ავტორი: ჯორჯ პაიკი
ცოტა ხნის წინ, ამერიკის თითქმის ყველა დიდი ქალაქის ქუჩებში უჩვეულო ნიშნები გამოჩნდა. იდეა მეტად ორიგინალურია – ქუჩებში მხოლოდ საგზაო ნიშნების, რეკლამების და აბრების არსებობას ახალისებს.
… trustocorp – აი, ამ სახელით მოქმედებს ის ხალხი, ვინც ამ ყველაფერს აკეთებს. ისინი ამბობენ რომ მათი მიზანია ხალხს ღიმილი მოჰგვარონ და სასურველია თუ ცოტაც დაფიქრდებიანო.
წარმოიდგინე, ჩვენთანაც გააკეთეს მსგავსი რამ და ფეხით მოსიარულე “მაგარმა ტიპმა”, – რომელიც “ქემელ ლიგის” და მსოფლიო ჩემპიონატის მრავალგზის გამარჯვებულია გრძელ დინსტანციაზე გადაფურთხებაში, ასევე ყველა იმ ნიშნით არის კბილებემდე შეიარაღებული რაც აუცილებელია “მაგარი ტიპობისთვის”, – დაინახა წარწერა: “შენ არ ხარ მაგარი ტიპი”, როგორ გგონია რას იზავს? ალბათ, მივა და ზედ საკუთარ “კლიჩკას” ამოკაწრავს “ბაბაჩკის” წვერით.
მერე რა, თუკი ნიუ–იორკში არ ვცხოვრობ და ქუჩაში სეირნობისას ვერ ვნახავ მსგავს ნიშნებს, სამაგიეროდ, თუ მოვინდომე მეც გავიღიმებ და დავფიქრდები კიდეც.
ყველაზე მეტად მომეწონა ნიშანი წარწერით: “YOU ARE NOT COOL”. ვნახე, გავიღიმე, დავფიქრდი…
1970 – იან წლებში, ა.შ.შ.–ს რადიოსადგურით გადაიცემოდა გარისონ კეილორის (Garrison Keillor) რადიოშოუ, რომელშიც საუბარი მიდიოდა გამოგონილ ქალაქ Lake Wobegon–ზე, სადაც: “ყველა ქალი ძლიერია, ყველა კაცი მომხიბვლელია და ყველა ბავშვის შესაძლებლობები საშუალოზე მაღალია”. მოგვიანებით კეილორმა წიგნიც დაწერა: “Lake Wobegon Days”, ფსიქოლოგიაში კი გაჩნდა ტერმინი – Lake Wobegon–ის ეფექტი, რაც იმას ნიშნავს რომ ადამიანების უმრავლესობა საკუთარ თავს სხვასთან შედარებით უფრო მაღალ შეფასებას აძლევს. მაგალითად, გამოკითხეს მძღოლები, რომელთა უმრავლესობაც საკუთარ თავს საუკეთესოდ მიიჩნევდა. გამოკითხეს მოსწავლეები, მათი უმრავლესობაც თვლიდა რომ თანაკლასელებზე ძლიერები იყვნენ. დაადგინეს რომ ადამიანს რაც ნაკლები აქვს იტელექტის კოეფიციენტი,(IQ) მით უფრო დიდი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე, და პირიქით – მაღალი IQ მქონე ადამიანები, უფრო სწორად აფასებდნენ თავიაანთ შესაძლებლობებს.

ფსიქოლოგების მოსაზრებით, საკუთარ თავზე დადებითი წარმოდგენის ქონა...
ავტორი: ჯორჯ პაიკი
ცოტა ხნის წინ, ირანულმა მედიამ, გააცრცელა მაღალი რანგის სასულიერო პირის ქადაგებიდან ნაწყეტი. აი, ისიც: “მრავალი ქალი, რომელიც მოკრძალებულად არ იცვამს… რყვნის ახალგაზრდა კაცებს, ლახავს მათ პატიოსნებას და ავრცელებს ღალატს, რაც ამრავლებს მიწისძვრებს”.
გამოდის, ყველაფერი ქალების ( თუ, გარყვნილი კაცების?) ბრალი ყოფილა, მიწისძვრაც და ვულკანიც, რომელიც 14 აპრილს ამოიფრქვა ისლანდიაში.
