Showing posts with label შეერთებული შტატები. Show all posts
Showing posts with label შეერთებული შტატები. Show all posts


Präsident Obama (2. v. l.), Vize-Präsisent Joe Biden (l.) und Außenministerin Hilary Clinton (2. v. r) verfolgen  mit Mitgliedern des National Security Team die Aktion gegen Osama Bin Laden per Videoübertragung. © AFP / White House / Pete Souza


ასე, ლაივში ადევნებდნენ თვალს თეთრ სახლში ოსამა ბინ ლადენის განადგურების ოპერაციას.



Präsident Obama (2. v. l.), Vize-Präsisent Joe Biden (l.) und Außenministerin Hilary Clinton (2. v. r) verfolgen  mit Mitgliedern des National Security Team die Aktion gegen Osama Bin Laden per Videoübertragung. © AFP / White House / Pete Souza

oscar

ამერიკის კინოაკადემიამ ოსკარის ნომინანტები დაასახელა. საუკეთესო ფილმის ნომინაციაში წარდგენილია შემდეგი ფილმები:

The Social Network
Black Swan
127 Hours
Inception
Winter's Bone
The Fighter
The Kids Are All Right
The King's Speech
Toy Story 3
True Grit

 

12

by top100.ge

 

31ივლისს, ქალაქ Rhinebeck –ში, ნიუ–იორკის შტატში, თავი მოიყარეს ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე გავლენიანმა პირებმა. ამ საზეიმო დღეს, ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის Bill Clinton–ის 30 წლის შვილის, Chelsea–ს ქორწილი გახლდათ, რომელიც ცოლად გაჰყვა სტენფორდის უნივერსიტეტის თანაკლასელს, ინვესტიციების ბანკირს Marc Mezvinsky–ს. ყველაზე მორიდებული დათვლით ცერემონია 2დან 5 მილიონ დოლარამდე დაჯდა…

 

ss-100731-rhinebeck-13_ss_full-990x508

 

 1

 

 2.

 

 3

 

 8

 

 9

 

  12

 

 

11'

ადგილობრივი მოსახლეობა ცდილობს ცერემონიის დანახვას.

 

იხილეთ დანარჩენი ფოტოები>>> journal.top100.ge

 

