ავტორი – Matilda
რამდენიც არ უნდა ველაპარაკოთ გარშემომყოფებს სექსუალურ თემაზე, მაინც გვრჩება ხოლმე რაღაც უთქმელი. ყველაფერს ვერ იტყვი ადამიანი რაც გაინტერესებს, ამიტომ მერე გვიწევს სხვადასხვა საშუალებით საჭირო პასუხის მოძიება და გარკვევა.
დამერწმუნეთ მეც ვყოფილვარ მსგავს სიტუაციაში ადრე, თუმცა ახლა უფრო მეტი რამ ვიცი და მინდა თქვენც გაგიზიაროთ.
ზოგიერთი ცოდნა გამოცდილებასთან ერთად მოვიდა, ზოგიც უფრო გამოცდილმა და მცდონე (პროფესიონალმა) ადამიანებმა გამანდეს, მოკლედ მე ეს ყველაფერი შევაგროვე და მინდა თქვენც მოგიყვეთ.
სექსზე საუბრისას ძალიან რთულია გამოყო რაღაც ისეთი, რაც ყველას მოერგება და ყველასთვის იქნება ჭეშმარიტება, ძალიან გამოცდილ და ბევრს მოსწრებულ / ნახულ ადამიანებსაც კი უჭირთ ზოგჯერ კონკრეტული პასუხების მოცემა.
ბევრ ჩვენთანაგანს აქვს რიგი ცრურწმენებისა რაც სექსთანაა კავშირში და მათ გამო შეიძლება ძალიან ცუდ შედეგამდე მივიდეს ნებისმიერი.
მითები სექსზე ყველაზე გავრცელებული და ყველასთვის საყვარელი თემაა მსოფლიოში, თუმცა არ ღირს მათი ერთბაშად დაჯერება.
მოდით მე გაგახსენებთ რამოდენიმე მითს და მათ გასაბათილებლად არგუმენტებსაც მოგიყვანთ.
- ადამიანს რომელსაც ძალიან ბევრი პარტნიორი ჰყავს ძალიან დიდი გამოცდილება აქვს სექსში (ან მასთან დაკავშირებულ საკითხებში)
სიმართლე რომ ვთქვათ - ეგრე სულაც არაა, თუ არის საერთოდ სიმართლე ამ ფრაზაში. სექსუალური გამოცდილება შეიძლება მიიღოთ ერთ და საინტერესო , გრძელვადიან პარტნიორთანაც რომელიც თქვენს სიამოვნებაზე ისევე იზრუნებს როგორც თქვენ მისაზე. ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს იმას, რომ პარტნიორები ყურებამდე უნდა იყვნენ შეყვარებული ერთმანეთში, ხომ იცით ყველაფერი ხდება ცხოვრებაში. ასე რომ დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ შემდეგი რამ – უმჯობესია ერთი და კარგად შესწავლილი პარტნიორი რომლისგანაც შეგიძლია როგორც მიიღო ბევრი რამე ისე გასცე, ხოლო თუ ამ დროს ამაღლებული გრძნობებიც არსებობს რა თქმა უნდა ყველაფერი ერთი-ორად საინტერესო და სასიამოვნო იქნება.
- თუ შენ არც ერთხელ არ განგიცდია ორგაზმი ესეიგი ფრიგიდული ხარ (მითი ქალურ სამყაროში)
ეს დანამდვილებით არ შეეფერება სიმართლეს, ეს ასე არ არის. ფრიგიდულობა ძალიან იშვიათი მოვლენაა და ის გამოიხატება იმაში რომ ქალი საერთოდ ვერ ღებულობს ვერანაირ სიამოვნებას სხეულზე კონტაქტით ანუ საერთოდ უგრძნობია ამისადმი. ქალებში მგრძნობელობა და შეგრძნებები სხვადასხვა კრიტერიუმებზეა დამოკიდებული – გარემო, პარტნიორის დამოკიდებულება და ცოდნა, განწყობა და სხვა. თუ თქვენ ჯერ კიდევ არ გქონიათ ორგაზმი თქვენს საყვარელ ადამიანთან სექსის დროს, ესეიგი ჯერ კიდევ გრცხვენიათ სთხოვოთ პარტნიორს ის რაც უფრო მეტ სიამოვნებას განიჭებთ. იყავით თამამები – სექსი ურთიერთგაგების ერთ ერთი სახეობაა.
