Windows Live Essentials 2011 -ის ბეტა ვერსიის გადმოწერა უკვე შესაძლებელია
Posted 8:29 PM by anano in თემები ეს საინტერესოა, ინტერნეტი, ტექნოლოგია
ავტორი - Riablo
ამ დღეებში ჩვენ გვქონდა საუბარი იმის შესახებ, რომ Windows Live Messenger ბეტა ვერსიის გადმოწერა უკვე შესაძლებელია. მაგრამ დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მთლიანი პაკეტის Windows Live Essentials 2011-ის გადმოწერაც შეუძლია ყველა მსურველს.
პაკეტი, რომელსაც ამდენი ხნის განმავლობაში ველოდით, უკვე ჩვენთანაა. ის შეიცავს Photo Gallery, Writer, Mail და Movie Maker -ს, რომ არაფერი ვთქვათ ახალ მესენჯერზე. ერთადერთი უარყოფითი მხარე რაც ამ სახლეს ახლავს თან არის, ის რომ Windows XP -თან ეს პაკეტი არ მუშაობს! უახლესი ოპერაციული სისტემის მომხმარებლებს შეუძლიათ შევიდნენ საიტზე Windows Live Essentials და გადმოწერონ ეს მართლაც მაგარი პაკეტი მაიკროსოფტისგან.
0 comment(s) to... “Windows Live Essentials 2011 -ის ბეტა ვერსიის გადმოწერა უკვე შესაძლებელია”