დაურეკეთ სასწრაფოს

Posted 5:00 PM by Nina in თემები , , , , , , ,

yvirili

ავტორი: Khatia Caroline

 


გთხოვთ გადარეკოთ სასწრაფოში და მოითხოვოთ პაციენტის ბიბლიოთეკაში გადამწესება. ეგეთი რამე არ არსებობს? მგონი დროა დაარსდეს. სტატისტიკას თუ შევხედავთ, საქართველოში უცოდინრობით უფრო მეტი კვდება, ვიდრე ერთად აღებული ყველა სხვა დაავადებით. რა თქმა უნდა არანაირი მონაცემები და მტკიცებულებები არ შემიძლია მოგაწოდოთ ... თუმცა რად გინდათ? გაახილეთ თვალები.

...

ბევრი საქმეა გასაკეთებელი, მაგრამ...


ყველანი "სამშობლოს გადარჩენის" პროექტით არიან დაკავებულები. ამ საქმის განხორციელებას რაც შეიძლება რადიკალური გზებით ცდილობენ. გაუსკდება გული ყველას? აჰ, არა უშავს, არ ქონიათ კაი გული. დაეცემათ ჩამონგრეული ლოდი? აჰ, არ სდომებია ღმერთს მათი სააქაოს ყოფნა... ყველა რაღაცას ცდილობს და მუშტებით და წივილ-კივილებით აზრების გამოხატვის არ ერიდებათ.

როცა ჟურნალისტი ხარ და გადაცემის წამყვანი გქვია, არ შეიძლება კიოდე და წიოდე. როცა რაიმეს აპროტესტებ და წმინდანობის შენარჩუნება გინდა, არ შეიძლება დედას იგინებოდე. თუ ცეცხლი გიკიდია სადმე, წადი თავს უშველე და რომ ჩაცხრება, მერე გამოჩნდი. ან თუ მაინცდამაინც ვერ ითმენ, შეინარჩუნე პროფესიონალიზმი, ღირსება და გარშემომყოფთა და შენი საკუთარი თავის პატივისცემა.

რამდენი ეწირება ამ ყველაფერს? არაა ეს ავადმყოფობაზე უარესი? საქართველო ავადაა, გული ერევა და ჩვენ მგონი უკვე ყველას გვერევა გული. ვუშველოთ თავს და მივიღოთ აბი, რომელსაც კითხვა და პროფესიონალიზმის ამაღლება ქვია.

თუ არ იცით კითხვა საიდან დაიწყოთ, აქ სიას გადახედეთ, ან ბიბლიოთეკაში შეაბიჯეთ, ან წიგნების მაღაზიაში, ან ამხანაგს კითხეთ რა წაიკითხოთ, ან ინტერნეტში მოძებნეთ რამე, ან იმაზე იფიქრეთ, როგორ დახვეწოთ თქვენი პროფესიონალიზმი (ჟურნალისტები გთხოვთ ჩემ საყვარელ სტივს გაეცანით), დაგუგლეთ თქვენს პროფესიაში წარმატებული ხალხი და შენიშნეთ და შეისწავლეთ რა გაკლიათ, რომ თქვენც ასეთ მიღწევებს მიაღწიოთ. ან გაიჩინეთ რაიმე ნაკლებ სახიფათო ჰობი ...მოკლედ დაგვასვენეთ.

ალბათ ვინმე შემეწინააღმდეგება, რომ მთავრობამ ან ვინმე სხვამ უნდა იზრუნოს ამაზე და რაიმე საინტერესოთი და სასარგებლოთი დაგვაკაონ. ...რატომღაც! კიდიათ ყველას, იმიტომ რომ რაც უფრო დებილები ვიქნებით, მით უფრო მეტად გაგვაცურებენ და გვატრიალებენ თავის ჭკუაზე. მოგვიწყობენ განსხვავებულ სპექტაკლებს ჩვენი და სხვადასხვა ქვეყნის მთავრობები და ბატონნი ამა ქვეყნისანი... უშველე თავს :)

წყარო>>>khatia.blogspot.com



0 comment(s) to... “დაურეკეთ სასწრაფოს”