Quentin Tarantino - როცა წარმატებას დიპლომი არ სჭირდება

Posted 1:00 PM by Nina in თემები , , , , ,

Quentin-Tarantino

Bookmark and Share
 
ავტორი: Maya Jims
 

კვენტინ ტარანტინო – ადამიანი, რომელმაც დაამტკიცა, რომ ისეთ დაუნდობელ სფეროშიც კი, როგორიც შოუ–ბიზნესია, წარმატებული კარიერის ასაწყობად, შრომისმოყვარეობა და ნიჭი სრულიად საკმარისია.

დახასიათება: ემოციური, ენერგიული, მუდმივად აჟიტირებული, საოცრად ნიჭიერი, თავისი საქმის მოტრფიალე, კინოს სამყაროს მიერ დაფასებული და აღიარებული რეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი, ოპერატორი და მსახიობი.

ბიოგრაფია: კვენტინ ჯერომ ტარანტინო დაიბადა 1963 წლის 27 მარტს. მშობლები მის დაბადებამდე დაშორდნენ. დედა ნოქსვილელი ექთანი იყო, მამა კი – ნიუ–იორკელი მსახიობი და მუსიკოსი. სანამ სახელს გადაიკეთებდა, კვენტინს კვინტი ერქვა, ცნობილი ამერიკული სერიალის "Gunsmoke"–ის ერთ–ერთი პერსონაჟის პატივსაცემად, რომელსაც სხვათა შორის, ბერტ რეინოლდსი ასრულებდა. კვენტინ ტარანტინოს სისხლში იტალიურ–ამერიკულ–ირლანდიურ–ინდიური სისხლი ჩქეფს. ორი წლის ასაკში, დედასთან ერთად კალიფორნიის შტატის ქალაქ ტორენსში, შემდეგ კი, ჰარბორ სითიში გადავიდა. დედამ – კონიმ  სიყვარული მეორედ იპოვა და გათხოვდა.

15 წლის კვენტინმა სკოლა მიატოვა და ვიდეოგაქირავებაში დაიწყო მუშაობა. შემდეგ, სამსახიობო ოსტატობის კურსებზე ჩაეწერა. თავისუფალ დროს კი, სახლის უკანა ეზოში სამოყვარულო ფილმებს იღებდა.

პირველი ფილმი: 1984 წელს, მეგობრებთან და თანამშრომლებთან ერთად, დაიწყო მუშაობა შავ–თეთრ ფილმზე, სახელად "My Best Friend's Birthday", რომელშიც მთავარ როლს ასრულებდა. ასევე, ამ ფილმის რეჟისორი, სცენარის თანაავტორი და ერთ–ერთი პროდიუსერიც იყო. სამწუხაროდ, ფირის დიდი ნაწილი ხანძრის დროს დაიწვა და 70–წუთიანი ფილმისაგან 36 წუთიღა დარჩა. "My Best Friend's Birthday" ოფიციალურად არასოდეს გამოსულა. გადარჩენილი წუთები ფილმის რამდენიმე ფესტივალზე გაიგზავნა, მაგრამ უშედეგოდ. ტარანტინო თვლის, რომ პირველი ფილმის შექმნისას მნიშვნელოვანი გამოცდილება მიიღო, რამაც მის შემდგომ პროექტებზე იქონია გავლენა.

Reservoir_dogs

პირველი წარმატება: კვენტინ ტარანტინოს კარიერული ზრდა დაიწყო ფილმით "Reservoir Dogs", რომლის სცენარი მან სულ რაღაც სამ კვირაში დაწერა და მიუხედავად ამისა, ფილმმა შემქმნელებს საკმაოდ მოზრდილი შემოსავალი და აღიარება მოუტანა.  მის გადაღება/დაფინანსებაში დიდი და უმთავრესი წვლილი შეიტანა მსახიობმა ჰარვი კაიტელმა. უნდა აღინიშნოს, რომ თავდაპირველად, აშშ–ში "Reservoir Dogs"–ს განსაკუთრებული აღტაცება არ მოჰყოლია, დიდ ბრიტანეთში კი – თავიდანვე დადებითი შეფასებები მიიღო. ბრიტანულმა ჟურნალმა "Empire" მას ,,ყველა დროის საუკეთესო დამოუკიდებელი ფილმი" უწოდა.

კარიერული ზრდა: 1993 წელს კვენტინმა ორი სცენარი გაყიდა: "My Best Friend's Birthday"–ის მიხედვით დაწერილი "True Romance" და "Natural Born Killers". ამის შემდეგ, ჰოლივუდიდან უამრავი შემოთავაზება მიიღო. მათ შორის იყო პროქტები: "Speed" და "Men in Black". ტარანტინომ ამ ყველაფერზე უარი თქვა და "Pulp Fiction"–ის სცენარზე სამუშაოდ, ამსტერდამში გაემგზავრა. მოგვიანებით, 1995 წელს, ამ სცენარისთვის ოსკარი აიღო.

მომდევნო წლებში მან გადაიღო: "Four Rooms", "Jackie Brown", "Kill Bill: Vol. 1", "Kill Bill: Vol. 2", "Grindhouse" და სხვა ფილმები.

2009 წლის ზაფხულში დიდ ეკრანებზე გამოვიდა კვენტინის "Inglourious Basterds", რომელმაც ორმოცზე მეტი ჯილდო დაიმსახურა და 2010 წელს ოსკარზე რვა ნომინაციაც მიიღო. (შედეგები 7 მარტს იქნება ცნობილი). 

inglourious-basterds

გაგრძელება იხილეთ აქ>>>

http://mayajims.blogspot.com/



0 comment(s) to... “Quentin Tarantino - როცა წარმატებას დიპლომი არ სჭირდება”