Showing posts with label Khatia. Show all posts
Showing posts with label Khatia. Show all posts

yvirili

ავტორი: Khatia Caroline

 


გთხოვთ გადარეკოთ სასწრაფოში და მოითხოვოთ პაციენტის ბიბლიოთეკაში გადამწესება. ეგეთი რამე არ არსებობს? მგონი დროა დაარსდეს. სტატისტიკას თუ შევხედავთ, საქართველოში უცოდინრობით უფრო მეტი კვდება, ვიდრე ერთად აღებული ყველა სხვა დაავადებით. რა თქმა უნდა არანაირი მონაცემები და მტკიცებულებები არ შემიძლია მოგაწოდოთ ... თუმცა რად გინდათ? გაახილეთ თვალები.

...

ბევრი საქმეა გასაკეთებელი, მაგრამ...


ყველანი "სამშობლოს გადარჩენის" პროექტით არიან დაკავებულები. ამ საქმის განხორციელებას რაც შეიძლება რადიკალური გზებით ცდილობენ. გაუსკდება გული ყველას? აჰ, არა უშავს, არ ქონიათ კაი გული. დაეცემათ ჩამონგრეული ლოდი? აჰ, არ სდომებია ღმერთს მათი სააქაოს ყოფნა... ყველა რაღაცას ცდილობს და მუშტებით და წივილ-კივილებით აზრების გამოხატვის არ ერიდებათ.

როცა ჟურნალისტი ხარ და გადაცემის წამყვანი გქვია, არ შეიძლება კიოდე და წიოდე. როცა რაიმეს აპროტესტებ და წმინდანობის შენარჩუნება გინდა, არ შეიძლება დედას იგინებოდე. თუ ცეცხლი გიკიდია სადმე, წადი თავს უშველე და რომ ჩაცხრება, მერე გამოჩნდი. ან თუ მაინცდამაინც ვერ ითმენ, შეინარჩუნე პროფესიონალიზმი, ღირსება და გარშემომყოფთა და შენი საკუთარი თავის პატივისცემა.

რამდენი ეწირება ამ ყველაფერს? არაა ეს ავადმყოფობაზე უარესი? საქართველო ავადაა, გული ერევა და ჩვენ მგონი უკვე ყველას გვერევა გული. ვუშველოთ თავს და მივიღოთ აბი, რომელსაც კითხვა და პროფესიონალიზმის ამაღლება ქვია.

თუ არ იცით კითხვა საიდან დაიწყოთ, აქ სიას გადახედეთ, ან ბიბლიოთეკაში შეაბიჯეთ, ან წიგნების მაღაზიაში, ან ამხანაგს კითხეთ რა წაიკითხოთ, ან ინტერნეტში მოძებნეთ რამე, ან იმაზე იფიქრეთ, როგორ დახვეწოთ თქვენი პროფესიონალიზმი (ჟურნალისტები გთხოვთ ჩემ საყვარელ სტივს გაეცანით), დაგუგლეთ თქვენს პროფესიაში წარმატებული ხალხი და შენიშნეთ და შეისწავლეთ რა გაკლიათ, რომ თქვენც ასეთ მიღწევებს მიაღწიოთ. ან გაიჩინეთ რაიმე ნაკლებ სახიფათო ჰობი ...მოკლედ დაგვასვენეთ.

ალბათ ვინმე შემეწინააღმდეგება, რომ მთავრობამ ან ვინმე სხვამ უნდა იზრუნოს ამაზე და რაიმე საინტერესოთი და სასარგებლოთი დაგვაკაონ. ...რატომღაც! კიდიათ ყველას, იმიტომ რომ რაც უფრო დებილები ვიქნებით, მით უფრო მეტად გაგვაცურებენ და გვატრიალებენ თავის ჭკუაზე. მოგვიწყობენ განსხვავებულ სპექტაკლებს ჩვენი და სხვადასხვა ქვეყნის მთავრობები და ბატონნი ამა ქვეყნისანი... უშველე თავს :)

წყარო>>>khatia.blogspot.com

491547629146e

ავტორი Khatia Caroline

ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ გენერალური რეპეტიცია მოეწყო. მიუხედავად იმისა, გვსურდა თუ არა, ჩვენ ყველანი ვიყავით გათვლილი მსახიობებში. მიუხედავად იმისა, გქონდათ თუ არა მიწერილი კალენდარზე "13 მარტი: დღეს: გენერალური რეპეტიცია", თქვენ მაინც იყავით გათვალისწინებული და დაგეგმილი სცენაში. გეცალათ, არ გეცალათ, გინდოდათ, არ გინდოდათ, გაუძლებდით, თუ ვერა, იმ ვიღაცას ძალიან მაგრა ეკიდა. ვიღაცას სურდა გენერალური რეპეტიცია და ეს თქვენ თავზე იქნებოდა მოხვეული.

