დინოზავრები

Posted 9:00 PM by anano in თემები , , ,

 

 

ავტორი – teaele

Bookmark and Share
 

გჯერათ თუ არ გჯერათ ისინი მაინც არსებობდნენ. ოღონდ დიდი ხნის წინ, ძალიან დიდი ხნის…..

უამრავი მოსაზრება და მტკიცებულება არსებობს მათ შესახებ. მიიჩნევენ საშიშ არსებებად და შესაბამისად იღებენ საშინელებათა ფილმებს. მაგრამ მიუხედავად ამისა, ინტერესი მათ ირგვლივ არ ცხრება, განსაკუთრებით აინტერესებთ ბავშვებს. გამოცემულია სხვადასხვა ლიტერატურა, ენციკლოპედია ილუსტრაციებით, გადაღებულია ფილმები, არა მარტო საშიში, მოკლედ დინოზავრები რაღაცნაირად საყვარელი გმირებიც კი არიან.

ჰო და, ერთად გადავავლოთ თვალი წარსულს და გავეცნოთ რამდენიმე მათგანს:

დინოზავრები ანუ უძველესი ქვეწარმავლები მეზოზოურ ერაში ( დაახლ. 225 მლნ წლის წინ)  დედამიწაზე ფართოდ იყვნენ გავრცელებულნი. ისინი ცხოვრობდნენ ყველა საარსებო გარემოში –წყალში, ხმელეთზე და ჰაერში. მათი ზომები პატარიდან ძალიან დიდებამდე მერყეობდა. ყოველივე ეს გაირკვა ნამარხი ნაშთების აღმოჩენის შედეგად. ამ ნამარხების ასაკი მილიონობით წელს ითვლის. ასეთი აღმოჩენების საფუძვლეზე მეცნიერებმა აღადგინეს ამ ქვეწარმავლების ჩონჩხი. ხმელეთის დინოზავრები იყოფა მცენარიჭამია და ხორციჭამიებად.

ბრახიოზავრი

აღდგენილიდან ყველაზე დიდი ზომით არის ბრახიოზავრის ჩონჩხი. ამ ცხოველის სიგრძე 25 მეტრს, ხოლო სიმაღლე 12 მეტრს აღწევდა. თავისი ზომებისა და წონის მიუხედავად, ბრახიოზავრი უწყინარი მცენარიჭამია ცხოველი იყო.

სტეგოზავრი

გიგანტური და საშიში შესახედაობის იყო სტეგოზავრი ასევე მცენარეებით იკვებებოდა. ტირანოზავრი კი საშიში ხორციჭამია იყო. მისი სიმაღლე 6 მეტრს აღწევდა, სწრაფად დარბოდა, ეყრდნობოდა მხოლოდ უკანა ფეხებს. დაჭერილ მსხვერპლს ბასრი კბილებით.

სტენოპტერიპუსი

ხმელეთის დინოზავრების გარდა იყვნენ წყლის დინოზავრები, რომელთა კიდურებს ფარფლების მსგავსი აგებულება ჰქონდა. სტენოპტერიპუსს ჰქონდა დიდი სხეული და კარგად ცურავდა, მისი კბილებისა და ყბების აგებულებით შეიძლება დავასკვნათ, რომ ისინი მტაცებლები იყვნენ.

პტერანოდონი

მფრინავი დინოზავრები ჰაერში ცხოვრებასთან იყვნენ შეგუებულნი. თითების წაგრძელებულ ძვლებსა და სხეულს შორის მათ ჰქონდათ საფრენი აპკი. საინტერესოა, რომ მათ ფრენა მხოლოდ ქარის დახმარებით შეეძლოთ. პტერანოდონი, რომელიც მფრინავი დინოზავრების წარმომადგენელია, გაშლილი ფრთებით 9მ-ს აღწევდა.

ჯერ კიდევ არ არის დაზუსტებით ცნობილი თუ რატომ ამოწყდნენ დინოზავრები, დაახლოებით 65 მლნ. წლის წინ. მაგრამ სავარაუდოდ, ეს მოვლენა გლობალურ ბუნებრივ კატასტროფას უკავშირდება, რამაც გამოიწვია დედამიწის კლიმატის ცვლილება, რის შედეგადაც ბევრი მცენარე გადაშენდა. დინოზავრებმა, რომლებსაც სჭირდებოდათ დიდი რაოდენობის საკვები, ეს ვერ გადაიტანეს. მცენარეული საფარისა და კლიმატის შეცვლა, ასევე სხვა არახელსაყრელი ფაქტორები მათი ამოწყეტისა და გადაშენების მიზეზები გახდა.

წყარო>>>teaele.wordpress.com



0 comment(s) to... “დინოზავრები”