მაიკლ ჯექსონის ნაქონი ხელთათმანი 190,000 დოლარად გაიყიდა
Posted 2:00 PM by anano in თემები Pop, ახალი ამბები, მუსიკა, შეერთებული შტატები
from – tavisufleba.org
თვლებით მორთული ხელთათმანი, რომელიც ამერიკელ პოპ-ვარსკვლავს, მაიკლ ჯექსონს 1984 წელს, „გამარჯვების ტურნეს“ დროს ეცვა, ლას-ვეგასში გამართულ აუქციონზე 190,000-ს დოლარად გაიყიდა. „სვაროვსკის“ სამკაულების სახლში დამუშაგვებული თვლებით მორთული ეს ხელთათმანი ნაწილია ჯექსონთან დაკავშირებული ნივთების კოლექციისა, რომელიც გასაყიდად მუსიკოსის სიკვდილის პირველ წლისთავზე გაიტანეს. ხელთათმანის ფასმა წინასწარ ნავარაუდევ ღირებულებას ათჯერ გადააჭარბა. ის ლოს-ანჯელესის მცხოვრებმა ქალმა იყიდა.
0 comment(s) to... “მაიკლ ჯექსონის ნაქონი ხელთათმანი 190,000 დოლარად გაიყიდა”