თქვენ ჯერ კიდევ არ იცით რა არის სექსუალური

Posted 1:00 PM by anano in თემები , , , , ,

 

ავტორი – Tomushka

როგორც იქნა ”გვაღირსეს” ახალი გადაცემა და მორჩნენ დაბოლებას. უბრალოდ წარმოიდგინეთ ჯერ გადაცემა რაა თავისთავად და მერე ორჯერ რომ აჩევნებენ :D.

შორენას ღამის დღევანდელი თემა სექსუალური პრელუდიები იყო. ბევრი ლაპარაკისა და ე.წ. სიფათის კერვის გარდა შორენამ აგვიხსნა რა არის სექსუალური პრელუდია, როგორ უნდა ჩავატაროთ ის, რამდენი დრო არის საჭირო და ჰოი საოცრებავ ”ეროგენული ზონებიც” ახსენა. შორენა - ამას ნამდვილად არ გაპატიებს მართმადიდებელ მშობელთა კავშირი :D

იცოდით რომ ქალს აღგზნებისათვის მამაკაცზე მეტ დრო სჭირდება? რომ პრელუდიისათვის თურმე 15-20 წუთი უნდა დავთმოთ - ნეტა ამდენი დრო ვის აქვს :D

რომ სასურველია ბევრი კოცნა, მოფერება და ა.შ. მოკლედ რომ მოვჭრა, გადაცემაში ბევრი სიტყვები, ბევრი ”ეროტიკული” კადერები იყო, მაგრამ მათ ღირებულებას პირადად მე ვერ მივხვდი. თუმცა რამოდენიმე წინადადება მომეწონა შორენას მონოლოგში :ჵ კერძოდ კი მისი ”გამონათქვამი” ქართველ მამაკაცების შესახებ - თავი ცეცხლოვანი საყვარლები გონიათ, სინამდილეში კი არაფრის მაქნისები არიანო :D (ასე გამოუვიდა თორემ მთლად ასე კი არ თქვა)
რესპოდენტები: არ ვიცი ვინ უფრო გაფარჩაკდა - შორენა რომელიც მის რესპონდენტებს კამერის წინ კოცნას თხოვდა თუ ის შეყვარებული წყვილები (ცოლ-ქმარიც კი :D ) რომლებიც უარს ამბობდნენ ერთმანეთის კოცნაზე.
კოცნა - უფ, ბევრი ილაპარაკა, და არაფერი დამამახსოვრდა. :D
მოკლეთ აი ასეთი ამბები იყო დღეს გადაცემაში. ჩემი შენიშვნები ისევ იგივე რაც წინა გადაცემის დროს იყო -
ღამე შორენასთან 2

წყარო

http://tomushka.blogspot.com/



1 comment(s) to... “თქვენ ჯერ კიდევ არ იცით რა არის სექსუალური”