ავტორი – იური ვაჩნაძე

Bookmark and Share
 

თავის დროზე თბილისში ასეთ ამბავს ჰყვებოდნენ: გრეგორი პეკი ეროვნებით ქართველია - მისი ნამდვილი გვარი ნიჟარაძეაო. მოგვიანებით დაახლოებით იგივე ითქვა ჯაზის ცნობილ ამერიკელ პიანისტზე, კომპოზიტორსა და მეარანჟირე დეივ გრუზინზეც. თბილისური ჭორები ჭორებადვე დარჩა, სინამდვილეში კი ნიუ-იორკში დეივ გრუზინს ქართველი გოგონა, თინა ჯაფარიძე დაუმეგობრდა. სტატია ამის შესახებ სულ ახლახან გამოქვეყნდა ჟურნალ „თბილისელებში“.
თინუკას მამა, მოსკოვში მოღვაწე ცნობილი არქიტექტორი გივი ჯაფარიძე, ჩემი ახალგაზრდობის მეგობარია. მის ქალიშვილს - ნიჭიერ ახალგაზრდა მომღერალს, კომპოზიტორსა და ჟურნალისტს - ოთხმოცდაათიანი წლების ბოლოს სიუჟეტიც მივუძღვენი გადაცემაში „არა მხოლოდ შოუბიზნესი“, რომელიც იმხანად საქართველოს ტელევიზიის პირველ არხზე მიმყავდა.
ამას წინათ თინას ნიუ-იორკში დავურეკე და აი, რა მოვისმინე მისგან: „დეივ გრუზინის სახელი სახლში ბავშვობიდან მესმოდა: მამაჩემი, იმის გარდა, რომ არის არქიტექტორი და მხატვარი, გახლავთ ძალიან სერიოზული მელომანი - განსაკუთრებით ეს ეხება ამერიკულ მუსიკას და, კერძოდ, ჯაზს. გავიდა წლები, გადავედით საცხოვრებლად მოსკოვში და 14 წლის ასაკში შევიძინე ჩემი პირველი კომპიუტერი. გადავწყვიტე, დამეწყო პროფესიონალი მუსიკოსების კოორდინატების ძებნა ინტერნეტში. თვალში მომხვდა ძალიან ნაცნობი სახელი – დეივ გრუზინი. იმწამსვე გამახსენდა ძველი დრო თბილისში, მამასა და მისი მეგობრების თითქმის ყოველდღიური შეკრება ჩვენს სახლში, გვიანობამდე მუსიკალური ჩანაწერების განხილვა. იმდენად გამიტაცა ნოსტალგიამ, რომ დეივ გრუზინის მისამართზე შეცდომით გავგზავნე სულ ცარიელი ელექტრონული შეტყობინება. ღამე, როგორც კი ჩავრთე ინტერნეტი, აღმოვაჩინე დეივ გრუზინის წერილი: ‘ძვირფასო თინა, მივიღე თქვენი იმეილი, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ შევძელი წერილის გახსნა. იქნებ კიდევ ერთხელ სცადოთ შეტყობინების გამოგზავნა. დიდი ბოდიში, რომ შეგაწუხეთ, - ალბათ, ძალიან ძველი მოდელის კომპიუტერი მაქვს. პატივისცემით, დეივ გრუზინი.’“
ასე დაიწყო თინუკასა და გრუზინის მიმოწერა. გოგონამ მაესტროს გააცნო თავისი შემოქმედებითი წარმატებები, მილანსა და კანში რომ მოიპოვა.
„გავიდა 12 წელი, - განაგრძობს თინუკა ჯაფარიძე. - ჩვენი ურთიერთობა ნელ-ნელა გადაიზარდა პატარ-პატარა მასტერკლასებში. გრუზინთან შეხვედრა იმდენჯერ ჩაიშალა, რომ, ცოტა არ იყოს, შემეშინდა, რომ პირადად ვერასოდეს გავიცნობდი. ორჯერ გადაიდო მისი კონცერტები ნიუ-იორკში (თვითონ ნიუ-მექსიკოში ცხოვრობს). იმ დროისათვის მე უკვე დაწყებული მქონდა მუშაობა ჩემს წიგნზე, რომელშიც ვყვები ჩემს თავგადასავალს და დეივის ამბავსაც. წიგნი წლის ბოლოსთვის გამოიცემა ამერიკაში.“
15 აპრილს, როგორც იქნა, ნიუ-იორკში შედგა გრუზინის კონცერტი, რომელსაც თინუკაც დაესწრო.
„კონცერტის დასრულებისას, მე და ჩემი რედაქტორი, რომელიც თან მახლდა, საკმაოდ დიდხანს ვსაუბრობდით დარბაზში, თუ როდის უნდა შევსულიყავი კულისებში, - იხსენებს თინუკა. - სწორედ იმ დროს ზურგზე ვიგრძენი ხელისგულის თბილი შეხება – ვერც მოვასწარი მიბრუნება, როცა გავიგონე: ‘ნუთუ შენ ის ხარ, მე ვინც მგონია?’ არასოდეს დამავიწყდება, თუ რა ტკბილად ჩავეხუტეთ ერთმანეთს. ძალიან ბევრი რამ გამომკითხა მშობლების თაობაზე და დაინტერესდა ჩემი წიგნის ამბით... მე ძალიან ვაფასებ იმ ფაქტს, რომ დეივი თავის დროზე იყო ერთ-ერთი პირველთაგანი, ვინც თავიდანვე დაიჯერა, რომ შევძლებდი ჩემი ოცნებების ასრულებას და მითხრა, არაფრით არ შეწყვიტო სიმღერაო.“
საუბრის ბოლოს თინუკას მის სამომავლო გეგმებზე ვკითხე. ზუსტად ერთი კვირის წინ დამეწყო ბროდვეის სპექტაკლის რეპეტიციები, რომელიც ჩემი წიგნის მოტივებზეა აგებულიო, მიპასუხა მან.

