”მარქსისტი ელვის პრესლი”

Posted 8:00 PM by anano in თემები , ,

      

ავტორი - geoleft

Bookmark and Share
 

ბრიტანული ბიბისი მას  პოლიტიკურ ელვის პრესლის უწოდებს, მის პოპულარობას სხვადასხვა მემარცხენე თუ არამემარცხნე წრეებში მართლაც შეიძლება შეადარო ელვისის პოპულარობას, ეს მაშინ როდესაც ეს სლოვენიელი ფსიქოანალიტიკოსი საუბრობს  თითქოსდა ისეთ  არაპოპულარულ თემებზე როგორიც არის სხვადასხვა პოლიტიკური თეორიები თუ თეორიული ფსიქოანალიზი.  მას გამოსცემენ, თარგმნიან და აღმერთებენ,აკრიტიკებენ მაგრამ  ყველაზე რადიკალური ოპონენტებიც  აღიარებენ მის უნარს  გავლენა მოახდინოს სხვადასხვა  ჯგუფებზე. საინტერესოა რა არის ჩვენი გმირის სლავოი ჟიჟეკის საიდუმლო.

სლავოი ჟიჟეკი  დაიბადა  1949 წელს კომუნისტური იუგოსლავიის მოკავშირე რესპუბლიკა სლოვენიაში, სკოლის დამთავრების შემდეგ ახალგაზრდა სლავოიმ სწავლა ლიუბლიანას უნივერსიტეტში გააგრძელა ფსიქოანალიზის განხრით, იმავე პერიოდში დაიწყო ბეჭდვა  არა-დოგმატურ მარქსისტულ გამომცემლობაში,  თანამშრომლობდა სახელგანთქმულ პრაქსისის ჯგუფთან, მალე სლავოის ცხოვრებაში ცვლილებების პერიოდი დადგა, იცვლება  რეფორმისტული მთავრობა და ახალი ორთოქსოქული რეჟიმის პირობებში სლავოი უმუშევარი რჩება, სწორედ ამ პერიოდში ის იწყებს ლაკანის შესწავლას და შემგომში ეს ლაკანის იდეების ფანატურ პოპულარიზაციაში გამოიხატა,  ერთი შეხედვით ჟიჟეკი არანაირად არ განსხვავდება  სოციალისტური ბანაკის ქვეყნების  მემარცხენე დისიდენტების ბიოგრაფიიდან მაგრამ რეალური ცვლილებები აღმოსავლური ბლოკის დაშლის შემდეგ დაიწყო.
ჟიჟეკი წარმოადგენდა იმ მცირეცხოვან ინტელექტუალებს ჯგუფს  რომლებმაც ვარშავის ბლოკის დაშლის შემდეგაც შეინარჩუნოს კომუნისტური იდეალები, ფუკუიამასეული ისტორიის დასასრულის პერიოდში ჟიჟეკის კომუნისტური პროპაგანდა  სიგიჟედ მიიჩნეოდა მაშინ როდესაც  მაგ დიერდ ლუკაჩის ბუდაპეშტის სკოლა მთლიანად გადავიდა ნეოლიბერალურ იდეებზე ჟიჟეკი ბოლომდე ერთგული გახდა ძველი მარქსისტული ტრადიციების.
ჟიჟეკის ნაწარმოებების ერთი შეხედვით მოდური პოსტ-მოდერნისტური სტილისტიკა და მეორეს მხრივ სიმარტივემ განაპირობა მისი ნაწარმოებების მზარდ პოპულარობას, რაც მთავარია არ არსებობს რეალური მნიშვნელოვანი მოვლენა დაწყებული მატრიციდან და დამთავრებული რაიმე სკანდალით რომელიც ჟიჟეკს არ გაეანალიზებინა და მუდმივად წარმოუდგენლი მხრიდან დაენახვებინა სიტუაცია მკითხველისთვის.
