- პარტიზანი მებაღეების ფბ გვერდი https://www.facebook.com/
Tbilisitrees - FB გვერდი ზოგადად მწვანე საფარის გადარჩენაზე https://www.facebook.com/
groups/364471043681612/ - აუქციონის ოფიციალური ლინკი, ფართობის და საწყისი ფასის მითითებით http://auction.
tbilisi.gov.ge/Pages/Auctions/ Lot.aspx?id=2857 - მიმართვა საქართველოს პარლამენტის დეპუტატს, ბ–ნ ფრიდონ საყვარელიძეს
- პეტიცია

მეწამორის ატომური რეაქტორი სულ რაღაც 350 კილომეტრით არის დაშორებული თბილისიდან. უძველესი და უვარგისი საბჭოთა ტექნოლოგიით არის ასენებული და სეისმურ ზონაში მდებარეობს. გაავრცელეთ და დაალაიკეთ ეს ჯგუფი თუ მომხრეები ხართ.
SHUT DOWN Metsamor Nuclear Power Plant in Armenia
ავტორი: ნანა კვაჭაძე, გაზეთი ”ბათუმელები”
ბათუმში ზღვის წყლის ხარისხი დამაკმაყოფილებელია და ტურისტებს არავითარი საფრთხე არ ემუქრებათ - აცხადებენ აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოში. თუმცა ჯერ კიდევ მოუგვარებელი რჩება “ისტორიული” პრობლემა - საკანალიზაციო არხების მეშვეობით ფეკალური მასები ზღვაში ისევ გაედინება.
აჭარაში არსებული სპეციალური აკრედიტებული ლაბორატორიის დასკვნის თანახმად, ზღვის წყლის ხარისხი 2010 წლის საზაფხულო სეზონისთვის დამაკმაყოფილებელია. დასკვნას ეთანხმება აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოც.
ირაკლი მოდებაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსი ამბობს, რომ საბანაო ადგილებში ზღვის წყლის ხარისხი ნორმალურია: ”რაც შეეხება შენაკადებს, ბარცხანის ტერიტორიაზე, სადაც ჭოროხი უერთდება ზღვას, არის ოდნავი გადახრები, მაგრამ საერთო ჯამში, ზღვის წყლის სისუფთავის დონე დამაკმაყოფილებელია. თავისუფლად შეიძლება იმის თქმა, რომ არავითარი საშიშროება ტურისტებს ამ მხრივ არ ემუქრებათ”.
საშიშროება ზღვის წყლის მიკრობიოლოგიური დაბინძურებაა, რამაც შესაძლოა ეპიდაფეთქება გამოიწვიოს.
გარემოს დაცვის სამმართველოში ამბობენ, რომ საბანაო სეზონის განმავლობაში ზღვის წყალს ბაქტერიოლოგიურად მინიმუმ კვირაში ერთხელ იკვლევენ. ბოლო წლების კვლევის შედეგები სტაბილურია - საბანაო წყლის ხარისხი დამაკმაყოფილებელია.
ზღვის საბანაო წყლის ლაბორატორიული კვლევების შედეგების სანდოობას სკეპტიკურად უყურებს…
ალკოჰოლის უდიდესმა მწარმოებელმა ისლანდიურმა კომპანია Reyka Vodka-მ გადაწყვიტა რეკლამისთვის გამოეყენებინა მათ ქვეყანაში მომხდარი ვულკანის ამოფრქვევა, რომლის გამოც უამრავი ავიარეისი გადაიდო. კომპანიამ გამოაცხადა კონკურსი ყველაზე დრამატული ისტორიისთვის, რომელიც ევროპის ამ სატრანსპორტო კოლაფსს უკავშირდება. კონკურსის გამარჯვებული ისლანდიაში მოგზაურობით დაჯილდოვდება. კომპანიის ვებგვერდზე უკვე გამოჩნდა ჩაშლილი თაფლობის თვის, ვერშემდგარი საქმიანი შეხვედრისა თუ ჩაშხამებული შვებულების ამსახველი გულისამაჩუყებელი ისტორიები. გამარჯვებული, როგორც აცხადებენ, მაისში გამოვლინდება, როცა ვულკანის ამოფრქვევისგან გაჩენილი მტვერი საბოლოოდ გაიფანტება. არყის ისლანდიელი მწარმოებლები ამბობენ, რომ ვულკანზე განაწყენება არ ღირს – ეს ხომ ბუნებრივი მოვლენაა, რომელიც ხელს უწყობს კუნძულის ფორმირებას და ამ მოვლენას სარეკლამო სლოგანადაც იყენებენ - ,,ბოლო დღეების განმავლობაში თქვენ დარწმუნდით, თუ რაოდენ უნიკალურია ისლანდიის ბუნება. გარწმუნებთ, ჩვენი არაყი არანაკლებ უნიკალურია.”