წყარო>>>tavisupleba.org

 

 

from – tavisufleba.org

Bookmark and Share
 
თვლებით მორთული ხელთათმანი, რომელიც ამერიკელ პოპ-ვარსკვლავს, მაიკლ ჯექსონს 1984 წელს, „გამარჯვების ტურნეს“ დროს ეცვა, ლას-ვეგასში გამართულ აუქციონზე 190,000-ს დოლარად გაიყიდა. „სვაროვსკის“ სამკაულების სახლში დამუშაგვებული თვლებით მორთული ეს ხელთათმანი ნაწილია ჯექსონთან დაკავშირებული ნივთების კოლექციისა, რომელიც გასაყიდად მუსიკოსის სიკვდილის პირველ წლისთავზე გაიტანეს. ხელთათმანის ფასმა წინასწარ ნავარაუდევ ღირებულებას ათჯერ გადააჭარბა. ის ლოს-ანჯელესის მცხოვრებმა ქალმა იყიდა.

meryl-streep

 

ავტორი: lex tempus

ჯიმ კერის გმირმა ერთ–ერთ ფილმში თქვა და რამდენჯერმე მეც გავიმეორე: შინაგანი სილამაზე რომ მთავარია, ეგ მახინჯების მოგონილია–მეთქი; ხუმრობით, რა თქმა უნდა, თუ არ დაიჯერებთ, რა ვქნა ახლა!

მაგრამ მთლად ჰაერზე ნათქვამი არ უნდა იყოს ეს შინაგანი სილამაზის ხოტბა; ადამიანის შინაგანი სამყარო და ნიჭი შეუძლებელია არ აისახოს გარეგნობაზეც და ასეთ შემთხვევები უფრო ეფექტურიც კია, ვიდრე სილამაზის ყველა სტანდარტს მისადაგებული გარსი.

ფაქტი სახეზეა – ლამაზი მსახიობების მოყვარულმა, სასტიკმა და დაუნდობელმა ჰოლივუდმაც კი მოიხარა ქედი მათი გენიალური არტისტიზმის წინაშე:

 

al_pacino

 

 meryl-streep

 

იხილეთ ვრცლად>>> lextempus.wordpress.com

komuna-like

porn

ავტორი: anina

Bookmark and Share

ამბავი ნამდვილია. ამერიკაში მართლაც ირწმუნებოდა ერთი ქალი, რომ სამგანზომილებიანი პორნოთი დაფეხმძიმდა, მისმა ქმარმაც მართლაც დაიჯერა ეს ზღაპარი და ახლა ისინი ერთად ზრდიან ზანგ ბიჭუნას.

ჯენიფერი გქვია. ამერიკელი ქალი ხარ, შენი ქმარი წლებია, ერაყში მსახურობს, და ხანდახან (ან არც თუ ისე ხანდახან) როცა ძალიან გინდა, რომ ვინმე მოგეფეროს, პორნოს უყურებ. კაცი არ გყავს, ქმრის ერთგული ხარ, მხოლოდ პარასკევობით, სერიალის შემდეგ ღალატობ პორნომსახიობებთან. ან შეიძლება შაბათსაც, როცა ძილი არაფრით გეკარება. ქმარმაც იცის. არ სწყინს.

