ავტომობილი, რომელიც ჟანგბადს გამოჰყოფს
Posted 6:12 PM by Nina in თემები 24saati.ge, ავტომობილი, ბიზნესი, ეკოლოგია, ტექნოლოგიაავტორი: 24saati.ge
ჩვენ უკვე მივეჩვიეთ ინფორმაციებს იმის თაობაზე, რომ მსოფლიოს ყველაზე განვითარებულ ქვეყნებში, ავტომობილის გამონაბოლქვზე უმკაცრეს სტანდარტებს აწესებენ.
უფრო მეტიც, მათ, ვინც ამ სტანდარტებს ვერ დაიცავს, სერიოზული ჯარიმების გადახდა მოუწევს. ავტომწარმოებლების ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ მათი პროდუქცია ახალ, უაღრესად მკაცრ მოთხოვნებს შეესაბამებოდეს.
მაგრამ ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, რომ რომელიმე მათგანს ისეთი ავტომობილი შეექმნას, რომელიც ჰაერში გამონაბოლქვის სახით ჯანგბადს გამოჰყოფს. უფრო სწორედ, პირველი ასეთი შემთხვევის მომსწრენი, პეკინის საავტომობილო შოუს დამსწრენი გახდებიან. კომპანიას კი, რომელიც ასეთი უჩვეულო ქმნილებით გაგვაოცებს, "შანჰაი ავტომოტივ ინდასტრი კორპორეიშნი" (SAIC) ჰქვია.
იმ კონცეპტუალური ავტომობილის შესახებ, რომელიც SAIC-მა პეკინური ავტო რანდევუსთვის მოამზადა, პირველი ინფორმაცია და ფოტოები ჩინურმა საინტერნეტო გამოცემა "ჩაინა ქარ ტაიმსმა" გამოაქვეყნა. მისი ცნობით, ღია ავტომობილს მეტად უჩვეულო სახურავი აქვს, რომლის მთავარი დანიშნულებაც ჟანგბადის გამომუშავებაა. სახურავს ფოთლის ფორმა აქვს და მართალია, SAIC-ი მისი მუშაობის პრინციპის შესახებ არაფერს გვეუბნება, მაგრამ აშკარაა, რომ ის ფოთლისვე პრინციპით (ფოტოსინთეზით) ახერხებს ჟანგბადის გამოყოფას. ჰო, მართლა, ავტომობილს სახელადაც "ლიფ" (ფოთოლი) შეარქვეს.
იხილეთ გაგრძელება>>> 24saati.ge