საფრანგეთი გახდა ევრო 2016-ის მასპინძელი ქვეყანა!
Posted 7:00 PM by anano in თემები ევროპა, საფრანგეთი, სპორტი, ფეხბურთისაფრენგეთი აირჩიეს ევრო 2016-ის მასპინძლად. საფრანგეთშივე ჩატარდება 2016 წლის, ჩემპიონთა ლიგის ფინალი.
გადაწყვეტილება გამოაცხადა, უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინმა, ჟენევაში(შვეიცარია) კონფერენციის დროს.
ხმის მიცემის პირველივე რაუნდიდან გავარდა იტალია.მეორე რაუნდში კი ბრძოლა განაგრძეს თურქეთმა და საფრანგეთმა. ამ შეჯიბრებაში, მასპინძლობის ბედს წყვიტავდა ხმათა უმრავლესობა. საფრანგეთმა გაიმარჯვა 13 ქულით.
"მე მინდა მადლობა მოვუხადო იტალიელ და თურქ მეგობრებს. მინდა მათ ვუსურვო იღბალი და ვუსურვებ რომ მათი ფეხბურთი კიდევ განვითარდეს" — აცხადებს საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის ფრეზიდენტი: ჟან-პიერ ესკალეტე.
საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის შემადგენლობაში შედის 12 სტადიონი. მათგან 7-ს განახლება სჭირდება,და
4-ს ახალს ააშენებენ. მატჩები ჩატარდება შემდეგ ქალაქებში: ბორდო,ლენსი,ლილი,ლიონი,მარსელი,ნანსი,ნიცა,პარიზი(სტად დე ფრანსი, პერს დე პრინსი),სენტ-ეტიენი,სტრასბურგი და ტულუზა.
საფრანგეთმა მსოფლიო ჩემპიონატს ბოლოს 1938 და 1998 წლებში უმასპინძლა.