ახალი წელი და შობა

Posted 4:00 PM by Nina in თემები , , ,

no_xmas

From ფერადი ბლოგი

აახალწლო რიტუალები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ერთმანეთისგან განსხვავდება, თუმცა ნებისმიერი მათგანის მიზანი ერთია - მოზეიმეები დღესასწაულს ისე უნდა შეხვდნენ, რომ ახალმა წელიწადმა თითოეულ ოჯახს ბედნიერება, ჯანმრთელობა, ხვავი, ბარაქა, სიკეთე და სიხარული მოუტანოს. ახალ წელს საქართველოში ხშირად ,,ბასილის დღეს” უწოდებდნენ, რადგან პირველ იანვარს მართლმადიდებლური ეკლესია წმინდა ბასილი დიდს იხსენიებს.

წმინდა ბასილი დიდს ახალ წელთან ერთი საინტერესო სადღესასწაულო ატრიბუტი – ,,ქართული ნაძვის ხე” - ჩიჩილაკი აკავშირებდა.

chichilakii

ჩიჩილაკი ნედლი თხილის ტოტისგან ითლება და თავისივე ნათალი ჩამოუყვება ვერტიკალურად. ხალხში ჩიჩილაკს ,,ბასილას წვერს” ეძახიან. ჩირითა და სუროს ფოთლებით მორთულ ჩიჩილაკს მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა სადღესასწაულო ხონჩაზე, რომელიც ახალი წლის ღამეს იშლებოდა. ნათლისცემის წინა დღეს კი ,,ბასილას წვერებს” აუცილებლად წვავდნენ და მის ფერფლს ატანდნენ გასული წლის უსიამოვნებებს.

უკრაინაში, იყო ასეთი რწმენა, რომ თუ შობის მეორე დილით ოთახში ობობის ქსელს იპოვიდი, ეს იღბალის მომტანი იყო. ამ რწმენას საფუძველი დაუდო უკრაინულმა თქმულებამ ღარიბი ქალის შესახებ. მისი მიხედვით საახალწლოდ ქალმა ვერ შეძლო დეკორაციების ყიდვა ნაძვის ხისათვის. შობის დღეს მან გაიძვიძა და ნახა, რომ ობობას მთლიანად “მოერთო” მათი ნაძვის ხე ქსელით. როდესაც მზე ამოვიდა და მისი სხივები ხეს დაეცა, ობობის ქსელები ოქროდ და ვერცხლად გადაიქცა.
ხელოვნური ობობა და ქსელი დღემდე გვხვდება უკრაინულ საახალწლო დეკორაციებში
.

julbukk

შვედეთში ჩვეული საშობაო დეკორაციაა პატარა თხის ფიგურა (julbukk).
ჩვეულებრივ ის დამზადებულია ჩალისაგან. სკანდინავიური საახალწლო დეკორაციები დამოირჩევა მრავალფეროვნებით, მათ შორის : ჩალის ვარსკვლევები, ანგელოზები და სხვა ფიგურები.

Poinsettia_tree

იხილეთ ვრცლად

http://dodeldo.blogspot.com/



0 comment(s) to... “ახალი წელი და შობა”