ინგალაცია

Posted 1:00 PM by Nina in თემები , , ,

dito

ავტორი: დიტო გელოვანი - ის, რაც ხდებოდა წინა კვირაში. „ვერსია

ერთხელ თქვა: მოდი, წავალ, დავივლი ჩემს ქვეყანას, იქნება რა უჭირს ხალხს, ან რა ულხინს, რას ამბობს ჩემზე ხალხიო.
ჩაიცვა უბრალოდ და წავიდა. ერთ ქალაქში ჩამოიარა: ისეთი საჭმლის სუნი მოუვიდა, რომ მეტი აღარ შეიძლება. თქვა: „მე ამდენსა ვხარჯავ მზარეულებზე, ასეთ საჭმელს ვერ მიმზადებენ, აბა, ჩავალ, ვნახავ, როგორ აკეთებენო“.
ჩავიდა ერთ სარდაფში, კაცის ხორცს აბუჟბუჟებდნენ. ხელმწიფემ უთხრა: „მოიტათ, ერთი კერძი დამისხითო“. დაუსხეს. რომ შეჭამა, ამ ურჯულოებს ჰკითხა: „ამ სარდაფში რა არისო?” ახადეს და ჩააგდეს შიგა. სამი სხვა კაცი იყო იქ დამწყვდეული. „მე ხვალ დამკლავენო“ - უთხრა ერთმა. „მე ზეგაო“ - თქვა მეორემ. „მე მაზეგ – თქვა მესამემ – შენ რაკი მსუქანი ხარ, კვირას დაგკლავენო“.
შეწუხდა ძალიან ხელმწიფის შვილი...
(„ამბავი ხელმწიფის შვილისა, ქალი რომ არ მისთხოვდა, სანამ ხელობას არ ისწავლიო“ - ქართული ხალხური ზღაპარი)

მოდი და გაიგე ახლა, რა უფრო მნიშვნელოვანი იყო – ძიძიგურის პრაიმერი, მერაბიშვილის ინტერვიუ თუ „თბილისელების“ სტამბა? მე თუ მკითხავ, არც ერთი, არც მეორე და არც მესამე. ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ინგა გრიგოლიას დაბრუნება დედასამშობლოში. გაზეთ „კვირის პალიტრის“. გამოკითხვის თემას – „როგორ აფასებთ ინგა გრიგოლიას პოლიტიკაში მოსვლის სურვილს?“ – 408 მკითხველი გამოეხმაურა. შედეგები ასე გამოიყურება: დადებითად – 26.6%; უარყოფითად – 47.8%; მიჭირს პასუხის გაცემა 25.6%.

დამაფიქრებელი ციფრებია, დამაფიქრებელი შედეგები.

ის, ვისაც ინგას პოლიტიკაში მისვლა უხარია, უხარია იმიტომ, რომ ვერ იტანდა როგორც ჟურნალისტს და გახარებულია, რომ ჟურნალისტიკას მოშორდა თუ პირიქით – მოსწონდათ ჟურნალისტი და ახლა პოლიტიკოსის ეიმედებათ?

თითქმის 48 პროცენტი სიმწრით კედლებზე დადის. რატომ? ალბათ, მოსწონდათ როგორც ჟურნალისტი და პოლიტიკისთვის ეცოდებათ და ახლა ეცოდებათ ჟურნალისტიკა და ადამიანურად ეცოდებათ პოლიტიკოსები. იქნებ, პირიქით?

რაც შეეხება მათ, ვისაც პასუხის გაცემა გაუჭირდა, აქ საქმე გაცილებით მარტივადაა – ხალხს უჭირს და ეს გაჭირვება იქრძნობა საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში. ხოლო ინგა გრიგოლიას გაპოლიტიკოსება საზოგადოებრივი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი რომ არის, მე მგონი ამაზე არავინ დავობს.

მოკლედ – ინგალაცია. ქართულ პოლიტიკას ახალი სუნთქვა ეხსნება. დარწმუნებული ვარ, ინგა პოლიტიკაში ახალ, ხმამაღალ სიტყვას იტყვის. მთავარია, სადმე დებატებში კახა ბენდუქიძეს არ გადაეყაროს.

გასულ კვირაში ვანო მერაბიშვილი „კომერსანტის“ ჟურნალისტს გადაეყარა და ჩვენ გადავეყარეთ საინტერესო ისტორიას. „2008 წლის აგვისტოში გივი თარგამაძემ რუს სამხედროებს 50 ათასი დოლარი შესთავაზა, რათა სტალინის ძეგლი აეფეთქებინათ“ – უთხრა ვანომ ჟურნალისტს და გაჩნდა უამრავი კითხვა და უამრავი ვარაუდი.

ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, გივის მანამდეც უნდოდა სტალინის ძეგლის აფეთქება, მაგრამ ჩემივე ვარაუდით, გივი მსხვერპლს მოერიდა. კაციჭამია იოსებ სტალინმა რომ თქვა, ხეს ჭრიან და ნაფოტები ცვივაო, ჰუმანისტი გივი თარგამაძე დაღონდა – ძეგლს აფეთქებენ და ნამსხვრევები ცვივაო. გივის და მის რაზმს „დიდების მემორიალის“ აფეთქების მიზნით ქუთაისში რუსის ჯარი რომ შეეყვანა, ღმერთმანი, არ გამიკვირდებოდა. წესრიგი მეტი იქნებოდა, მსხვერპლი – ნაკლები.

ჰოდა, ამ ფონზე გამოდის ზურაბ ნოღაიდელი და ამბობს, „ეროვნული საბჭო“ მძლავრ და აგრესიულ საარჩევნო კამპანიას იწყებსო, თუმცა, არ გვეუბნება, რას ნიშნავს „მძლავრი და აგრესიული“. ალბათ: ზვიად ძიძიგური გადაკეტავს რკინიგზას, ალექსა შალამბერიძე მოახდენს რეზერვისტების მობილიზებას, ლოთი ქობალია დახვრიტავს ჟურნალისტებს და ყველაფერი იქნება კარგად. ყველაზე კარგად კი, „ნა ვერწელეს“ საქმე იქნება….

გაგრძელება იხილეთ აქ>>> presa.ge



0 comment(s) to... “ინგალაცია”