მის ამერიკა 2010
Posted 6:00 PM by anano in თემები journal.top100.ge, დაჯილდოვება, ქალი, შეერთებული შტატები
ავტორი – lava
2010 წლის 16 მაისს ლას–ვეგასში გამართული სილამაზის კონკურსის – Miss USA 2010-ის
გამარჯვებული გახდა, არაბი წარმომავლობის, 24 წლის ამერიკელი – Rima Fakih–ი, რომელიც Michigan–იდანაა. ამ გამარჯვებამ მას შანსი მისცა 1 წლის მანძილზე ნიუიორკის აპარტამენტში ცხოვრების, ნიუიორკისვე კინო–აკადემიაში უფასო სწავლებისა და სილამაზის სალონებში უფასო მომსხურებისა. თუმცა ყველაზე სახარბიელო ალბათ ის გახლავთ, რომ „Miss Universe 2010“–ზე გასამართ კონკურსში იგი აშშ–ს სახელით წარსდგება. (Miss USA 2009–ის გამარჯვებული კალიფორნიელი – Kristen Dalton–ი გახლდათ.)
Miss USA 2010–ის გამარჯვებული, არაბი წარმომავლობის 24 წლის ამერიკელი – Rima Fakih–ი.
გოგონას ოჯახი, ჯერ კიდევ მისი ბავშვობის ასაკში გადავიდა აშშ–ში საცხოვრებლად. იგი მიჩიგანის შტატის ქ. Dearborn–ში იზრდებოდა. Rima Fakih–მა მიჩიგანშივე მიიღო ბიზნეს–ადმინისტრაციისა და ეკონომიკის ბაკალავრის წოდება. ამჟამინდელ კონკურსში გამარჯვების შემდგომ, კი გადაწყვეტილი აქვს იურიდიულ მეცნიერებას დაეუფლოს. Rima Fakih–ს იტაცებს: მოგზაურობა, სირბილი, ცეკვა, კიკბოქსინგი, ხოლო განსაკუთრებით კი ხიბლავს ფეხბურთის თამაში და NFL (National Football League)–ის ცქერა.
კონკურსის ბოლოს დარჩენილი Rima Fakih–ი და მეორე ფინალისტი, 1989 წელს დაბადებული – Morgan Elizabeth Woolard–ი (ოკლაჰომიდან) – გამარჯვებული კონკურსანტის გამოცხადების მოლოდინში.
საპრიზო ადგილები კი ასე გადანაწილდა:
Miss USA 2010 – Michigan – Rima Fakih.
1. Oklahoma – Morgan Woolard–ი.
2. Virginia – Samantha Casey–ი.
3. Colorado – Jessica Hartman–ი.