- პირველი სექსის დროს ქალები ძალიან სერიოზულ ტკივილს განიცდიან
ნამდვილად არის ხოლმე ზოგჯერ პირველი აქტი მტკივნეული, თუმცა არც ისეთი წარმოუდგენელი როგორც ამას თვითონ ქალები ყვებიან ხოლმე. ეს ტკივილი იმ შიშის პირდაპირპროპორციულია რომელიც გოგონებს ეუფლებათ ხოლმე პირვეილ სექსუალური კავშირის წინ. რაც უფრო დიდია შიში მით მეტი შეიძლება იყოს ტკივილი, თუმცა ამ შემთხვევაში ძალიან ბევრია დამოკიდებული მამაკაცებზე. თუ კაცმა იცის რომ ეს გოგოსთვის პირველი აქტია აუცილებლად უნდა მიაქციოს ყურადღება ყველა პატარა დეტალს, პრელუდია უნდა იყოს ხანგრძლივი და ძალიან სასიამოვნო , ასეთ შემთხვევაში კი შეიძლება ტკივილი საერთოდაც ვერ იგრძნოს გოგომ.
- 17-18 წლის ასაკში ქალიშვილობა სირცხვილია და ”ტეხავს”
რა სისულელეა! არ არსებობს დაწერილი ან თუნდაც დაუწერელი კანონი როდის უნდა დაკარგოს გოგომ ქალიშვილობა. დანამდვილებით არ ღირს სექსუალური ცხოვრების დაწყება პირველივე შემხვედრ მამაკაცთან მხოლოდ იმის გამო რომ უკვე კონკრეტულ ასაკს მიაღწიე. პირველი სექსუალური პარტნიორი ის უნდა იყოს ვის მიმართაც გაქვს სიმპატია ან თუნდაც ვნება, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ისევ და ისევ იმ მიზეზით რომ ოღონდაც იყოს და ჯანდაბას ვინ იქნება. არასოდეს არ არის არც გვიან და მით უმეტეს არ არის სამარცხვინო რომ ეს მაშინ გქონდეს როდესაც გააზრებულად გინდა.
- როდესაც შენ სასურველ პარტნიორთან გექნება სექსი, ის დაინახავს შენს ყველა ნაკლს რომელიც ასე კარგად ჩანს გახდილ სხეულზე
ნუ ჰო , დაინახავს რომ ცალი თვალი გაქვს, ერთი ფეხი მეორეზე მოკლე გაქვს და თმის მაგივრად თავზე პარიკი გადევს. ეს ისე ვიხუმრეთ და გვეყოფა. სხვადასხვა კვლევებმა დაადასტურა რომ გარშემომყოფები ისეთებს გვხვედავენ როგორც ჩვენ აღვიქვამთ საკუთარ თავს, თანაც ასევე გამოკვლეულია რომ მამაკაცები გაცილებით ნაკლებად აქცევენ ყურადღებას ისეთ წვრილმან დეტალების რომელიც შეიძლება არათანაბარი თეძოს ზომა ან ძუძუს ერთი შეხედვით სხვადასხვანაირი ფორმა იყოს. ვინ თუ არა კაცებმა იციან, რომ ასეთ დროს მსგავს დეტალებს არ აქვთ გადამწყვეტი მნიშვნელობა.
- სექსის დროს ხმებს მხოლოდ მსუბუქი ყოფაქცევის ქალები გამოსცემენ.
