” 1967 წელს გამოიცა.
წიგნი დღემდე პოპულარულია.
გაყიდულია 10 მილიონზე მეტი ეგზემპლარი.
ნაწარმოებმა მწერალს მკითხველის სიყვარულთან ერთადგალეგოსა და ნობელის პრემიებიც მოუტანა.
მარკესი - სკანდალური პუბლიცისტი
”დამხრჩვალი მეზღვაურის ამბავი”. ნაწარმოები, რომელშიც გემის დაღუპვის ნამდვილი ისტორია აისახა, თავდაპირველად მკითხველმა საგაზეთო პუბლიკაციების სახით იხილა. მისი ეს ნაწარმოები დიდი განსჯის საგანი გახდა. საქმე იმაშია, რომ პატივცემული მარკესი ფაქტების დამახინჯებაში დაადანაშაულეს და მას იმ ხანად სკანდალის მაძიებელ, პროვოკატორ პუბლიცისტადაც მოიხსენებდნენ. მთელი ეს ვნებათა ღელვა კი იმან გამოიწვია, რომ საზოგადოების ერთი ნაწილი არ ეთანხმებოდა გემის დაღუპვის მარკესისეულ ვერსიას, რომელიც რადიკალურად ემიჯნებოდა სახელმწიფოს მიერ გაცხადებულ, ოფიციალურ დასკვნას. ნუ, მოკლედ, ამ პერიოდში მწერალს არც თუ ისე კარგად ჰქონდა საქმე. ხელისუფლებასთან დავა იმით დასრულდა, რომ მარკესი საკუთარ ქვეყანაში პერსონა ნონ გრატად გამოაცხადეს. რას იზამ, ყველას აქვს ცუდი პერიოდები, პატივცემულო მარკეს ;)
სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ
ცნობილია, რომ მწერალს არც თუ შესაშური ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვს. ის კიბოს ებრძვის. 2000 წელი იყო, როდესაც პერუს გავლენიანმა გაზეთმა ”ლა რეპუბლიკამ” გაავრცელა ინფორმაცია მარკესის გარდაცვალებაზე. ეს ამბავი მარკესის სიტყვებს მახსენებს: ”ყოველთვისმოიძებნებიან ისინი, ვინც ტკივილს მოგაყენებენ, მაგრამ არ უნდა დაკარგო რწმენა ადამიანების მიმართ, უბრალოდ, ცოტა ფრთხილად იყავი”.
იხილეთ ვრცლად>>>biblusi.blogspot.com