ვულკან ეიაფიალაიოკულის (რომლის გამოთქმაც ვულკანის ამოფრქვევაზე უფრო რთულია) გაღვიძებამ ევროპას დიდი პრობლემები შეუქმნა. ვულკანიდან ამოსულმა ფერფლმა უზარმაზარი ღრუბელი გააჩინა ევროპის თავზე, რამაც საჰაერო გზებზე, ზვავის ჩამოწოლის ეფექტი შექმნა და ცათმფრენების მიმოსვლა სერიოზულად შეაფერხა. თვითმფრინავებმა ასაფრენ ბილიკზე დაიდეს ბინა, გასაფრენად გამზადებულმა მგზავრებმა კი აეროპორტის მოსაცდელში. სერიოზულად დაზარალდა ეკონომიკა. ევროპა დიდ “ვულკანიზაციას” დაემსგავსა.
ევროპაში ახალი ტერმინი გაჩნდა – volkation. ტერმინი ორი სიტყვის ნაზავს წარმოადგენს: volcano – ვულკანი და vacation – არდადეგები, ანუ “ვულკანური არდადეგები”.
ისლანდიაში ვულკანის ამოფრქვევა ახალი ხილი არ არის, ასეთები ადრეც მომხდარა, მაგალითად 1821 – 1823 წლების განმავლობაში დიდი წარმატებით აბინძურებდა გამოღვიძებული ვულკანი ევროპის ზეცას. ეიაფიალაიოკულთან ახლოს, სულ რამოდენიმე კილომეტრში, სხვა ვულკანიცაა – ლაკი – რომალსაც ჯერ სძინავს, თუმცა მისი ბოლო გამოღვიძების დროს (1783 წ.) მთელი ისლანდია ლავით დაფარა.
ექსპერტების პროგნოზებიც ნაკლებად დამამშვიდებელია. მათი ვარაუდით ვულკანი 60 წლის მანძილზე იბობოქრებს, ამორქვევის პიკი კი 2030 – 2040 წლებში ექნება. ძალიანაც არ შეშინდე ჰანა! იგივე ექსპერტები, მაშინ როცა მარტის შუა რიცხვებში ვულკანი გამოღვიძებას იწყებდა, ამბობდნენ რომ ამოფრქვევის საფრთხე არ იყო.

ისლანდიელი ვულკანოლოგი, ფროინშტეინ ზიგმუნდსონი, რომელიც 18 წლის მანძილზე სწავლობდა ეიაფიალაიოკის ხასიათს, ვულკანის ამოფრქვევის დროს პარიზში იმყოფებოდა და ძალიან წუხდა რომ თვალს ვერ ადევნებდა მისი ვულკანის თავს დატრიალებულ ამბებს. ერთი სტატიის ავტორი კი მის ვულკანს, მის საყვარლად მოიხსენიებდა. ასეა, რაც ერთისთვის საყვარელია, მეორისთვის თავის ტკივილია.
ვიცით, რომ ავიაკომპანიებმა დიდი ფინანსური ზარალი განიცადეს, სხვა საწარმოებმაც და კიდევ რომანტიკამ – ყვავილების ბიზნესი ჩავარდნილა სერიოზულად. თურმე ევროპაში ერთ ქალს ვერ ნახავდი ყვავილით ხელში. მილიონობით ადამიანი აეროპორტის მოსაცდელებში რომ დასახლდა უკვე გითხარი. ისე, თითოეულ მგზავრს შანსი მიეცა ვულკანური არდადეგების დროს ერთი წიგნი მაინც წაეკითხა და უფრო კარგი ადამიანი გამხდარიყო ვიდრე მანამდე იყო – ესეც დადებითი მხარე.
კიდევ შეილება დადებითი მომენტების აღმოჩენა ამ ამბებში…
ავტორი - ჯორჯ პაიკი
ქალის სურნელი, ტანგო, გასეირნება ფერარით. ერთ დღეში ახდენილი ოცნებები. სისწრაფისგან გამოწვეული ადრენალინი, ტანგოს ცეკვისგან მიღებული სიამოვნება, თან თურმე ტანგოს ცეკვა ყველაზე ადვილი ყოფილა, მოძრაობა თუ შეგეშალა… უბრალოდ გააგრძელე ცეკვა. (ფეხზე ფეხის დაბიჯებას არ ვართ.) ალ პაჩინოს მიერ შესრულებული, გადამდგარი და უსინათლო პოლკოვნიკ ფრენკის როლი ერთ-ერთი საუკეთესოა მსახიობის კარიერაში. ასევე მეტად დასამახსოვრებელი კინოს ისტორიაში.