ასეთი შტერობა არაფრით არ დაიჯეროთ! ადამიანი ცხოველისგან მეტყველების და აზრის გამოხატვის უნარით გამოირჩევა, ეს მაშინაც კი თუ მათ სექსი აქვთ. სექსის დროს საუბრები კიდევ ცალკე სიამოვნების წყაროა რომელიც არავინ არ უნდა მოიკლოს. რამდენი სასიამოვნო და მოსაფერებელი სიტყვისა და ფრაზის თქმა შეიძლება მაგ დროს წარმოიდგინეთ. ერთადერთი რაც ამ დროს არ უნდა გააკეთოთ ეს უერთიერთობების გარკვევაა !
წყარო>>>privatetalks.wordpress.com
ავტორი - Da-v-iD
დასავლეთ საქართველოში, გურიისა და სამეგრელოს შორის ერთი უნიკალური ტბაა. მისი უნიკალურობა იმით არის გამოწვეული რომ 1924 წლამდე ის მტკნარი წყით იყო სავსე. იშვიათი შემთხვევაა როცა ზღვასთან ასე ახლოს, მტკნარი წყლის ესოდენ დიდი ტბა იყოს სადმე. 24 წლამდე მეთქი იმიტომ ვთქვი რომ ამ წელს, სპეციალურად გათხრილი არხის წყალობით, პალიასტომი ზღვას შეუერთეს. ხოლო დიდი ღელვების და ზვირთების შედეგად არხი გაფართოვდა და ის უკვე დიდი სრუტით უკავშირდება ზღვას. შესაბამისად წყალიც მარილიანი გახდა. ( ანალოგიური ბედი, ოღონდ ადამიანის ჩარევის გარეშე, გაიზიარა თავის დროზე შავმა ზღვამაც ). ტბასთან და წყლის სტიქიასთან ( მდინარე, ჭა, ჩანჩქერი, ზღვა ) საკმაოდ ბევრი ლეგენდაა დაკავშირებული. მას სულების სამყოფად მიიჩნევენ. ზოგან სხვა სამყაროში გარდამავალ კარიბჭედ.
გამონაკლისი ამ შემთხვევაში არც პალიასტომის ტბა გახლავთ. დღეს მოგითხრობთ ერთ-ერთ ლეგენდას, რომელიც ამ ტბის წარმოშობასთან და მის სახელთან არის დაკავშირებული.
ზანთა ტომის ერთ ერთ ბელადს, რომლის სახელიც პალია გახდათ. ულამაზესი ასული ჰყავდა პალიას, მზეთუნახავი არანია. მრავალი ხელის მთხოვნელი ჰყავდა მზეთუნახავს. ბევრ ვაჟკაცს უცდია მისი გულის მონადირება. მაგრამ ამაოდ. პალიასაც ბევრი შტხოვდა ქალიშვილის ხელს. მაგრამ მამას, ზანთა ტომის წესის თანახმად, არ შეეძლო ქალიშვილისთვის ებრძანა. არჩევანის უფლება მხოლოდ ქალს ჰქონდა.
რაკი რჩეული ვერ გამოვლინდა. მამის თხოვნით მზეთუნახავმა არანიამ გამოცდა მოუწყო ვაჟებს. ყველა მოედანზე შეკრიბა. მოედნის ცენტრში კი გალიაში დამწყვდეული უზარმაზარი ვეფხვი გამოიყვანეს. გამოუშვეს მხეცი. პირველი მას არანია მიუახლოვდა. ხალხი შედრკა. ვეფხვმა ღრენას უმატა. არანია უფრო ახლოს მიუახლოვდა ვეფხვს და თვალებში ჩახედა. ვეფხვმა ღრენას უმატა.მაგრამ თვალები დახარა და მიწას დააშტერდა. სულ მალე ვეფხვმა კუდი ამოიძუა, უკანა თათებზე დაჯდა და იყუჩა.
-ვინც ჩემს ნამოქმედარს გაიმეორებს, სწორედ ის იქნება ჩემი ქმარი- განაცხადა არანიამ და მამის გვერდით, ტახტზე დაჯდა. შეწუხდნენ ვაჟები. ვერც ერთმა ვერ გაბედა მხეცთან მიახლოვება. გატყდა მათი ნებაც . სიტყვის უთქმელად მოასხდნენ ცხენებს და თავიანთ მხარეებს მიაშურეს.
