ლეგენდები და მითები სექსის შესახებ
Posted 3:00 PM by anano in თემები Privatetalks, მამაკაცი, მითი, სექსი, ქალი
ავტორი – Matilda
რამდენიც არ უნდა ველაპარაკოთ გარშემომყოფებს სექსუალურ თემაზე, მაინც გვრჩება ხოლმე რაღაც უთქმელი. ყველაფერს ვერ იტყვი ადამიანი რაც გაინტერესებს, ამიტომ მერე გვიწევს სხვადასხვა საშუალებით საჭირო პასუხის მოძიება და გარკვევა.
დამერწმუნეთ მეც ვყოფილვარ მსგავს სიტუაციაში ადრე, თუმცა ახლა უფრო მეტი რამ ვიცი და მინდა თქვენც გაგიზიაროთ.
ზოგიერთი ცოდნა გამოცდილებასთან ერთად მოვიდა, ზოგიც უფრო გამოცდილმა და მცდონე (პროფესიონალმა) ადამიანებმა გამანდეს, მოკლედ მე ეს ყველაფერი შევაგროვე და მინდა თქვენც მოგიყვეთ.
სექსზე საუბრისას ძალიან რთულია გამოყო რაღაც ისეთი, რაც ყველას მოერგება და ყველასთვის იქნება ჭეშმარიტება, ძალიან გამოცდილ და ბევრს მოსწრებულ / ნახულ ადამიანებსაც კი უჭირთ ზოგჯერ კონკრეტული პასუხების მოცემა.
ბევრ ჩვენთანაგანს აქვს რიგი ცრურწმენებისა რაც სექსთანაა კავშირში და მათ გამო შეიძლება ძალიან ცუდ შედეგამდე მივიდეს ნებისმიერი.
მითები სექსზე ყველაზე გავრცელებული და ყველასთვის საყვარელი თემაა მსოფლიოში, თუმცა არ ღირს მათი ერთბაშად დაჯერება.
მოდით მე გაგახსენებთ რამოდენიმე მითს და მათ გასაბათილებლად არგუმენტებსაც მოგიყვანთ.
- ადამიანს რომელსაც ძალიან ბევრი პარტნიორი ჰყავს ძალიან დიდი გამოცდილება აქვს სექსში (ან მასთან დაკავშირებულ საკითხებში)
სიმართლე რომ ვთქვათ - ეგრე სულაც არაა, თუ არის საერთოდ სიმართლე ამ ფრაზაში. სექსუალური გამოცდილება შეიძლება მიიღოთ ერთ და საინტერესო , გრძელვადიან პარტნიორთანაც რომელიც თქვენს სიამოვნებაზე ისევე იზრუნებს როგორც თქვენ მისაზე. ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს იმას, რომ პარტნიორები ყურებამდე უნდა იყვნენ შეყვარებული ერთმანეთში, ხომ იცით ყველაფერი ხდება ცხოვრებაში. ასე რომ დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ შემდეგი რამ – უმჯობესია ერთი და კარგად შესწავლილი პარტნიორი რომლისგანაც შეგიძლია როგორც მიიღო ბევრი რამე ისე გასცე, ხოლო თუ ამ დროს ამაღლებული გრძნობებიც არსებობს რა თქმა უნდა ყველაფერი ერთი-ორად საინტერესო და სასიამოვნო იქნება.
- თუ შენ არც ერთხელ არ განგიცდია ორგაზმი ესეიგი ფრიგიდული ხარ (მითი ქალურ სამყაროში)
ეს დანამდვილებით არ შეეფერება სიმართლეს, ეს ასე არ არის. ფრიგიდულობა ძალიან იშვიათი მოვლენაა და ის გამოიხატება იმაში რომ ქალი საერთოდ ვერ ღებულობს ვერანაირ სიამოვნებას სხეულზე კონტაქტით ანუ საერთოდ უგრძნობია ამისადმი. ქალებში მგრძნობელობა და შეგრძნებები სხვადასხვა კრიტერიუმებზეა დამოკიდებული – გარემო, პარტნიორის დამოკიდებულება და ცოდნა, განწყობა და სხვა. თუ თქვენ ჯერ კიდევ არ გქონიათ ორგაზმი თქვენს საყვარელ ადამიანთან სექსის დროს, ესეიგი ჯერ კიდევ გრცხვენიათ სთხოვოთ პარტნიორს ის რაც უფრო მეტ სიამოვნებას განიჭებთ. იყავით თამამები – სექსი ურთიერთგაგების ერთ ერთი სახეობაა.
