ავტორი: lika151
ჯონ ლენონი
(1940 – 1980 წწ.)
ჯონ ლენონი, დაბადებით ჯონ უინსტონ ლენონი, მოგვიანებით ჯონ უინსტონ ონო ლენონი, (ინგლ. John Winston Ono Lennon. 1940 წლის 9 ოქტომბერი, დიდ ბრიტანეთი, ლივერპული) ბრიტანელი პოპ–ვარსკვლავი, მომღერალი, პოეტი, კომპოზიტორი, მხატვარი, მწერალი, ჯგუფ „The Beatles “–ის დამფუძნებელი და წევრი, XX საუკუნის ერთ–ერთ ყველაზე პოპულარულ მუსიკოსად ითვლება.
შემოქმედების მიღმა ჯონი პოლიტიკური საქმიანობითაც იყო დაკავებული. თავის შეხედულებებს ის არა მხოლოდ საკუთარ სიმღერებში, ფართო საზოგადოების წინაშე გამოსვლების დროსაც გამოხატავდა. 1960–1970–იან წლებში თანასწორობის, თავისუფლებისა და მსოფლიო მეგობრობის მოქადაგე, ჯონ ლენონი, ჰიპების კუმირი და მსოფლიო საზოგადო მოღვაწე გახდა.
2002 წელს მედიაკორპორაცია „ბი–ბი–სი“–მ გამოკითხვა ჩაატარა. პროექტის მიზანი ყველა დროის 100 უდიდესი ბრიტანელის გამოვლენა იყო. ლენონმა გამოკითხვის შედეგებით მე–7 ადგილი დაიკავა. ბიოგრაფია
ბავშვობა
ბრიტანელი პოპ–ვარსკვლავი, მომღერალი, პოეტი, კომპოზიტორი, მხატვარი, მწერალი, ჯგუფ „The Beatles “–ის დამფუძნებელი და წევრი, ჯონ უინსტონ ლენონი, მეორე მსოფლიო ომის დროს, 1940 წლის 9 ოქტომბერს, დიდი ბრიტანეთში, ლივერპულში დაიბადა. მშობლების დაშორების შემდეგ, 4 წლის ასაკიდან, ჯონი დეიდა მიმისთან გაიზარდა. მამა, სავაჭრო ფლოტის მეზღვაური, არც ბავშვის დაბადებას დასწრებია და არც მის აღზრდაში მიუღია მონაწილეობა. დედა, ჯულია, ხელმეორედ გათხოვდა, თუმცა არ გაუწყვეტია კავშირი ჯონთან და დეიდა მიმისთან.
ბანჯოსა და კლავიშზე დაკვრა ჯონს დეიდა მიმიმ ასწავლა. პოპ ვარსკვლავს პირველი გიტარაც დეიდამ უყიდა.
1958 წლის ივლისში ჯონმა დიდი ტრაგედია განიცადა. დედა ავტოკატასტროფაში დაეღუპა, რამაც მომღერალს დიდი ტრავმა მიაყენა.
მხიარული და ხუმარა ჯონი სკოლაში დიდი ნიჭით არ გამოირჩეოდა, თუმცა ხელოვნებისადმი მიდრეკილებას ყოველთვის ამჟღავნებდა. მოზრდილი ჯონი ხშირად თავს გროტესკული ფიგურებისა და ხეიბრების ხატვით ირთობდა.
16 წლის ლენონი როკ-მუსიკოსის, ელვის პრესლის, სცენაზე გამოჩენამ ისე აღაფრთოვანა, რომ გადაწყვიტა პოპ-ჯგუფი შეექმნა, რომელსაც, თავისი სკოლის სახელწოდების მიხედვით, “Quarry Men”-ს დაარქმევდა. 1975 წლის 6 ივლისს საეკლესიო დღესასწაულზე მან პოლ მაკარტნი გაიცნო და მალე თავის ჯგუფშიც მიიწვია. მათი კავშირი ყველაზე წარმატებული გამოდგა მუსიკის ისტორიაში.ჯორჯ ჰარისონი ჯონს პოლ მაკარტნიმ გააცნო. მონახეს დრამერი, სტუარტ სატკლიფიც, და 1960 წელს ჯგუფიც შედგა. ჯგუფს “პიტ ბესტი” დაერქვა. მალე “პიტ ბესტმა” სახელის გამოცვლა გადაწყვიტა. ბენდის ახალი სახელწოდება – “The Beatles” მათ ერთ-ერთმა ჯგუფმა, “ჭრიჭინებმა”, შთააგონა. ჯონს უნდა ეხუმრა, რომ 12 წლის ასაკში ხილვა ჰქონდა, სადაც უცხო კაცი გამოეცხადა. სწორედ მის წინასწარმეტყველებას,”დღეიდან თქვენ იქნებით Beatles”, უკვაშირდებოდა ჯგუფის ახალი სახელიც.