ყველაფერი ჩვეულებრივად მიდის, სანამ ერთ დღესაც არ აღმოაჩენ, რომ ფეხმძიმედ ხარ. იბნევი და იხსენებ, რამე ხომ არ მიქარე. არა. არა. ნამდვილად არავისთან გქონია სექსი და არც არაფერი მომხდარა ისეთი.. მაგრამ, სიმართლე რომ ვთქვათ, რაღაც მაინც მოხდა. 1 თვის წინ. აი, ლატარია რომ მოიგე და მერე 3 D მოწყობილობა შეიძინე. გახსოვს? მას შემდეგ, რაც ,,ავატარიც” ნახე და ,,ალისაც”, მოგინდა, პორნოზე გამოგეცადა. ჯერ თვალებდაჭყეტილი უყურებდი, მერე წამით თვალები დახუჭე და ცხადად შეიგრძენი, როგორ გადმოვიდა ზანგი მამაკაცი ეკრანიდან (მისი ყველა ფილმი ნანახი გაქვს) ხელები მოგხვია და…

ღმერთო ჩემო ! აი, ვისგან ხარ ფეხმძიმედ.

საშინელებაა. ან მაღაზიის კონსულტანტმა რატომ არ გითხრა, ან ბოლოსდაბოლოს, თავი მაინც რატომ არ დაიცავი, სანამ 3 D პორნოს ყურებას გადაწყვეტდი..

ამის ახსნა ქმრისთვის გაგიჭირდება. თუმცა სხვა გზა არაა. ანერვიულებული ურეკავ და ყველაფერს უყვები:

ის დიდხანს გისმენს და მერე ამბობს…

იხილეთ გაგრძელება>>> aninaland.wordpress.com

komuna-like

biden_saakashvili_01

via The Polity News

 

როდესაც სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი მომავალ თვეში საქართველოს ეწვევა, ის დაგვიანებულ ყურადღებას მიაპყრობს ქვეყანას, რომელიც ობამას ადმინისტრაციისგან თავს გარკვეულწილად მიტოვებულად გრძნობს.

2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომის შემდეგ, იმ დროისთვის ჯერ კიდევ კანდიდატმა ობამამ თბილისში მომავალი ვიცე– პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გააგზავნა – ამ უკანასკნელის ძველი მეგობრის პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის ნიშნად. კანდიდატი ობამა ცდილობდა კონკურენტი მაკკეინის (სააკაშვილის კიდევ ერთი ძველი მეგობრის) შემართებას არ ჩამორჩენოდა, რომელიც ობამას იმას საყვედურობდა, რომ კონფლიქტში მომენტალურად საქართველოს არ მიემხრო.

ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ადმინისტრაციამ საქართველოსთვის სამხედრო დახმარება გაყინა, მაშინ როდესაც ქვეყანა ავღანეთში საჯარისო დანაყოფის გაგზავნისთვის ემზადებოდა. იმავდროულად, ობამას რუსეთთან ურთიერთობა სულ უფრო აქტიურდებოდა, მაშინ როცა რუსეთის არმიამ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მისი სამხედრო ყოფნა განამტკიცა და უარი განაცხადა იმ სამშვიდობო შეთანხმების პირობების შესრულებაზე, რომელსაც კონფლიქტის დასრულების შემდეგ ხელი მოაწერა.

ეროვნული უსაფრთხობის საბჭოს რუსეთის საკითხების დირექტორი მაიკლ მაკფოლი, გასულ კვირაში პეტერსონის საერთაშორისო ეკონომიკის უნივერსიტეტში შეხვედრაზე საქართველოს მიმართ ობამას ადმინისტრაციის პოლიტიკას იცავდა.