ერთ ერთი მათგანი, გულგატეხილი და უზომოდ შეურაწყოფილი ვაჟი, სახელად ჯაუში, შურისძიების წყურვილით შეპყრობილი, სამხრეთის ლაფქართან ერთად დაბრუნდა ზანეთში და წყვდიად ღამეში. ქურდულად მიპარულმა, პალიას მთელი ტომი დედაბუდიანად ამოახოცია. მზეთუნახავი არანია და ტომის ბელადი პალია ცოცხლად შეაპყრობინა, გააკოჭინა და ჭაში ჩააყრევინა. სისხლიანი ანგარიშწორების შემდეგ ჯაუშმა ნადიმის გამართვა ბრძანა. პალიას ოქროს სასმისი ღვინით აავსო და ის იყო უნდა შეევსო მიწა იძვრა, პირი გააღო და ჯაუში მისი ლაშქრითურთ შთანთქა. ჩაღრმავებული ადგილი კი ჭის წყლით ავსებულა და დიდ ტბად ქცეულა. პალიას ტომის ნამოსახლარზე ახლაც პალიასტომის ტბაა.
ასეთი გახლდათ ლეგენდა პალიასტომზე. ტბაზე რომლის წიაღი და კუნზულები ძალიან ბევრ. ჯერ კიდევ ამოუცნობ საიდუმლოს ინახავს. დაფარულზე და ვარაუდზე სხვა დროს ვისაუბროთ.
ავტორი – Clown
ნიშნები, რომლებსაც სიკვდილის მომასწავლებლად თვლიან, ყველა ქვეყანაში არსებობს. ხდება რომ სრულიად განსხვავებულ, ერთმანეთისგან შორს მცხოვრებ ხალხებს, თითქმის ერთნაირი “სიმბოლიკა” აქვთ, მაგრამ უფრო ხშირად ის განსხვავებულია. მით უფრო საყურადღებოა, რომ არსებობს ერთადერთი, მართლაც ყველა ხალხისთვის საერთო ნიშანი – შავი დიდი ძაღლის აჩრდილი ან ძაღლების ხროვა, რომელიც შიშის ზარს სცემს ყველას, დიდი ბრიტანეთიდან რუსეთამდე..
ძაღლის, როგორც სიკვდილის ნიშნის აღთქმაში რაღაც მისტიური შიში დევს. ნებისმიერი მკითხველი, ალბათ შიშის ცახცახით კითხულობდა არტურ კონან დოილის “ბასკერვილების ძაღლს”. თუ კონან დოილის დღიურებს ვენდობით, თავისი “გმირი” მან რეალური ძაღლის მიხედვით შექმნა და მთელი ცხოვრება ამტკიცებდა, რომ ჯოჯოხეთის ნაშიერს ცოცხალი მხოლოდ იმიტომ გადაურჩა რომ იგი შორიდან დაინახა.
ბრიტანეთის კუნძულების სხვადასხვა ნაწილში მას სხვადასხვა სახელი ჰქონდა: ნორფოლკში – შავი ნიჟარა, ლანკაშირში – მყვირალა, იორქშირში – მაწანწალა. მაგრამ მისი გარეგნული აღწერა ყოველთვის ერთნაირი იყო: უზარმაზარი ბანჯგვლიანი, შავი ძაღლი, ლამბაქებივით თვალებით, რომლებიც სიბნელეში წითლად ანათებდა. ითვლებოდა რომ ის ნორვეგიელების ომის ღმერთის ოდინის ძაღლის აჩრდილი იყო. საშინელი ძაღლი უნახავთ ჭაობებშიც (როგორც ეს კონან დოილს აქვს აღწერილი), ზღვის სანაპიროზეც და ცენტრალურ საგრაფოებშიც. მხეცი ძირითადად ღამე დაეხეტებოდა და ვაი იმ დაგვიანებულ მგზავრს, ვინც მას გადაეყრებოდა. გაოგნებული ადამიანი შეშდებოდა, ძაღლი კი თანდათან იმატებდა ზომაში, ბოლოს ხარის ხელა ხდებოდა და მაშინვე უჩინარდებოდა სიბნელეში. როგორც წესი, ასეთი შეხვედრის შემდეგ ადამიანი დიდხანს ვერ ცოცხლობდა. მაგრამ ყველაზე საშიში და უიმედო იყო ადამიანისთვის არა ერთი არამედ მთელი ხროვის შეხვედრა, რადგან ლეგენდის თანახმად საშინელი ძაღლები ღამის სიბნელეში ხროვად მხოლოდ სატანის თანხლებით გამოდიან.