- პირველი სექსის დროს ქალები ძალიან სერიოზულ ტკივილს განიცდიან
ნამდვილად არის ხოლმე ზოგჯერ პირველი აქტი მტკივნეული, თუმცა არც ისეთი წარმოუდგენელი როგორც ამას თვითონ ქალები ყვებიან ხოლმე. ეს ტკივილი იმ შიშის პირდაპირპროპორციულია რომელიც გოგონებს ეუფლებათ ხოლმე პირვეილ სექსუალური კავშირის წინ. რაც უფრო დიდია შიში მით მეტი შეიძლება იყოს ტკივილი, თუმცა ამ შემთხვევაში ძალიან ბევრია დამოკიდებული მამაკაცებზე. თუ კაცმა იცის რომ ეს გოგოსთვის პირველი აქტია აუცილებლად უნდა მიაქციოს ყურადღება ყველა პატარა დეტალს, პრელუდია უნდა იყოს ხანგრძლივი და ძალიან სასიამოვნო , ასეთ შემთხვევაში კი შეიძლება ტკივილი საერთოდაც ვერ იგრძნოს გოგომ.
- 17-18 წლის ასაკში ქალიშვილობა სირცხვილია და ”ტეხავს”
რა სისულელეა! არ არსებობს დაწერილი ან თუნდაც დაუწერელი კანონი როდის უნდა დაკარგოს გოგომ ქალიშვილობა. დანამდვილებით არ ღირს სექსუალური ცხოვრების დაწყება პირველივე შემხვედრ მამაკაცთან მხოლოდ იმის გამო რომ უკვე კონკრეტულ ასაკს მიაღწიე. პირველი სექსუალური პარტნიორი ის უნდა იყოს ვის მიმართაც გაქვს სიმპატია ან თუნდაც ვნება, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ისევ და ისევ იმ მიზეზით რომ ოღონდაც იყოს და ჯანდაბას ვინ იქნება. არასოდეს არ არის არც გვიან და მით უმეტეს არ არის სამარცხვინო რომ ეს მაშინ გქონდეს როდესაც გააზრებულად გინდა.
- როდესაც შენ სასურველ პარტნიორთან გექნება სექსი, ის დაინახავს შენს ყველა ნაკლს რომელიც ასე კარგად ჩანს გახდილ სხეულზე
ნუ ჰო , დაინახავს რომ ცალი თვალი გაქვს, ერთი ფეხი მეორეზე მოკლე გაქვს და თმის მაგივრად თავზე პარიკი გადევს. ეს ისე ვიხუმრეთ და გვეყოფა. სხვადასხვა კვლევებმა დაადასტურა რომ გარშემომყოფები ისეთებს გვხვედავენ როგორც ჩვენ აღვიქვამთ საკუთარ თავს, თანაც ასევე გამოკვლეულია რომ მამაკაცები გაცილებით ნაკლებად აქცევენ ყურადღებას ისეთ წვრილმან დეტალების რომელიც შეიძლება არათანაბარი თეძოს ზომა ან ძუძუს ერთი შეხედვით სხვადასხვანაირი ფორმა იყოს. ვინ თუ არა კაცებმა იციან, რომ ასეთ დროს მსგავს დეტალებს არ აქვთ გადამწყვეტი მნიშვნელობა.
- სექსის დროს ხმებს მხოლოდ მსუბუქი ყოფაქცევის ქალები გამოსცემენ.
ასეთი შტერობა არაფრით არ დაიჯეროთ! ადამიანი ცხოველისგან მეტყველების და აზრის გამოხატვის უნარით გამოირჩევა, ეს მაშინაც კი თუ მათ სექსი აქვთ. სექსის დროს საუბრები კიდევ ცალკე სიამოვნების წყაროა რომელიც არავინ არ უნდა მოიკლოს. რამდენი სასიამოვნო და მოსაფერებელი სიტყვისა და ფრაზის თქმა შეიძლება მაგ დროს წარმოიდგინეთ. ერთადერთი რაც ამ დროს არ უნდა გააკეთოთ ეს უერთიერთობების გარკვევაა !
წყარო>>>privatetalks.wordpress.com