მე მიყვარს ცხოვრება… შენ?

Posted 1:06 PM by Nina in თემები , , ,

no-stress

ავტორი: Natalie Saginashvili

სამუშაო დავკარგე, ხელფასი შემიმცირეს, კონკურსში დავმარცხდი, მშობლებთან უთანხმოება მაქვს, გამოცდებზე ჩავიჭერი, მანქანა გასაყიდი გამიხდა…

ცხოვრებისეულ გზაზე უამრავ პრობლემას, წინააღმდეგობასა თუ მარცხს ვაწყდებით. მოგვწონს ეს ჩვენ თუ არა, პრობლემები ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და მუდამ ჩვენს გვერდით იქნებიან.  ერთხელ ჩემმა თანამშრომელმა მითხრა: „როდესაც პრობლემები არ მაქვს, ვზივარ და ველოდები“. მართალია! პრობლემების გარეშე ცხოვრება ხომ უინტერესო იქნებოდა!

არა, თქვენ არასწორად  გამიგეთ. პრობლემებისა და წინააღმდეგობების ძიებისკენ ნამდვილად არ მოგიწოდებთ. მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ თუკი პირველივე ბარიერის შემთხვევაში გული გაგვიტყდა, ხელი ავიღეთ და დეპრესიაში ჩავვარდით, ჩვენი გლობალური გეგმები, შორსმჭვრეტელი მიზნები და თვითონ ცხოვრება გვერდზე ჩაგვივლის. ხოდა, ერთხელაც ღრმა მოხუცებულობაში შვილიშვილებს ვეტყვით, რომ განსაზღვრული მოვლენები  რომ არა, თქვენ დღეს „დიდი ადამიანი“ იქნებოდით. და თქვენ ეს გინდათ? პირდაპირ გეტყვით, არა მგონია. არაფერს არ უნდა მივცეთ წარმატების მიღწევისათვის ხელის შეშლის უფლება. პირიქით, ყოველი დამარცხება უფრო მეტ ძალას უნდა გვაძლევდეს ჩვენი მიზნების მისაღწევად. რამდენჯერაც წავიქცევით, იმდენჯერ უნდა ავდგეთ და მეტი შემართებით წავიდეთ წინ.

ჩემი სიტყვების წამკითხავმა შეიძლება უნებურად გაიფიქროს: „ჰო, სათქმელად მარტივია“. შემდეგ კი ტელევიზორს ან რომელიმე სოციალურ ქსელს ჩაუჯდეს და გულის გამგმირავი მუსიკის ფონზე  ე.წ. „დეპრესიას“ მიეცეს. გულწრფელად გეტყვით, ეს მეც ბევრჯერ გამიკეთებია. თუმცა, შემდეგ გავაცნობიერე, რომ ცხოვრება ისედაც მოკლეა და თუ გამოსავალის ძებნის ნაცვლად რაღაც სისულეებში დავხარჯე დრო, ერთი ჩვეულებრივი „უსახური“ ვყოფილვარ მეთქი. არადა, მე ხომ დიდი გეგმები მაქვს.

ალბათ გაგიგიათ, რომ ყოველი გამოუვალი სიტუაციიდან სულ მცირე ორი გამოსავალი არსებობსო. ორი არ ვიცი, მაგრამ ერთი გამოსავალის მოძბენაში პირადად  მე დაგეხმარებით. მინდა გაგიზიაროთ ის მეთოდები, რომლებიც ყოველთვის მიწყობენ ხელს ენთუზიაზმის შენარჩუნებაში.

მაშ ასე:

იხილეთ ვრცლად

 

http://hrworld.wordpress.com/



0 comment(s) to... “მე მიყვარს ცხოვრება… შენ?”