Cyanide & Happiness
Posted 9:00 PM by Nina in თემები Just Another Stupid Weblog, video, ანიმაციური ფილმი, ბიზნესი, ვიდეო, ინტერნეტი, იუმორიავტორი: Suigetsu Hōzuki
Cyanide & Happiness შავი იუმორითა და ცინიზმით სავსე ვებკომიქსია. იდეა 16 წლის კრის უილსონს ეკუთვნის, რომელიც თავიდან ხელით ქმნიდა ნახატებს, მოგვიანებით კი კომპიუტერზე გააგრძელა. კრისი ნამუშევრებს საკუთარ ვებსაიტზე, კომიკაძეზე ყრიდა, მოგვიანებით კი sticksuicide.com-ზე გადავიდა. ფორუმის ადმინისტრატორებმა – მეტ მელვინმა, რობ დენბლეიკერმა და დეივ მაკელპატრიკმა შეამჩნიეს კრისის დიდი პოტენციალი და გადაწყვიტეს დახმარებოდნენ მას. ასე შეიქმნა ახალი ვებსაიტი – Explosm.net
კრისი, მეტი, რობი და დეივი ახლა ერთობლივად მუშაობენ კომიქსებზე და ცდილობენ თავდაპირველი სტილი შეინარჩუნონ.
კომიქსს ახლანდელი სახელი – Cyanide & Happiness ერთ-ერთი ნომრის შემდეგ დაერქვა. ერთი პერსონაჟი ბამბის ნაყინს ყიდის, რომელიც ციანიდისა და ბედნიერებისგანაა გაკეთებული, მეორე პერსონაჟი კი აღფრთოვანებული ხმით ამბობს: “ბედნიერება?? აუუ რამაგარია, ოთხი მომე რა!”
ახლა საქმეზე გადავიდეთ:
იხილე ვრცლად>>> samidabliu.wordpress.com