ისლანდიური ვულკანური ფერფლის ღრუბლების უახლესი ლოკაცია.

Posted by Andy
იაპონია სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით ყველაზე წარმატებულად და სასარგებლოდ იყენებს ნაგვის ნედლეულს. ქვეყანაში 127 მილიონი კაცი ცხოვრობს , ისედაც პატარა კუნძულოვან და მჭიდროდ დასახლებულ ქვეყანაში საერთოდ არარსებობს ადგილი სადაც მთელი ქვეყნის ნაგავი ერთად იყრიდეს თავს. უფრო მეტიც ტერიტორიის გასაფართოებლად ნაგვისგან აკეთებენ ხელოვნურ ხმელეთს.
მაგალითად საზღვაო ქალაქ კობეში გაკეთებულია ხელოვნური კუნძული Port Island. კუნძულის მშენებლობა დაიწყო 1966 წელს და დასრულდა 1981წელს. მშენებლობის პრინციპი ერთი შეხედვით არის ძალიან მარტივი , მთელი კუნძული არის დაკონსერვებული ნაგავი. კუნძულის ფართობი – 436 ჰექტარია.
Port Island - ნაგვით აშენებული კუნძული იაპონიაში
მასზე მოთავსებულია აეროპორტი შვეულმფრენისთვის , სხვადასხვა სასტუმროები , უნივერსიტეტები , მუზეუმი , სპორტულ – გამაჯანსაღებელი ადგილები , IKEA – ს ჰიპერმარკეტი , დასასვენებელი პარკები და რამოდენიმე კაფე. აქვე ტურისტებისთვის არსებობს პატარა ტურისტული მატარებელი კუნძულის დასათვალიერებლად. კუნძულთან დაკავშირება ხდება საავტომობილო ხიდით.

კანსაის საერთაშორისო აეროპორტი - ხელოვნური კუნძული რომელიც აშენდა ნაგვით.
შემდეგი ხელოვნური კუნძული აშენდა 1987 და დასრულდა 1989 წელს , კუნძულზე განთავებულია კანსაის საერთაშორისო აეროპორტი , კუნძული 4 კილომეტრის სიგრძისაა და ესეც იგივე პრიონციპით არის აგებული , საძირკველში მოათავსეს უამრავი ტონა ნაგავი და შემდეგ დააკონსერვეს. ხელოვნური კუნძული მთლიანად აეროპორტს უკავია , მასე აშენებულია ორი ასაფრენ – დასაფრენი ზოლი და აეროპორტის შენობა. სპეციალურად მოწვეული ინჟინრების დახმარებით , მიწისქვეშა ბიძგების შემდეგ კუნძული მთლიანად გამორიცხავს რაიმე ნგრევას და კატაკლიზმებს კუნძულზე.