მაკფოლის მთავარი მოსაზრება იმაში მდგომარეობდა, რომ ობამას ადმინისტრაციამ გადაწყვიტა ერთმანეთისგან გამიჯნოს ისეთი საკითხები, როგორებიცა ერთი მხრივ რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესება, ცნობილი „გადატვირთვის ღილაკი“ და აშშ–ს პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში. მისი თქმით, ადმინისტრაციას სურდა ისეთი პრობლემა , როგორიცაა რუსულ–ქართული ურთიერთობები დამოუკიდებლად განეხილა გადატვირთვის წარმოებისგან, რომელიც ადმინისტრაციას ისეთი ინიციატივებისთვის სჭირდება, როგორიცაა სამოქალაქო ბირთვული შეთანხმება, რომლის განსახილველადაც (ნაწილობრივ) ვაშინგტონში ამ თვის ბოლოს პრეზიდენტი მედვედევი ჩამოდის.

„შეგნებულად თავის არიდება ისეთი პრობლემური საკითხების ერთმანეთთან დაკავშირებისგან, რომლებსაც სინამდვილეში არაფერი საერთო არ აქვთ, ჩვენი სტრატეგიის ნაწილია“, – განაცხადა მაკფოლმა.

კერძოდ, მაკფოლმა განაცხადა, რომ ადმინისტრაციას არ სურდა სამოქალაქო ბირთვულ ხელშეკრულებაზე შეთანხმება დამოკიდებული გამხდარიყო რუსეთის მხრიდან, მისი თქმით, „საქართველოს ოკუპაციის“ დასრულებაზე, როგორც ამას კონგრესში ზოგიერთები ემხრობოდნენ. (რუსეთი ამტკიცებს, რომ მისი არმია ახლადშექმნილ სუვერენულ სახელმწიფოებს იცავს, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ სულ რამდენიმე ქვეყანამ აღიარა სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობა. საქართველო ამტკიცებს, რომ რეგიონები მისი სუვერენული ტერიტორიის ნაწილია).

„ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ საქართველოს იგნორირებას ვახდენთ“, – განაცხადა მაკფოლმა. „ჩვენ ამ საკითხებზე პარალელურ რეჟიმში ვმუშაობთ, მაგრამ ერთმანეთს არ ვუკავშირებთ“.

მაკფოლის თქმით, შეერთებული შტატები არც მოსკოვის მცდელობებს არ დათანხმდება და საქართველოს საკითხს არ დაუკავშირებს რუსეთთან სხვა პრობლემებზე თანამშრომლობას, მაგალითად ისეთზე, როგორიცაა გაეროს სანქციები ირანთან მიმართებაში. „ჩვენ ირანის სანქციებზე გაეროს რეზოლუციის გამო საქართველოს ავტობუსის ქვეშ არ ვაგდებთ. ეს იყო საკითხი, რომელზეც ჩვენ დიდი ხნიის განმავლობაში ვმუშაობდით“.

თუმცა მაკფოლმა აღიარა, რომ პროგრესი ნულოვანია ისეთი ამოცანის მიღწევის გზაზე, როგორიცაა საქართველოდან არმიის გაყვანაზე რუსეთის დარწმუნება.

„არის თუ არა ობამას ადმინისტრაციის მიზანი ხელი შეუწყოს საქართველოში რუსეთის ოკუპაციის მშვიდობიან დასრულებას და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას? დიახ, არის“, – განაცხადა მან. „გვაქვს თუ არა პროგრესი მთავარი მიზნის მიღწევის გზაზე? ჩემი პასუხია – არა. არ გვაქვს. ეს სიმართლეა“.

ოფიციალურად, ეროვნული უშიშროების საბჭოში მაკფოლის პორტფოლიოში საქართველო არ შედის. ის ევროპის საკითხებში დირექტორის ელიზაბეტ შერვუდ–რენდალის კომპეტენციაა. საქმეში გარკვეული წყაროები ამბობენ, რომ მიუხედავად ამისა ქართველების საქმე დიდწილად მაინც მაკფოლს უკავშირდება, მაგრამ ექსპერტები დღემდე მსჯელობენ, უკეთესი იქნებოდა თუ არა ამ ორი საკითხის ერთმანეთთან დაკავშირება, როგორც ამას პენტაგონი აკეთებს.