ფეხბურთთან მოცეკვავე, გამარჯვებისკენ ფერარზე სწრაფად მოძრავი, გამარჯვების სურნელით ატირებული, ერთ სეზონში ყველა შესაძლო ტიტულის მომგები – ეს პეპ გვარდიოლას მიერ შესრულებული, დაუვიწყარი როლია მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში.
ვინც ვერ მიხვდა მათთვის განვმარტავ: პეპ გვარდიოლა საფეხბურთო კლუბ ”ბარსელონა”-ს მთავარი მწვრთნელია. ”ბარსელონა” ექვსი თასის მფლობელი გახდა გასულ წელს და ამით ისეთი რეკორდი დაამყარა, რომელსაც ვეღარავინ მოხსნის. ეს იმხელა წარმატებაა… წარმოიდგინეთ ორი მთამსვლელი, მაგალითად თენსინგ ნორგეი და ედმუნდ ჰილარი, რომლებმაც პირველებმა დაიპყრეს ყველაზე მაღალი მწვერვალი დედამიწაზე – ჯომოლუნგმა. ბარსელონამ რაღაც კიდევ უფრო მეტი გააკეთა, იცით როგორი? დედამიწის უმაღლეს წერტილზე მყოფ მთამსვლელებს, მთის წვერზე კიბე რომ ჩაერჭოთ და რამოდენიმე საფეხურით კიდევ უფრო მაღლა ასულიყვნენ. აი ასეთი რამ შეძლო ბარსელონამ, რაშიც დიდი წვლილი სწორედ გვარდიოლას მიუძღვის. (განზრახ არაფერს ვამბობ ფეხბურთელებზე.)
ავტორი: ჯორჯ პაიკი
…ვარდისფერი სათვალეების გარდა, არსებობს კიდევ ისეთი სათვალეები, რომლის მეშვეობითაც ყველაფერი ამობრუნებული ჩანს.
ჯორჯ სტრეტტონი პირველი იყო ვინც ექსპერიმენტები ჩაატარა და იმ ეფექტების კვლევა დაიწყო, რა ეფექტებსაც იწვევდა სათვალის ტარება, რომლითაც ამობრუნებული ჩანდა გარშემო მყოფი საგნები. ის აღწერს რომ სათვალის გაკეთებისთანავე მომენტალურად დაერღვა ორიენტაციის შეგრძნება და ვეღარ ახერხებდა გადაადგილებას, ხმებიც კი შებრუნებული მხრიდან ესმოდა, უჭირდა ჩანგლის პირთან მიტანა და ა.შ. თუმცა ის ნელ-ნელა შეეჩვია ამობრუნებული დედამიწის ყურებას და 8 დღის შემდეგ ვეღარც კი ამჩნევდა განსხვავებას. სათვალის მოხსნის მერე იგივე დაემართა რაც მისი გაკეთების დროს, რასაც ასევე ადვილად შეეგუა მხედველობა და ყველაფერი თავის ადგილას დადგა.
ამის გარდა სხვა მსგავსი ექსპერიმენტებიც ჩატარდა, რომლის მიხედვითაც დადასტურდა რომ თავდაპირველად, ”უკუღმართი” სათვალის გაკეთების დროს გართულდა საგნების სწორად აღქმა, შემდეგ კი დროთა განმავლობაში საკმაოდ სწრაფად გამოსწორდა. ერთ-ერთი ექსპერიმენტის დროს, ცდის პირს უკვე დიდი ხნის მანძილძე ჰქონდა მორგებული სათვალე როცა მას ჰკითხეს – ამობრუნებულად ხედავდა თუ არა ის საგნებს, რაზეც მან უპასუხა: ჯობდა საერთოდ არ დაგესვათ ეგ კითხვა, რადგან სანამ თქვენ მკითხავდით, მანამდე ყველაფერს ჩვეულებრივ აღვიქვავდი და საერთოდ ვერ ვაცნობიერებდი თუ უკუღმა ვხედავდი გარემოს, ახლა კი, თქვენი კითხვის შემდეგ, გამახსენდა თუ სინამდვილეში როგორ გამოიყურება ყველაფერი და ვხდები რომ საგნებს ამობრუნებულად ვხედავ….