ტერი იგლტონი როდესაც სლავოი ჟიჟეკზე  საუბრობს აღნიშნავს ორ საინტერესო მომენტს  ჟიჟეკის ცხოვრებიდან, პირველი ეს არის ჟიჟეკი მიუხედავად იმისა რომ საკმაოდ მარტივად წერს უჩვეულოდ ღრმა ფილოსოფოსია და ევროპული განმანათლებლური ფილოსოფიის ბრწყინვალე წარმომადგენელია, მეორე მიუხედავად იმისა რომ პოსტ-მოდერნისტული სტილისტიკით წერს მის  ბოლო ნაწარმოებებში იგრძნობა ღრმა სკეპტიციზმი მოდური ტენდენციების მიმართ, მის წიგნში ”В защиту проигранных дел"(ქართულად ადეკვატურად ვერაფრით ვთარგმნე) ის უპირისპირდება გავრცელებულ მოსაზრებას იდეოლოგიების აღსასრულის შესახებ.
ჟიჟეკმა კარიერა როგორც პოსტ მარქსისტმა დაიწყო და დროთა განმავლობაში მისი იდეები კლასიკურ მარქსისტულ პოზიციებამდე მივიდა, ამ მხრივ ის ძალიან სერიოზულია და ცდილობს მივიწყებული იდეების რეანიმირებას და მარქსისტული ანალიზის გამოყენებას ყველა სფეროში(როგორც მაგალითად ”ავატარის” რეცენზიაში), საინტერესოა ჟიჟეკისეული ლენინიც,  წიგნში «13 опытов о Ленине» ის ლენინის აუცილებლობას აყენებს პირველ პლანზე,  მარქსთან დაბრუნება ხომ ”აკადემიური წრეების უცოდველი მოდაა” ლენინი კი რევოლუციის მივიწყებული ბელადია რომლის სახელიც უკავშირდება რეალური სოციალიზმის მშენებლობასთან, ჟიჟეკის ლენინი ლიდერია  რომელიც მარქსისტული ორთოდოქსიის საწინააღმდეგოდ(ერთ ქვეყანაში სოციალიზმის შეუძლებლობის შესახებ)  სწორედ მარქსისტული მეთოდიკით ყველაზე ადეკვატურად გებულობს მარქსის ძირითად იდეას და  რუსი პოსტ-მარქსისტი ბორის კაგარლიცკის სიტყვებით რომ ვთქვათ ხელში იღებს ძალაუფლებას ”რომელიც ქუჩაში გდია”, სწორედ ორთოქსიასთან დაპირისპირებით გებულობს ყველაზე ადეკვატურად მარქსის იდეებს.  ჟიჟეკი ლენინის პიროვნების პრიზმით აკრიტიკებს სხვადასხვა რეფორმისტულ სოციალ-დემოკრატებს რომლებსაც სურთ რევოლუცია მაგრამ არ სურთ მასთან დაკავშირებული პრობლემების აიღონ საკუთარ თავზე.
ჟიჟეკის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი კინოს უკავია, ის ცნობილია როგორც დევიდ ლინჩის ”გაუგებარი” ფილმების მთარგმნელი, თავადაც აქვს მიღებული მონაწილეობა ფილმში რომელშიიც აანალიზებს  სხვადასხვა კინოკლასიკას ფსიქოანალიზის  მეთოდიკის მეშვეობით.
პირადად ჩემი გაცნობა სლავოი ჟიჟეკის შოთა ხინჩაგაშვილს უკავშირდება(ისტერიკა) რომლის ბლოგზეც წავიკითხე სტატია  ამ მეტად საინტერესო ფილოსოფოსის შესახებ, იმ პერიოდში მე უკვე გზაგასაყარზე ვიყავი  ძალიან მჭირდებოდა მემარცხენე თანამედროვე ფილოსოფოსი რომელიც მაქსიმალურად იქნებოდა ადეკვატური თანამედროვე რეალობების, ჟიჟეკი ყველანაირად აკმაყოფილებდა აღნიშნულ კრიტერიუმებს.

წყარო

http://geoleft-marx.blogspot.com/



0 comment(s) to... “”მარქსისტი ელვის პრესლი””