სექსი,შტირლიცი და ერთი ისტორია ჩემი ცხოვრებიდან
Posted 4:00 PM by Nina in თემები Leonsio, ისტორია, იუმორი, ცხოვრების სტილიავტორი: Leonsio
ხო სათაური ისეთია შეიძლება ვინმეს ეგონოს რომ შტირლიცთან ერთად ქალებში ვარ ნამყოფი და იმაზე უნდა ვისაუბრო ეხლა, თუმცა არა, უბრალოდ მინდა მოგიყვეთ ერთი სასაცილო ისტორია რომლიც გადამხდა თავს ძალიან ადრე… (მომავალშიც შემოგთავაზებთ მზგავს და უკეთეს ისტორიებს) იმედია არ მოიწყენთ და ცოტათი გაგეღიმებათ მაინც ნუ მე ვეცდები ხოლმე
ადრე ვმონაწილებდი “კავეენში” გუნდს ერქვა “სულელი წვიმა” როგორც ლელას სიმღერას, თუმცა გაცილებით მაგარი გუნდი ვიყავით ხოდა ერთხელ ერთ-ერთი გუნდის წევრი მირეკავს და მეუბნება რომ ბათუმში გვაქვს “კავეენის” კონკურსზე გასვლა და ხვალ უნდა წვიდეთო,მეთქი ხვალ გამოცდა მაქვს და ვერანაირად ვერ ვახერხებ და იქნებ უჩემოდ გახვიდეთთქო, ნუ საბოლოო ჯამში მაინც დამითანხმეს, მაგრამ მე ზუსტად კონკურსის დაწყების წინ უნდა ჩავსულიყავი და ისინი ერთი დღით ადრე.
იმავე დღეს საღამოს ისმის ჩემი საყვარელი მობილურის (ეხ მაშინ საყვარლად მეჩვენებოდა ) ზარი ისევ ჩემი გუნდის წევრ მირეკავს და ახლა მეუბნება “შუტკა” დავწერეთ და ყველა ჩვენიანის ფოტოებს ვბეჭდავთ დიდ ზომაზეო ხოდა შენც გადმოუშვიო, მეც ავდექი და გავუგზავნე. მოკლედ ისენი წავიდნენ მეორე დღეს მე კი ჩავედი მესამე დღეს ექსპრესით, რომ საღამომდე მომესწრო ბათუმში კონკურსზე მისვლა.
ჩავედი მახინჯაურში (ისე ყოველთვის მაინტერესებდა რატომ ერქვა მახინჯაური? იმიტომ რომ მახინჯები ცხოვრობდნენ თუ….?) და დავდექი გაჩერებაზე რომ ჩავსულიყავი ბათუმში სამარშუტო ტაქსით ხოდა გაჩერებაზე ხალხმა დამიწყო ალმაცერად ყურება თანაც ნაგლად… მეთქი მახინჯაურში ყველაზე მახინჯი მნახეს და გაუხრადათქო ან სახეზე საჭმელი მისვია რამე და მაგიტომ მომშტერებინ… ნუ მოკლედ რაღა არ ვიფიქრე მაგრამ არავისთვის მიკითხვას “რაიყო ძალიან განსხვავებული მახინჯი ვარ აქ?”
ამასობაში მოვიდა სამარშუტო ტაქსიც და ჩავჯექი ამ საკითხზე ჩაფიქრებული, დავჯექი თუ არა შევამჩნიე რომ 3 ადამიანი აქაც იგივე “ვზგლიადით”…