from - vinoge.com

მსოფლიოში სახელგანთქმულმა ბრენდმა Jack Daniel’s -მა, რომელიც აგერ უკვე 30 წელია წარმატებით თანამშრომლობს მწვანეთა მოძრაობასთან, ამჯერად ამერიკის ტყეების გადასარჩენად წამოიწყო კამპანია. პირველი აპრილიდან დახლებზე Jack Daniel’s -ისვისკის საკოლექციო ბოთლების ლიმიტირებული პარტია გამოჩნდა, რომლის თითო ეგზემპლარის ღირებულებაც 40 დოლარს შეადგენს. გაყიდვებიდან შემოსული თანხით 100 000 ნერგის დარგვა იგეგმება, რაც ამერიკის ტყეების მდგომარეობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს და არსებულ მძიმე ეკოლოგიურ ფონს ოდნავ მაინც შეამსუბუქებს.
ავტორი: 24saati.ge
ჩვენ უკვე მივეჩვიეთ ინფორმაციებს იმის თაობაზე, რომ მსოფლიოს ყველაზე განვითარებულ ქვეყნებში, ავტომობილის გამონაბოლქვზე უმკაცრეს სტანდარტებს აწესებენ.
უფრო მეტიც, მათ, ვინც ამ სტანდარტებს ვერ დაიცავს, სერიოზული ჯარიმების გადახდა მოუწევს. ავტომწარმოებლების ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ მათი პროდუქცია ახალ, უაღრესად მკაცრ მოთხოვნებს შეესაბამებოდეს.
მაგრამ ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, რომ რომელიმე მათგანს ისეთი ავტომობილი შეექმნას, რომელიც ჰაერში გამონაბოლქვის სახით ჯანგბადს გამოჰყოფს. უფრო სწორედ, პირველი ასეთი შემთხვევის მომსწრენი, პეკინის საავტომობილო შოუს დამსწრენი გახდებიან. კომპანიას კი, რომელიც ასეთი უჩვეულო ქმნილებით გაგვაოცებს, "შანჰაი ავტომოტივ ინდასტრი კორპორეიშნი" (SAIC) ჰქვია.
იმ კონცეპტუალური ავტომობილის შესახებ, რომელიც SAIC-მა პეკინური ავტო რანდევუსთვის მოამზადა, პირველი ინფორმაცია და ფოტოები ჩინურმა საინტერნეტო გამოცემა "ჩაინა ქარ ტაიმსმა" გამოაქვეყნა. მისი ცნობით, ღია ავტომობილს მეტად უჩვეულო სახურავი აქვს, რომლის მთავარი დანიშნულებაც ჟანგბადის გამომუშავებაა. სახურავს ფოთლის ფორმა აქვს და მართალია, SAIC-ი მისი მუშაობის პრინციპის შესახებ არაფერს გვეუბნება, მაგრამ აშკარაა, რომ ის ფოთლისვე პრინციპით (ფოტოსინთეზით) ახერხებს ჟანგბადის გამოყოფას. ჰო, მართლა, ავტომობილს სახელადაც "ლიფ" (ფოთოლი) შეარქვეს.