ექსპერტების თქმით, საჯაროდ ამ საკითხების გამიჯვნა პრაგმატულია, მას შემდეგ რაც ძალიან ცოტა შანსია იმის, რომ აშშ რუსების საქართველოდან გაყვანას შეძლებს.

„ეს ბრძნული გადაწყვეტილებაა, რადგან საქართველოს პრობლემა შეიარაღების კონტროლზე მოლაპარაკებების კონტექსტში არარაეალისტურია“, – ამბობს ატლანტიკური საბჭოს ექსპერტი ალექსანდროს პეტერსენი. „საქმე იმგვარადაა, რომ საქართველოს საკითხზე ჩვენ ცოტა რამის გაკეთება თუ შეგვიძლია“.

მაგრამ კლინტონის მოგზაურობას ბევრი რამის გაკეთება შეუძლია იმისთვის, რომ ქართველებმა საკმარისი ყურადღება იგრძნონ ობამას ადმინისტრაციისგან. „მათ სურთ აღიქვავდნენ, როგორც ლოიალურ, დაავლეთზე–ორიენტირებულ ფორპოსტს“, – განაცხადა მან.

კლინტონი მზად უნდა იყოს არაკომფორტული, მკვეთრად ანტი–რუსული რიტორიკის მოსასმენად, როდესაც ის ტრიბუნასთან სააკაშვილის გვერდით აღმოჩდნება, როგორც ეს კონდოლიზა რაისს შეემთხვა 2008 წელს.

„აშშ–ს ნებისმიერმა ჩინოვნიკმა რომელიც საქართველოში მიემგზავრება უნდა იცოდეს, რომ საქართველოს ლიდერები, განსაკუთრებით სააკაშვილი, რუსეთზე ცუდად ილაპარაკებს“, – ამბობს პეტერსენი.

Josh Rogin Foreign Policy foreignpress.ge

წყარო>>> www.polity.ge

 

 

 

YouTube და გუგენჰაიმის მუზეუმი ერთიანდებიან გლობალური ვიდეო ბიენალესათვის. დამატებითი ინფორმაცია იხილე აქ

 

untitled1

ავტორი: ჯორჯ პაიკი

ცოტა ხნის წინ, ამერიკის თითქმის ყველა დიდი ქალაქის ქუჩებში უჩვეულო ნიშნები გამოჩნდა. იდეა მეტად ორიგინალურია – ქუჩებში მხოლოდ საგზაო ნიშნების, რეკლამების და აბრების არსებობას ახალისებს.

you-are-not-cool

trustocorp – აი, ამ სახელით მოქმედებს ის ხალხი, ვინც ამ ყველაფერს აკეთებს. ისინი ამბობენ რომ მათი მიზანია ხალხს ღიმილი მოჰგვარონ და სასურველია თუ ცოტაც დაფიქრდებიანო.

untitled1

წარმოიდგინე, ჩვენთანაც გააკეთეს მსგავსი რამ და ფეხით მოსიარულე “მაგარმა ტიპმა”, – რომელიც “ქემელ ლიგის” და მსოფლიო ჩემპიონატის მრავალგზის გამარჯვებულია გრძელ დინსტანციაზე გადაფურთხებაში, ასევე ყველა იმ ნიშნით არის კბილებემდე შეიარაღებული რაც აუცილებელია “მაგარი ტიპობისთვის”, – დაინახა წარწერა: “შენ არ ხარ მაგარი ტიპი”, როგორ გგონია რას იზავს? ალბათ, მივა და ზედ საკუთარ “კლიჩკას” ამოკაწრავს “ბაბაჩკის” წვერით.

მერე რა, თუკი ნიუ–იორკში არ ვცხოვრობ და ქუჩაში სეირნობისას ვერ ვნახავ მსგავს ნიშნებს, სამაგიეროდ, თუ მოვინდომე მეც გავიღიმებ და დავფიქრდები კიდეც.

