გახვრეტილი დონატების ამბავი, ,,მარიაკული” საკითხავი

Posted 2:00 PM by Nina in თემები , , , , ,

homi

 

ავტორი anina

რა ვიცი დონატებზე:

1.დონატი არის ჰოლანდიური, მაგრამ უყვართ ამერიკელებს.

2.პესიმისტმა რომ შეხედოს დონატს, მარტო ხვრელს დაინახავს.

3.დონატი არის სასუსნავი, რომლისთვისაც ჰომერ სიმპსონი სულს გაყიდის.

და სასუსნავი, რომელიც მე არასდროს გამისინჯავს. ათასჯერ მთხოვეს მეგობრებმა, წამო, დონატი გაგასინჯოთო, მაგრამ რამე ტკბილსა და ძვირიანს მე ისევ რამე იაფი და მარილიანი მირჩევნია, ანუ დონატებს_ ბატიბუტი. ბატიბუტი შეგიძლია ჭამო ცივიც, თბილიც, ცხელიც (:o) ბატიბუტი შეგიძლია გაუყო ერთდროულად ბევრ ადამიანს. ბატიბუტი არის თეთრი, როგორც ღრუბლები და ბატიბუტი არ გისვრის ხელებს.

დონატები კი არც ღრუბლებივით თეთრია, არც იაფია, ცივი არ იჭმება, მალე მთავრდება და ხელებს სვრის, მაგრამ დონატს მეტი ფანი ჰყავს : )

ისე, დონატსაც  ჰქონია თავისი ძალიან მაგარი ისტორია, რომელიც იწყება ასე:

მერე რა , რომ დონატები ჰოლანდიელებმა მოიგონეს, სამაგიეროდ შუაში ხვრელი ამერიკელებმა გაუკეთეს.

იყო ერთი მეზღვაური, ჰენსონ გრეგორი. ახალგაზრდა იყო, უკვე საზღვაო ძალებში მსახურობდა და სხვა მეზღვაურებივით, ესეც ბევრ ლუდს სვამდა. ლუდის შემდეგ კი ყველაზე მეტად დონატები უყვარდა. ერთხელ საჭესთან იჯდა, ცალ ხელში დონატი ეჭირა და მეორეთი თავს იქექავდა. უეცრად ძლიერმა ქარმა დაუბერა და ჰენსონსაც ორივე ხელი დასჭირდა საჭის დასამორჩილებლად. ერთი ხელი თავიდან სასწრაფოდ ჩამოიღო, მაგრამ მეორე.. მოკლედ, ისეთი  საყვარელი ვინმე აღმოჩნდა, რომ არც უფიქრია დონატის ზღვაში გადაგდება (ან დონატის სისუფთავეს გაუფრთხილდა, ან_ ზღვისას, ან უბრალოდ ძალიან შიოდა) და იქვე, საჭეზე წამოაცვა.

აი, ალბათ, ასე.

sache1

იხილეთ გაგრძელება>>>aninaland.wordpress.com



0 comment(s) to... “გახვრეტილი დონატების ამბავი, ,,მარიაკული” საკითხავი”