ხმაური მსოფლიო ჩემპიონატზე – ვუვუზელა!

Posted 9:30 PM by anano in თემები , , ,

 

 

ავტორი - anina

Bookmark and Share
 
 

სადაც მსოფლიო ჩემპიონატს ახსენებენ, იქვე არ შეიძლება არ დააყოლონ: ამ ზუზუნმა ხო ტვინი მოტ–ნაო..მგონი, ყველამ იცის უკვე, რომ ამ ხმას ვუვუზელა გამოსცემს, პლასტმასის საყვირი, რომლითაც  ტელემაყურებლებს ის ფანები დასცინიან, რომლებმაც სტადიონზე მოხვედრა მოახერხეს. ჩვენ კი ტელევიზორთან მსხდომნი  ცუდად ვართ, იმდენად ცუდად, რომ ვუვუზელაზე მეტად ვტ–ვთ ტვინს და აღარაფერი გვინდა, არც ლუდი და არც ტკაცუნა სოსისები. მე მარილიან მიწისთხილსაც კი უგემურად ვჭამ. ხო, ინტერნეტშიც სულ ამაზე ვწერთ და წერენ:  The horns have generated a huge amount of attention, even becoming the most tweeted term related to the 2010 World Cup.

ექსპერიმენტალ ეთნო-ნოიზ ფესტივალი_  ასე უწოდა ზომბმა მსოფლიო ჩემპიონატს და დააყოლა კიდეც:  ,,ნოიზ მუსიკას ძალიან ცოტა ხალხი უსმენს სხვა მუსიკასთან შედარებით მსოფლიოში  და აქ მთელს მსოფლიოს ასმენინებენ, worldcup-თან ერთადო”. მაშინვე გაჩნდა იდეები, რომ ალბომად გამოეცათ ვუვუზელების ხმა და  ჩვენ მაშინ ჩავრთავდით ამ მუსიკას, როცა მსოფლიო ჩემპიონატი მოგვენატრებოდა. პ.ს.  4 წლის განმავლობაში ეს ტვინის მჭამელი ხმაც კი შეიძლება მოგენატროს, თუ ფეხბურთი გიყვარს.

ახლა დავფიქრდი და სწორედ ეს ზმუილი (ზუზუნი)ა  ჩემპიონატის საუნდტრეკი და არა მხიარული ზანგის მიერ ნამღერი: ,,გივ მი ფრიიდომ..”.

რაც შეეხება თვითონ  ინსტრუმენტს:

მაინც რამდენად ხმამაღალია ვუვუზელა?

120 დეციბელი ყურებს ატკიებს, 150 დეციბელზე კი ყურის ბარაბნები სკდება. ვუვუზელას ხმა 127 დეციბელს აღწევს , შესაბამისად,  ის უფრო ხმამაღალია, ვიდრე როკ-კონცერტი ან თვითმფრინავის აფრენა და სულ ოდნავ ხმადაბალია, ვიდრე გასროლა ცეცხლასასროლი იარაღიდან.

წყარო>>>aninaland.wordpress.com



0 comment(s) to... “ხმაური მსოფლიო ჩემპიონატზე – ვუვუზელა!”