ჯგუფი “თბილი – სი”

Posted 2:00 PM by Nina in

IMG_4383-150x150

ავტორი: Leonsio

რა შეიძლება ითქვას ამ ჯგუფზე… ვეცდები ვიყო ობექტური მიუხედავად ამისა რომ ჩეემბი არიან.  ყველაზე თბილი, ყველაზე მუსიკალური და ყველაზე თბილისელი ბიჭები… ეს გახლავთ ჯგუფი “თბილი-სი”. სულ ცოტახნის წინ ქონდათ  ჯგუფის ძალიან მოკრძალებული პრეზენტაცია ერთ-ერთ კლუბში, რომელმაც წარმატებით ჩაიარა!

მათი სიმღერები ემოციურია, ამავდროულად რითმულიც, აზრიანიც და რაც მთავარია ცოცხალი! მოისმენთ და თავად დარწმუნდებით რომ უბრალოდ მეგობრობით, მიზანდასახულობით  და მუსიკისადმი დიდი სიყვარულით შეიძლება შექმნა ნამდვილი ხელოვნება ნამდვილი მუსიკა! ასე მოხდა ზუსტად ჯგუფი “თბილი-სი”-ს დაარსება და დარწმუნებული ვარ ვინც ერთხელ მაინც მოუსმენს მათ, მეორეჯერ მოსმენის სურვილი აუცილებლად გაუჩნდება. როდესაც უკრავენ იმხელა  სითბო იგრძნობა მათ მუსიკაში რომ თუ გცივა აუცილებლად გაგათბობენ! ეს ნიჭია, ნიჭი რომელიც ყველას არა აქვს! მაშ ასე მოუსმინეთ მათ და თბილისის უთოვლო მაგრამ სუსხიან ზამთარში გათბით მათი “თბილი-სი”-თ.

IMG_4390-150x150 IMG_4381-150x150

IMG_4398-150x150

IMG_4399-150x150

ჯგუფის წევრები:
ბექა გელენავა – დრამი
გიორგი დათიაშვილი – სინთეზატორი
ირაკლი გიგაშვილი – გიტარა
ჯიმი ირემაძე – კლავიში
გიორგი ჩეხანი – ბასი
გიორგი ცხვარიშვილი – საყვირი

 

TBILI

მუსიკის გადმოსაწერად დააჭირეთ აქ

 

http://leonsio.ge/



0 comment(s) to... “ჯგუფი “თბილი – სი””