ერთხელ, დაახლოებით ერთი საუკუნის წინ (ამის შესახებ არსებობს ჩანაწერები ადგილობრივ საეკლესიო წიგნში), ბაზრობიდან შინ გვიან ღამით ბრუნდებოდა დევონშირელი ფერმერი.ის მთვრალი იყო, თანაც იმ ღამეს ჭექა-ქუხილი ატყდა და სახლისკენ მიმავალი გზა უჩვეულოდ გაგრძელდა. ფერმერი ცხენით იყო. უცებ ცხენი მკვეთრად გაჩერდა. ფერმერმა თვალებზე ჩამოფხატული ქუდი აიწია და დაინახა, რომ გარშემორტყმული იყო მრისხანე შავი ძაღლების ხროვით. შუაში კი, ზუსტად ფერმერის პირდაპირ, შავ ცხენზე ამხედრებული, შავებში გამოწყობილი მონადირე იდგა. სახეს ფართო ქუდი უფარავდა, ცხენზე კი ნანადირევი ჰქონდა გადაკიდებული. ფერმერი ჯერ კიდევ არ იყო გამოფხიზლებული და მხიარულად შესძახა: “ეი, მონადირევ, მიწილადე შენი ნადავლი!” შავმა მხედარმა ჩამოხსნა ერთი ნანადირევი , რომელიც ჩვრებში იყო გახვეული, გადაუგდო ფერმერს, შემდეგ მოატრიალა ცხენი და გაქუსლა. ფერმერმა გაშალა “საჩუქარი” და კინაღამ ცხენიდან გადმოვარდა – ელვის შუქზე მას მოეჩვენა, რომ ხელში თავისი პატარა შვილის სხეული ეჭირა. მაგრამ მეორე წამს იქ აღარაფერი იყო, გარდა ხელებში მოცახცახე ჩვრებისა. ფერმერი გამოფხიზლდა და მთელი ძალით გააჭენა ცხენი სახლისკენ. როცა სახლს მიუახლოვდა, მას ქვითინით გამოეგება ცოლი, რომელსაც ხელებზე ბავშვის უსიცოცხლო სხეული ესვენა.
ერთ-ერთ სოფელში ჰყვებიან: 1946 წელს, ერთ-ერთი თანასოფლელი ომიდან დაბრუნდა და ვეღარ ისვენებდა რამდენიმე კვირის განმავლობაში გამოუფხიზლებლად აღნიშნავდა ომიდან დაბრუნებას.
ავტორი – babisa
ჰეროსა და ლეანდრს პირველად ბერძნულ მითოლოგიაში ვხვდებით, მათ სასიყვარულო ურთიერთობაზე ლეგენდა გვიყვება: ჰერო აფროდიტეს ქურუმი გოგო იყო და სესტოში, კოშკში ცხოვრობდა, რომელიც ჰელესპონტის არხის ნაპირზე მდებარეობდა.
ლეანდრი, ახალგაზრდა ყმაწვილი ჰელესპონტის საპირისპირო ნაპირიდან, აბიდოსიდან იყო. ლეანდრს ჰერო თავდავიწყებით შეუყვარდა, ოღონდ საყვარელ ადამიანთან ერთად ყოფილიყო და ამის გამო მზად იყო, ყოველ ღამე გადაეცურა ჰელესპონტი. ჰერო თავისი კოშკიდან შუქურას უნათებდა მიჯნურს და ასე უკვალავდა ტალღებში გზას. ეს ურთიერთობა მთელი ზაფხულის განმავლობაში გრძელდებოდა