ავტორი Khatia Caroline
ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ გენერალური რეპეტიცია მოეწყო. მიუხედავად იმისა, გვსურდა თუ არა, ჩვენ ყველანი ვიყავით გათვლილი მსახიობებში. მიუხედავად იმისა, გქონდათ თუ არა მიწერილი კალენდარზე "13 მარტი: დღეს: გენერალური რეპეტიცია", თქვენ მაინც იყავით გათვალისწინებული და დაგეგმილი სცენაში. გეცალათ, არ გეცალათ, გინდოდათ, არ გინდოდათ, გაუძლებდით, თუ ვერა, იმ ვიღაცას ძალიან მაგრა ეკიდა. ვიღაცას სურდა გენერალური რეპეტიცია და ეს თქვენ თავზე იქნებოდა მოხვეული.
ტელევიზია "იმედი" იმედის მაგივრად ტერორით შეეხმიანა ქართველ მაყურებელს. ეთერში გაუშვეს რუსეთისგან დაპყრობილი საქართველოს კადრები, დახოცილი და დაშავებული ხალხი, დანგრეული შენობები, დაპანიკებული ხალხი, გამქრალი სააკაშვილი, მეგობრობაზე მოლაპარაკე მედვედევი, ტანკები დღეს მცხეთასთან ... და ეს ყველაფერი არ შეესაბამებოდა სინამდვილეს, რასაც პროგრამის მიხედვით ვერ მიხვდებოდი.
ადამიანს არავინ ნორმალური არ მოატყუებს, რომ მისი შვილი ემწუთას სადღაც იბომბება ან ომში მოკვდა, და რომელი ნორმალური მოატყუებს ადამიანებს, რომ მთელი მათი ახლობლები, თანამოქალაქენი მონობას და სიკვდილს უყურებენ თვალებში?! და მაინც ვის უნდოდა ეს გენერალური რეპეტიცია და რატომ?
გაგრძელება იხილეთ აქ>>> http://khatia.blogspot.com