აჯანყება ედემში

Posted 2:02 PM by Nina in თემები , , , , ,

adam-und-eva-1513

POSTED BY AGASFER

სქესის ევოლუცია - "ერთობიდან" დიქოტომიამდე და პირიქით

სად იყო ედემი?

ედემი შუმერულად დაბლობს ნიშნავს..

"2 მდინარე მოდის ედემის ბაღის მოსარწყავად.. ერთი ოთხ ნაკადად იტოტება.

პირველის სახელია ფიშონი, იგი გარს უვლის ხავილას (ნოტიო) ქვეყანას, სადაც ბევრი ოქროა!

მეორის სახელია გიხონი, იგი გარს უვლის ქუშის ქვეყანას.

მესამეს სახელია ხიდეკელი, იგი ჩაუდის აშურს.

მეოთხეს სახელია - ევფრატი.

სიტყვა “ფიშონის” სემიტური ფორმა არის “პისონი –პისიონი”.

ებრაულად “პისიონი” “ხოხობს” ნიშნავს. ხოხობი ბერძნულად  იწოდება “ფაზიანურ” ანუ ფაზისი (რიონი).

ძველი აღთქმა, დაბადება, თავი პირველი. 10-14

ანუ, ედემის სავარაუდოდ უნდა მდებარეობდეს აქ:

 

 

გავეცნოთ სამოთხის პირველ ბინადრებს:

 

 

ადამი, ევა და ლილიტი...

ადამი, ანუ წითელი თიხისგან შექმნილი; ლილიტი, "ღამის მდუმარება" ადამის 'პირველი ცოლი' და ევა - "სიცოცხლის მიმნიჭებელი".

რა მოხდა სამოთხეში?

რა და.. ღმერთმა შექმნა ევა და ლილიტი, მაგრამ ვერ შეეწყვნენ და დაშორდნენ. ამას ორი მიზეზი ჰქონდა.

 

ადამისგან განსხვავებით, ლილიტმა შეინარჩუნა ღვთაებრივი საწყისი. ლილიტი თავისუფალი, დამოუკიდებელი, ჭკვიანი, ნაყოფიერი და უკვდავია.. ის ადამს არ ემორჩილება. დამოუკიდებელი და ჭკვიანი ქალი ადამისთვის მიუღებელია. კონფლიქტის ნიადაგზე ლილიტმა დაწყევლა ადამის მოდგმა და ედემი დატოვა...

ადამმა მოიწყინა. ღმერთმა შექმნა ევა - ადამის ნეკნიდან. რატომ? ხომ შეეძლო ისიც თიხისგან გაეკეთებინა? არა. ღმერთმა ევა ადამისგან გამოყო. ადამი ჰერმაფროდიტი იყო.

ლილიტი ქვესკნელის, ბოროტი ღვთაება გახდა და მალევე ცოლად ლუციფერს გაჰყვა.  მტრობდა ადამის შთამომავლობას, ძირითადად ბიჭებს. ამიტომ, როცა ბიჭი  იბადებოდა, დედები თვალებს უხატავდნენ და საყურეს უკეთებდნენ. ალამაზებდნენ, რომ ლილიტს გოგო ჰგონებოდა და ამით შვილები გადაერჩინათ. სწორედ აქედან მოდის საყურე, როგორც მამაკაცის აქსესუარი.

ერთ-ერთი ვერსიით ლილიტი სამოთხეში დარჩენილ ადამს და ევას თავს არ ანებებს. ფოტოზე, რომელსაც ახლა ხედავთ, უცნაური რეპტილიაა გამოსახული. ეს არც მეტი, არც ნაკლები ლილიტია. ერთ-ერთი ვერსიით, ევა სწორედ მან აცდუნა.

ევამ მიირთვა აკრძალული ხილი, ვაშლი და იგრძნო სირცხვილი.

 

 

ეს იყო შემეცნების, სიბრძნოს ხე, მათ მიიღეს ინფორმაცია, რაც ავტომატურად ნიშნავს ცნობიერების შეცვლას და ეს ჯილდოცაა და სასჯელიც, თავისთავად. ამ შემთხვევაში დგება გარემოს შეცვლის აუცილებლობა. ეს ასეა. მოზარდი, რომელიც სქესობრივად მომწიფდება, სწორედ ამ გზა გადის და ამ აუცილებლობის წინაშე აყენებს თავის თავს. ეს თავისთავადი და აბსოლუტურად გასაგები მოვლენაა.

ჯილდო!

“. . . და ამიერიდან შენ გახდი ერთ-ერთი ჩვენგანი"

ეუბნება ღმერთი ადამს..

პროვოკაციული და ორაზროვანია.. დასკვნა თქვენ გამოიტანეთ.

სასჯელი!

„პირველყოფილი ცოდვისთვის“  უფალმა დედაკაცი ამქვეყნიურად დასაჯა მშობიარობის ტკივილებითა და ქმრისადმი მორჩილებით, დამოკიდებულებით (მანამდე ადამი და ევა თანასწორუფლებიანი მეგობრები იყვნენ), ხოლო ადამი - დასაჯა ლუკმაპურის მოწევისათვის მძიმე შრომით.

აქედან იწყება ადამისნის ინტელექტუალური განვითარების დიდი გზა. ევოლუცია.

ცოტა ხნით ადამს და ევას თავი დავანებოთ..

ბედის ვარსკვლავი - სუნთქვიდან სქესამდე

მესამე თვალი

გაგრძელება იხილეთ აქ>>> www.zur.ge



0 comment(s) to... “აჯანყება ედემში”