Google მა გამოაქვეყნა ჰაიტის აქტუალური სატელიტარული ფოტოები, იქვე შედარებისათვის მიწისძვრამდე გადაღებული ფოტოებიც შეგიძლია იხილო.
ავტორი – vasasi
ჭკვიან ქართველს უთქვამს, რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ-ო..
ეს ჭეშმარიტი იდიომაა, დასამალი აბა რა არის?.
აბა დამისახელეთ ერი, რომელმაც ისეთივე პატივისცემა იცის, როგორც ქართველმა..
რომელი ერის წარმომადგენელს უყვარს საკუთარი მეზობლები ქართველებზე მეტად?.
არც ერთს!.
მხოლოდ ქართველს შეუძლია მეჩვიდმეტე სართულიდან ჩამოიტანოს თავისი ოჯახის ყველაზე ინტიმური რამ - ნაგავი და მეზობელს კარებში დაუდოს..
თან ისე, რომ გამოხვალ და დაინახავ, ვერც გაბრაზდები.
აბა როგორ უნდა გაბრაზდე, ზემოთა მეზობელს ასე უზრუნია შენს სისუფთავეზე და სამ პარკში შეუფუთავს ნაგავი!.
ჰმ, გული აგიჩუყდება პირდაპირ.
ეჰ, რა ვუთხრათ ამ ოხერ ბუნებას, ზამთარში დიდხანს შემოინახავ მეზობლის მიერ მოძღვნილ ძვირფას ძღვენს, მაგრამ ზაფხულში რომ თაგვები გეხვევა და იძულებული ხარ დილის შვიდ საათზე დაუდარაჯდე მეეზოვეს, გადაუხადო უკანასკნელი 10 ლარი და მეზობლის ძვირფასი საჩუქრის გატანა სთხოვო, რა უხერხულად გრძნობ თავს მის წინაშე!..
რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ!..
დიახ!.
აბა სხვა რომელი ერის წარმომადგენელს შეუძლია გაქანებული მანქანიდან გადმოისროლოს შუშის, პლასტმასის ბოთლი? ანდა ანთებული სიგარეტი, დიდებულად რომ გაჰკვეთს ხოლმე ჰაერს და ნაპერწკლების ყრით ტრიალით ეშვება ქვაფენილზე?..
ავტორი:Tomushka
ჩინეთი, მსოფლიოს მოწინავე ქვეყანა, რომელიც ძალიან სწრაფად ვითარდება და ამავდროულად ძალიან სწრაფად იყენებს მსოლფიო რესურსებს და რაც მთავარია უდიდეს ზიანს აყენებს ეკოლოგიას
მობილური სახლები არც ისეთი ახალი მცნებაა მაგრამ ნელ ნელა ეს თემა სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება XXI საუკუნის ცხოვრების სტილიდან გამომდინარე. აი რამდენიმე ბმული ამ თემასთან დაკავშირებით.
Vodafone Extreme Mobile Solar Home
Mobile Urban Architecture: From Portable Housing to Temporary Hotel Rooms
დღეს ღამე, თბილისის დროით 23:00 საათზე ისლანდიაში ტარდება ბიორკის და სიგუ როს ის ერთობლივი კონცერტი. The Náttúra – უფასო კონცერტია და ისლანდიის ეკოლოგიური პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას. კონცერტის ტრანსილაცია ინტერნეტით მოხდება National Geographic Music არხის ვებ გვერდზე. თუ კონცერტს ვერ მიუსაწრი არ იდარდო ვრცელი ვერსია გამოქვეყნებული იქნება ამავე გვერდზე მოგვიანებით.
გარანტირებული ხარისხი და არნახული ეკონომია – ასე აფასებენ ბრიტანელი მეცნიერები საკუთარ გამოგონებას, რომელიც ჯერ რეალიზებული არ არის, მაგრამ ბაზარზე მის გამოჩენამდე არც ისე დიდი დრო რჩება. ამ ახალ სარეცხ მანქანას მხოლოდ ერთი ჭიქა წყალი დასჭირდება, მაშინ როცა დღეს არსებული ასეთი მანქანები თეთრეულის ერთჯერადი გარეცხვისას საშუალოდ 40 ლიტრ წყალს ხარჯავენ, რასაც შემდეგ წყლის გაცხელებაზე და სარეცხის გაწურვასა თუ გაშრობაზე დახარჯული ელექტროენერგიაც ემატება. ინოვაციის საფუძველს მრავალჯერადი მოხმარების პატარა პლასტიკური ბურთულები წარმოადგენს. რამდენიმე ათას ამგვარ ბურთულას მანქანაში თეთრეულთან, ერთ ჭიქა წყალთან და სარეცხ საშუალებებთან ერთად ათავსებენ. ქსოვილიდან ჭუჭყის და ლაქების მოშორება, სწორედ ამ ბურთულების საშუალებით მოხდება. გამოგონების ავტორები აცხადებენ, რომ ახალი სარეცხის მანქანა წყლის და ელექტროენერგიის მხოლოდ 2%-ს მოიხმარს, ლამის ყველა ტიპის ლაქას უმკლავდება და მანქანიდან სარეცხი ფაქტობრივად მშრალი გამოგაქვთ.
Sunflower Robots იდეალისტური პროექტი-მეტაფორაა. შესაძლებელი მომავლის სიმბოლოა. მომავალი ნავთობის ომების და დაბინძურებული გარემოს გარეშე.მომავალი სადაც ბუნებრივი და სუფთა ენერგიის მეშვეობით ვარსებობთ და { ვიტენებით }.
სოლარული ფირფიტის მეშვეობით მზის ენერგიაზე იტენება ღერძში ჩაზენებული ბატარეა, .მზესუმზირები მზის მიმართულებას დაყვებიან დღის განმავლობაში, და ღამე მზისგან მიღებულ ენერგიას იყენებენ - ანათებენ და მოძრაობენ.
ასეთი დევიზით ხელმძღვანელობს Ecocho - ახალი საძებნი მანქანა, რომლის დამფუძნებლებიც გვპირდებიან რომ ყოველი 1000 ძებნისათვის ორ ხეს რგავენ რეკლამიდან შემოსული თანხებით. რამდენადაც ცნობილია ხეებს ავსტალიაში რგავენ, კომპანია კი ინდოეთშია ბაზირებული და როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს ის მოგებაზეა ორიენტირებული და არც არასამთავრობო ორგანიზაციაა და არც საქველმოქმედო ინიციატივა. რაც შეეხება თვითონ საძებნ მანქანას, ეს ჩვეულბრივი Yahoo ა და ახალი არაფერი. უბრალოდ აქ ძებნინას შენ გეძლევა საშუალება გარემო ოდნავ მაინც დაიცვა.