ავტორი: ჯორჯ პაიკი
სიმაღლეზე მხტომელი სპორცმენი, ქალბატონი დორა რატენი, 1936 წლის ბერლინის ოლიმპიადაზე გერმანიის სახელით იღებდა მონაწილეობას. დორა გამოვიდა სარბენ ბილიკზე, გაირბინა, ახტა, გადახტა და მხოლოდ მეოთხე ადგილს დასჯერდა. არადა მესამე რაიხი, საკუთარ კედლებში გასამართი ოლიმპიადისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდა. მათ სურდათ დაემტკიცებინათ არიული სისხლის უპირატესობა სხვა ერებთან შედარებით. ამისათვის ფაშისტური მთავრობა ყველაფერს აკეთებდა. ”ყველაფრის კეთების” დამადასტურებელი ფაქტი კი ის გახლავთ, რომ მოგვიანებით, როცა დორა რატენს უკვე მოგებული ჰქონდა ევროპის ჩემპიონატი, სიმართლე გამჟღავნდა – ”ქალბატონი დორა” ვაჟბატონი აღმოჩნდა. სპორცმენმა აღიარა რომ მას აიძულეს ქალის სახელით ასპარეზობა, და ის სამი წელი, რომლის მანძილზეც იგი ქალად ასაღებდა თავს, ყველაზე საშინლი პერიოდი იყო მის ცხოვრებაში…
ავტორი: ჯორჯ პაიკი
როგორი ნაცნობი სახეა! სიცილაკი, იგივე სმაილიკი, ან თუნდაც უბრალოდ სმაილი. რა იქნებოდა ჩვენი ვირტუალური ცხოვრება სმაილიკების გარეშე?
სიცილაკი მსოფლიომ ერთი ნახვით შეიყვარა! მას არა აქვს სქესი, ეროვნება, მაგრამ ის მთელ მსოფლიოს უყვარს, მასაც ძლიერ ვუყვარვართ! მისი შემქმნელი გახლავთ ამერიკელი მხატვარი-დიზაინერი ჰარვი ბოლი, რომელმაც ნახატი სულ რაღაც ათიოდე წუთში შექმნა ერთ-ერთი კომპანიის დაკვეთით და 45 დოლარი მიიღო…
ქალაქ ჩელიაბინსკში ადგილობრივმა მოსახლეობამ იცოდა რა, რომ სატელიტიდან მათი ქალაქისთვის ფოტოები უნდა გადაეღოთ Google Earth-ისთვის, ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბნენ და სმაილიკის საშუალებით გამოხატეს თავისი ემოცია.
რაც შეეხება სმაილის ელექტრონულ სივრცეში გამოყენებას, ეს უკვე სხვა ისტორიაა. 1982 წელს პროფესორმა სკოტ ფალმანმა პირველად იხმარა ორი წერტილის, ტირეს და ფრჩხილის კომბინაცია სმაილის გამოსახატად, მეილის გაგზავნის დროს. აქვე შეიქმნა მოწყენილი სმაილის ვარიანტიც. აი ეს ისტორიული მეილიც
ავტორი: ჯორჯ პაიკი
ყველაფერი კოლუმბის ბრალია…
1492 წელს ამერიკელმა ინდიელებმა პატივისცემის ნიშნად თამბაქოს ფოთლები აჩუქეს დიდ ზღვაოსანს და სამშობლოში გამოატანეს. მართალია თავად კოლუმბს არ მოეწონა მისი გემო და მცენარე ხომალდიდან მოისროლა, მაგრამ თამბაქოს მოყვარულები მალევე გამოჩნდნენ, გამოჩნდნენ და გამრავლდნენ კიდეც. თავიდა ცოტა რთულად იყო საქმე. ესპანელი მეზღვაური, რომელიც კოლუმბის ექსპედიციის ეკიპაჟის წევრი იყო, სიკვდილით დასაჯეს ინკვიზიტორებმა როცა დაინახეს თუ როგორ უშვებდა იგი ბოლს პირიდან, იფიქრეს ეშმაკი ჩაუსახლდაო…
…ეკატერინე II დროს ძალიან გავრცელებული ყოფილა არომატული თამბაქოს ყნოსვა. ისხდნენ ქალბატონები ბუდუარებში, თან ჭორაობდნენ და თან თამბაქოს ყნოსავდნენ . მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ისინი მხოლოდ მარცხენა ხელზე იყრიდნენ თამბაქოს და ისე სუნავდნენ, რადგან არ უნდოდათ რომ მარჯვენა ხელის საკოცნელად გაწვდის დროს მამაკაცებს მათ ხელზე მძაფრი სუნი ეგრძნოთ. ( კეკლუცობა ნამდვილად ეხერხებათ ქალებს, ვერაფერს იტყვი.)…