აუტიზმი

Posted 7:00 PM by anano in თემები , ,

    

 

ავტორი - Kate_AlukaЯD

 

Bookmark and Share
 

თუ შეიძლება ასე ვუწოდოთ. ალბათ გახსოვთ ფილმი “ნიშნები” იქ პატარა გოგონას აქვს აუტიზმი, ფილმი “წვიმის კაცი” დასტინ ჰოფმანის გმირს ჭირს იგივე, ფილმი “მერკურის ამოსვლა” და გუშინ ნანახი ფილმი რომელიც წინა პოსტში ავღნიშნე, “ძვირფასო ჯონ”, იქ მთავარი გმირის მამას აქვს აუტიზმი და კიდევ პატარა ბიჭუნას. კიდე ერთი ამას წინათ ნანახი ფილმი “ადამი“  მოკლედ ვერი ინტერესთინგ.

ვიკიპედია გვეუბნება, რომ:

აუტიზმი კლასიფიცირდება, როგორც ნეიროგანვითარების ფუნქციის დარღვევა, რომელიც გამოიხატება ხაზგასმული არაადექვატური სოციალური ინტერაქციით, კომუნიკაციის დარღვევებითა და ინტერესთა და ქცევის მანერათა სპეციფიური სერიით.

მიუხედავად იმისა, რომ აუტიზმის სპეციფიური ეტიოლოგია უცნობია, მრავალი მკვლევარი ეჭვობს, რომ აუტიზმი გენეტიკურად განპირობებული სისუსტეა გარემოს ხასიათობრივი ცვლილებების მიმართ.

 

აუტიზმი ტვინის განვითარების ნეირობიოლოგიური დარღვევის შედეგია,
რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ბავშვის ვერბალური და არაველბალური კომუნიკაციის დამყარების,
სოციალური ურთიერთობების ჩამოყალიბებისა და გონებრივი განვითარების პროცესებზე.
ბავშვს პრობლემები აქვს სოციალურ განვითარებაში, კომუნიკაციაში, მეტყველებაში, ქცევაში, განსაკუთრებით კი წარმოსახვით თანაშში.
პირველად აუტიზმი 1943 წელს აღწერეს და გამოყოფდნენ შემდეგ ნიშნებს:

  1. სოციალური ურთიერთობის დამყარების უუნარობა
  2. კომუნიკაციის მიზნით მეტყველების გამოყენების შეუძლებლობა
  3. ცვლილებებისადმი ძლიერი რეზისტენტობა
  4. საგნებით გატაცება
  5. ამ მახასიათებლების გამომჟღავნება 30 თვის ასაკამდე

აუტიზმის სიმპტომები, ჩვეულებრივ თავს იჩენს ბავშვის ცხოვრების პირველი სამი წლის განმავლობაში და თან სდევს მთელი ცხოვრების მანძილზე.
ყველაზე ძლიერ ფორმას ახასიათებს გარემოსთან კონტაქტის შეუძლებლობა,თანატოლებთან და უფროსებთან ურთიერთობის დამყარების შეუძლებლობა, უჩვეულო თვითდამაზიანებელი და აგრესიული ქცევა, შიშები.აუტიზმის ყველაზე სუსტი ფორმა ჰგავს პიროვნულ აშლილობას, დასწავლის უნარის დარღვევას.ასეთ ბავშვებს იშვიათად თუ შეუძლიათ იცხოვრონ მშობლების ზრუნვის,თერაპიული ინტერვენციისა და ზოგჯერ ჰოსპიტალიზაციის ან მკურნალობის გარეშე.აუტიზმის მქონე პირს პირველ რიგში, გარემოსთან კონტაქტის დამყარების პრობლემა აქვს.ასეთი ბავშვი ყურადღებას არ აქცევს ოჯახის წევრებს, თითქოს ვერ ამჩნევს მათ,ის არ თამაშობს სხვა ბავშვებთან, უჭირს საკუთარი აზრების, ემოციაბის სხვებისთვის გაზიარება.მათთვის მეტყველება კომუნიკაციის საშუალებას არ წარმოადგენს, ისინი ხშირად უცნაურ მეტაფორებს ხმარობენაქვთ მონოტრონური ხმა, ან გაწელილი, წამღერებითი ინტონაცია.საკუთარ თავზე ისინი ლაპარაკობენ მესამე პირში.

რა არის დაავადების მიზეზი?
უკანასკნელ ხანს აუტიზმს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ, რაც მისი გახშირებით აიხსნება, დაავადებულთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. ოჰაიოს შტატის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ ორსულებს, რომლებმაც ორსულობის 24-28-ე კვირას გადაიტანეს ძლიერი სტრესი (მაგალითად, ახლობლის სიკვდილი, სამსახურიდან დათხოვნა ან ძლიერი შიში), დიდი შანსი აქვთ, აუტიზმით დაავადებული შვილები გაუჩნდეთ. სტრესი – აი ამ დაავადების გამომწვევი უხშირესი მიზეზი.

როგორ მკურნალობენ?
მკურნალობა კომპლექსურია და მთელი სიცოცხლის მანძილზე გრძელდება. აუტიზმით დაავადებული არ იკურნება, მაგრამ სწავლობს, იყოს დამოუკიდებელი, საზოგადოების სრულფასოვანი წევრი, ითვისებს სოციალური ადაპტაციის ჩვევებს. თერაპია მოიცავს დამამშვიდებელ საშუალებებს, დიეტას, ფსიქოსოციოლოგიურ მეთოდებს, აუდიოვოკალურ ტრეინინგებს. აუცილებელია მუდმივი სპეციალური სამკურნალო ფიზკულტურა, რათა ბავშვი სწორად ფლობდეს თავის სხეულს. მკურნალობის ერთ-ერთი ძირითადი რგოლია აუტიზმით დაავადებული ბავშვების ოჯახების ურთიერთობა გამოცდილების გაზიარების მიზნით. ეს მათ ყოველდღიური მრავალრიცხოვანი ყოფითი პრობლემების გადაჭრაში ეხმარება. აუტიზმი ფსიქიკის დარღვევაა, აქვს ფართო სპექტრი და ყოველ ცალკეულ შემთხვევაში სხვადასხვანაირად ვლინდება. აუტიზმით დაავადებულ ყველა ბავშვს როდი ეტყობა მისი ფიზიკური ნიშნები; დაავადება უმეტესად ქცევითი ცვლილებებით მჟღავნდება. მშობლებს დიდი ყურადღება და დაკვირვება მოეთხოვებათ, რათა უმნიშვნელო გადახრაც კი დროულად შეამჩნიონ.

იხილეთ ვრცლად...

http://blogroll.ge/blog/kate9alukard.wordpress.com/



0 comment(s) to... “აუტიზმი”