ყველაზე მეტად მომეწონა ნიშანი წარწერით: “YOU ARE NOT COOL”. ვნახე, გავიღიმე, დავფიქრდი…

1970 – იან წლებში, ა.შ.შ.–ს რადიოსადგურით გადაიცემოდა გარისონ კეილორის (Garrison Keillor) რადიოშოუ, რომელშიც საუბარი მიდიოდა გამოგონილ ქალაქ Lake Wobegon–ზე, სადაც: “ყველა ქალი ძლიერია, ყველა კაცი მომხიბვლელია და ყველა ბავშვის შესაძლებლობები საშუალოზე მაღალია”. მოგვიანებით კეილორმა წიგნიც დაწერა: “Lake Wobegon Days”, ფსიქოლოგიაში კი გაჩნდა ტერმინი – Lake Wobegon–ის ეფექტი, რაც იმას ნიშნავს რომ ადამიანების უმრავლესობა საკუთარ თავს სხვასთან შედარებით უფრო მაღალ შეფასებას აძლევს. მაგალითად, გამოკითხეს მძღოლები, რომელთა უმრავლესობაც საკუთარ თავს საუკეთესოდ მიიჩნევდა. გამოკითხეს მოსწავლეები, მათი უმრავლესობაც თვლიდა რომ თანაკლასელებზე ძლიერები იყვნენ. დაადგინეს რომ ადამიანს რაც ნაკლები აქვს იტელექტის კოეფიციენტი,(IQ) მით უფრო დიდი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე, და პირიქით – მაღალი IQ მქონე ადამიანები, უფრო სწორად აფასებდნენ თავიაანთ შესაძლებლობებს.

ფსიქოლოგების მოსაზრებით, საკუთარ თავზე დადებითი წარმოდგენის ქონა...

იხილეთ გაგრძელება>>> e2e4paiki.wordpress.com

Untitled-2

 

Bookmark and Share

 

map

საიტზე გადასასვლელად დააჭირეთ სურათს

komuna-like

Untitled-2

 

Bookmark and Share

 

Untitled-2

 

 Untitled-4

 

 Untitled-5

 

 cameron-diaz-mtv-movie-awards-2010-02

 

 christina-aguilera-mtv-movie-awards-2010-11

 

 fd

 

 gd

 

robert-pattinson-kristen-stewart-mtv-best-kiss-winners-05

 

 ktp

 

 lindsay-lohan-mtv-movie-awards-2010-red-carpet-01

 

 

mark-salling-mtv-movie-awards-2010-07

 

 

scarlett-johansson-mtv-movie-awards-2010-03

ყველა ფოტო იხილეთ აქ>>>

1

via top100.ge

გთავაზობთ სახელმწიფოს მმართველთა ავტომობილების ფოტო ნაკრებს…

 1

Maserati Quattroporte. იტალიის პრემიერ-მინისტრის ერთ–ერთი ავტომობილი.

 

 2

ZIS-115. ბრონირებული ავტომობილი, რომლითაც გადაადგილდებოდა სტალინი.

 

 3

Vintage Pininfarina Limousine. ამ ავტომობილით გადაადგილდებოდა იტალიის ფაშისტი დიქტატორი ბენიტო მუსოლინი.

 

  6

Cadillac Presidential Limousine – ამ ავტომობილით გადაადგილდება პრეზიდენტი ბარაკ ობამა.

 

 7

Audi A8 L D3–ით გადაადგილდებოდა გერმანიის პირველი ქალი-კანცლერი ანგელა მერკელი.

 

 

8

Bentley State Limousine – ამ ავტომობილით გადაადგილდება დედოფალი ელისაბედ II.

 

10

Mercedes-Benz S600 Pullman Guard. ასეთი ავტომობილით გადაადგილდება დიმიტრი მედვედევი.

 

 იხილეთ დანარჩენი ავტომობილები>>> journal.top100.ge