ტელევიზია "იმედი" იმედის მაგივრად ტერორით შეეხმიანა ქართველ მაყურებელს. ეთერში გაუშვეს რუსეთისგან დაპყრობილი საქართველოს კადრები, დახოცილი და დაშავებული ხალხი, დანგრეული შენობები, დაპანიკებული ხალხი, გამქრალი სააკაშვილი, მეგობრობაზე მოლაპარაკე მედვედევი, ტანკები დღეს მცხეთასთან ... და ეს ყველაფერი არ შეესაბამებოდა სინამდვილეს, რასაც პროგრამის მიხედვით ვერ მიხვდებოდი.

ადამიანს არავინ ნორმალური არ მოატყუებს, რომ მისი შვილი ემწუთას სადღაც იბომბება ან ომში მოკვდა, და რომელი ნორმალური მოატყუებს ადამიანებს, რომ მთელი მათი ახლობლები, თანამოქალაქენი მონობას და სიკვდილს უყურებენ თვალებში?! და მაინც ვის უნდოდა ეს გენერალური რეპეტიცია და რატომ?

გაგრძელება იხილეთ აქ>>> http://khatia.blogspot.com

ავტორი – Khatia Caroline

კანადაში რომ გადმოვსახლდი, იმ წელს ძალიან ცივი და დიდი ზამთარი იყო. როცა ასე თუ ისე კარგ პირობებში ცხოვრობ, მერე გარშემო უზარმაზარი თოვლი და სიცივე ლამაზი და სახალისოც კი გეჩვენება. მაგრამ ქარი ვერა და ვერ მოვიწონე. არ მიყვარს ქარი. არადა ზოგჯერ ისე ჩამიშხუილებდა, წინ სვლა მიჭირდა :) და ერთ ასეთ ქარში გამახსენდა ერთ-ერთი გაჭირვებული ქალბატონი, რომელიც დედაჩემის სამსახურში მიდიოდა ხოლმე და გამოელაპარაკებოდათ. მე არასდროს მინახავს პირადად, მაგრამ სათითაოდ ყველამ გასცინა, როგორ აჩვენებდათ თავის დახეულ პალტოზე და როგორ იმეორებდა თურმე ყველაზე ხშირად ერთ ფრაზას: "გოგოებო ისე მცივა, ქარი გვერდებში გამდის და გამომდისო". ამას დიდ ხარხარს მოაყოლებდნენ თანამშრომლები. არაა ეს ტრაგედია?

იხილეთ ვრცლად...

http://khatia.blogspot.com/

ავტორი: Khatia Caroline

clove-dried

მე სულ სხვა გადამრჩენელზე მინდა გიამბოთ.

ქლოვს (არ ვიცი ქართულად რა ქვია) ჩემი მეუღლე იყენებს საჭმელებში გემოს მისაცემად ხანდახან. გამახსენდა მითხრა რომ კბილის ტკივილს აყუჩებსო. ღამე სად წავიდოდი? არც წამლები მაქვს სახლში, იმიტომ რომ არ მიყვარს. ჰოდა მართლა ვცადე ქლოვის გამოყენება. ცოტა კბილით გავტეზე, რომ გემო გამოეშვა და კბილთან ჩავიდე. გაოცებული ვარ…

იხილეთ ვრცლად...

http://khatia.blogspot.com/

 

ავტორი : Khatia

ახლა გოლის გატანა ვისწავლეთ, თუმცა ჯერ მხოლოდ ჩვენსავე კარში. ეს კი სულ იმის ბრალია, რომ ქართულ გუნდს უსახსრობის გამო ტრენინგის დროს მარტო ერთი კარი ქონია. სავარჯიშოდ ესეც გეყოფათო. მატჩის დროს კი ორი კარი რომ იქნებოდა, კახასთვის თქმა სულ დავიწყნიათ.

იხილეთ ვრცლად...

 

http://khatia.blogspot.com/