ერთად გადავარჩინოთ მწვანე საფარი, ნაკვეთი კუს ტბის გზაზე (ინფო დაიჯესტი)

Posted 1:10 PM by KOMUNA in თემები , ,






უკანასკნელ დღეებში საზოგადოებისა და მედიის ყურადღება მიიპყრო რესტორნის დაგეგმილმა მშენებლობამ თბილისის ერთ-ერთ დაცულ ტერიტორიაზე, კერძოდ კუს ტბისკენ მიმავალ გზაზე. ამ ადგილს თბილისის მცხოვრებლები ხშირად იყენებენ დასასვენებლად, სავარჯიშოდ და ბავშვებთან ერთად სასეირნოდ.
მიწის ეს ნაკვეთი ლანშაფტურ-სარეკრეაციო ზონის შუაგულში მდებარეობს. არსებულიკანონმდებლობით, ეს ზონა წარმოადგენს „თბილისის (ადმინისტრაციულ) საზღვრებში არსებულ ბუნებრივი ლანდშაფტის ან ფასეული ხელოვნური ლანდშაფტის ტერიტორიას“ და იქ აკრძალულია პრაქტიკულად ნებისმიერი სახის მშენებლობა (გარდა უშუალოდ ზონის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურისა). თუმცა, თავად ამ ნაკვეთს ამჟამად აქვს სტატუსი „სარეკრეაციო ზონა (რზ-3)“. ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონისგან განსხვავებით, რზ-3 ზონაში შესაძლებელია სხვადასხვა ობიექტის მშენებლობა მერიის თანხმობით. ჩვენთვის უცნობია, თუ კონკრეტულად როდის მიენიჭა ან ნაკვეთს გარშემო ტერიტორიისგან განსხვავებული სტატუსი, თუმცა სავარაუდოდ ეს 2009 წელს ან შემდგომ წლებში მოხდა.
იხილე ვრცელი სტატია transparency.ge ზე






0 comment(s) to... “ერთად გადავარჩინოთ მწვანე საფარი, ნაკვეთი კუს ტბის გზაზე (ინფო დაიჯესტი)”