თმა

Posted 2:59 PM by Nina in თემები , ,

dvi1921906_p

ავტორი: მარი

ალბათ დამეთანხმებით, რომ ლამაზი და ჯანმრთელი თმა ადამიანს უფრო მომხიბვლელს ხდის, მას დიდი როლი აკისრია ჩვენი გარეგნობის ფორმირებაში. თუ დაკვირვებიხართ, ხშირად  ადამიანის გარეგნობის აღწერას სწორედ თმიდან ვიწყებთ.

რაც თავი მახსოვს სულ გრძელ თმას ვატარებ. რა თქმა უნდა საკმაოდ ძნელი მოსავლელია და ცოტა მომაბეზრებელიც. ვარცხნილობების გაკათება არ მიყვარს, რადგან თავს მატკიებს, სამაგიროდ შეღებვაზე არ ვამბობდი ხოლმე უარს, მერე ვწუწუნებდი თმა დამეწვა და აღარაფრად ვარგა მეთქი.

7 უარყოფითი გავლენა თმებზე – კოფეინი, დაბალპროტეინიანი დიეტა, დეფიციტი ან გადაჭარბებული ვიტამინები და მინერალების მოცულობა, კონსერვანტები, მლაშე პროდუქტები, ხელოვნური ცხიმები, უძილობა.

ამათ გარდა კიდევ ბევრია ცნობილი, მაგრამ დანარჩენი ისედაც ყველამ ვიცით.

ყველა ტიპის თმას სხვადასხვაგვარი მოვლა ესაჭიროება, დაწყებული დაბანიდან, დამთავრებული დავარცხნამდე.

აქ რამდენიმე  რჩევას შემოგთავაზებთ, რათა თქვენი თმა უკეთესად გამოიყურებოდეს.

თმის გაშრობა

თმის გაშრობამდე აირჩიეთ სასურველი ვარცხნილობა. თმის ხარისხიანად დავარცხნა ფენით კულულებს უფრო ელასტიურს ხდის და აფიქსირებს მათ. თუ წინასწარ შეარჩევთ ვარიანტს, თქვენ არ მოგიწევთ ძვირფასი დროის ხარჯვა ხელმეორედ თავის დაბანის გამო.
სანამ თმა ჯერ ისევ ნესტიანია, დაივარცხნეთ და დაყავით ნაწილებად: საქოჩრე, ზედა ნაწილი, კეფა და გვერდითი ნაწილები. გაშრობას ვიწყებთ კეფიდან, ვასწორებთ პატარ-პატარა მონაკვეთებს თანმიმდევრობით. ჰაერის ნაკადს ვამოძრავებთ თმის ძირებიდან ბოლოების მიმართულებით, რათა თმის ღერის ზედაპირი გახდეს გლუვი.

ფენის სახეობები

თანამედროვე თმის საშრობებს (ფენებს) სხადასხვა სიმძლავრე აქვთ, 1000-დან 2000 ვატამდე. დალაქების აზრით, დიდი სიმძლავრის ფენი უფრო ხარისხიანად ვარცხნის და ასწორებს თმას. მოკლე თმა ასეთი სიმძლავრის ფენს არ საჭიროებს.

 

ayi0401864_p

ტალღოვანი თმა

მოკლე და საშუალო სიგრძის ტალღოვანი თმის გასაშრობად გამოიყენება დიფუზიური საცმი მოკლე “თითებით”. გრძელი და ხშირი თმისთვის – გლუვი “თითებით”. დიფუზორი ღრუიანი “თითებით” დაგეხმარებათ უფრო მოცულომითი ვარცხნილობის შექმნაში. ხვრელები საცმის “თითებში” განლაგებულია გვერდებზე: ამგვარად, ცხელი ჰაერი პირდაპირ არ მიემართება, რაც გამორიცხავს კანის დამწვრობას. თუ აუცილებელია თმის გასწორება, გამოიყენეთ საცმი-დიფუზორი დამვარცხნი მოქმედებით.

გრძელი თმა

სწორი, გრძელი თმისთვის შესაძლებელია მოცულობის მიმცემი საცმის გამოყენება.
როგორ დავიყენოთ გრძელი, ხვეული თმა, რომ ლამაზად გამოვიყურებოდეთ? როგორ მივცეთ ასეთ თმას მაქსიმალური მოცულობა?
სველ, დავარცხნილ თმაზე შეიზილეთ მუსი ან ქაფი საშუალო ან ძლიერი ფიქსაციით, თმის მდგომარეობის შესაბამისად.
შეიშრეთ ზედმეტი სისველე: სწორი თმა დიფუზორის გარეშე, ხვეული-დიფუზორით. ამასთან, საცმი მიმართული უნდა იყოს ზევით, ხოლო თავს ამ დროს წევენ ქვევით. მიაქციეთ ყურადღება: ამ ეტაპზე თმა ცოტა ნესტიანი უნდა დარჩეს.
სწორ თმას რომ მოცულობა მივცეთ, ფენს მიამაგრეთ დიფუზორი. გააგრძელეთ თმის გაშრობა საშუალო სიჩქარეზე დიფუზორის გადაადგილებით. მოცულობითი კულულების შექმნა ნაწილ-ნაწილ უფო მოსახერხებელია: ჯერ თმის ერთი ნაწილი, შემდეგ თანმიმდევრობით მივიწევთ მაღლა.
კულულის გაშრობისას უკეთეს შედეგს მიაღწევთ, თუკი მონაცვლეობით იხმართ დიფუზორს და ხელის გულს (კულული მოაქციეთ ხელის გულზე და შეკუმშეთ ხელის თავთან მიტანით).
გაისწორეთ ყოველი კულული დიფუზორით და ხელის გულით. თმის ბოლოებისთვის საბოლოო ფორმის მისაცემად, გამოიყენეთ ფენი-ჯაგრისი. ახლა მოდაშია, როცა თმის ბოლოები გარედან ან შიგნიდანაა შეხვეული. შესაძლებელია შერეული ვარიანტიც, რითაც მივიღებთ მშვენიერ საზეიმო ვარიანტს. თმის სამაგრი, რომელიც დაამაგრებს გვერდითა კულულს, ან კეფასთან შეკრულ თმას, იქნება საბოლოო შტრიხი სადღესასწაულო გარეგნობაში
.

იხილეთ ვრცლად

http://hazyland.wordpress.com/



0 comment(s) to... “თმა”