ხარისხი, ეკონომია და ერთი ჭიქა წყალი

Posted 2:48 PM by KOMUNA in თემები , , , ,

გარანტირებული ხარისხი და არნახული ეკონომიაასე აფასებენ ბრიტანელი მეცნიერები საკუთარ გამოგონებას, რომელიც ჯერ რეალიზებული არ არის, მაგრამ ბაზარზე მის გამოჩენამდე არც ისე დიდი დრო რჩება. ამ ახალ სარეცხ მანქანას მხოლოდ ერთი ჭიქა წყალი დასჭირდება, მაშინ როცა დღეს არსებული ასეთი მანქანები თეთრეულის ერთჯერადი გარეცხვისას საშუალოდ 40 ლიტრ წყალს ხარჯავენ, რასაც შემდეგ წყლის გაცხელებაზე და სარეცხის გაწურვასა თუ გაშრობაზე დახარჯული ელექტროენერგიაც ემატება. ინოვაციის საფუძველს მრავალჯერადი მოხმარების პატარა პლასტიკური ბურთულები წარმოადგენს. რამდენიმე ათას ამგვარ ბურთულას მანქანაში თეთრეულთან, ერთ ჭიქა წყალთან და სარეცხ საშუალებებთან ერთად ათავსებენ. ქსოვილიდან ჭუჭყის და ლაქების მოშორება, სწორედ ამ ბურთულების საშუალებით მოხდება. გამოგონების ავტორები აცხადებენ, რომ ახალი სარეცხის მანქანა წყლის და ელექტროენერგიის მხოლოდ 2%- მოიხმარს, ლამის ყველა ტიპის ლაქას უმკლავდება და მანქანიდან სარეცხი ფაქტობრივად მშრალი გამოგაქვთ.

დამატებითი ინფორმაცია იხილე აქ



0 comment(s) to... “ხარისხი, ეკონომია და ერთი ჭიქა წყალი”