ზღვის წყლის ხარისხი ბათუმში

Posted 5:00 PM by Nina in თემები , , , , , ,

get_img

ავტორი: ნანა კვაჭაძე, გაზეთი ”ბათუმელები”

 

ბათუმში ზღვის წყლის ხარისხი დამაკმაყოფილებელია და ტურისტებს არავითარი საფრთხე არ ემუქრებათ - აცხადებენ აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოში. თუმცა ჯერ კიდევ მოუგვარებელი რჩება “ისტორიული”  პრობლემა -  საკანალიზაციო არხების მეშვეობით ფეკალური მასები ზღვაში ისევ გაედინება.

აჭარაში არსებული სპეციალური აკრედიტებული ლაბორატორიის დასკვნის თანახმად, ზღვის წყლის ხარისხი 2010 წლის საზაფხულო სეზონისთვის დამაკმაყოფილებელია. დასკვნას ეთანხმება აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოც.

ირაკლი მოდებაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსი ამბობს, რომ საბანაო ადგილებში ზღვის წყლის ხარისხი ნორმალურია: ”რაც შეეხება შენაკადებს, ბარცხანის ტერიტორიაზე, სადაც ჭოროხი უერთდება ზღვას, არის ოდნავი გადახრები, მაგრამ საერთო ჯამში, ზღვის წყლის სისუფთავის დონე დამაკმაყოფილებელია. თავისუფლად შეიძლება იმის თქმა, რომ არავითარი საშიშროება ტურისტებს ამ მხრივ არ ემუქრებათ”.

საშიშროება ზღვის წყლის მიკრობიოლოგიური დაბინძურებაა, რამაც შესაძლოა ეპიდაფეთქება გამოიწვიოს.

გარემოს დაცვის სამმართველოში ამბობენ, რომ საბანაო სეზონის განმავლობაში ზღვის წყალს ბაქტერიოლოგიურად მინიმუმ კვირაში ერთხელ იკვლევენ. ბოლო წლების კვლევის შედეგები სტაბილურია - საბანაო წყლის ხარისხი დამაკმაყოფილებელია.

ზღვის საბანაო წყლის ლაბორატორიული კვლევების შედეგების სანდოობას სკეპტიკურად უყურებს…

იხილეთ გაგრძელება>>>>>netgazeti.ge



0 comment(s) to... “ზღვის წყლის ხარისხი ბათუმში”