:) :( :D :*( :-* O_O looool

Posted 4:00 PM by Nina in თემები , ,

ავტორი: ჯორჯ პაიკი

d181d0bcd0b0d0b9d0bbd0b8d0ba2

როგორი ნაცნობი სახეა! სიცილაკი, იგივე სმაილიკი, ან თუნდაც უბრალოდ სმაილი. რა იქნებოდა ჩვენი ვირტუალური ცხოვრება სმაილიკების გარეშე?

სიცილაკი მსოფლიომ ერთი ნახვით შეიყვარა! მას არა აქვს სქესი, ეროვნება, მაგრამ ის მთელ მსოფლიოს უყვარს, მასაც ძლიერ ვუყვარვართ! მისი შემქმნელი გახლავთ ამერიკელი მხატვარი-დიზაინერი ჰარვი ბოლი, რომელმაც ნახატი სულ რაღაც ათიოდე წუთში შექმნა ერთ-ერთი კომპანიის დაკვეთით და 45 დოლარი მიიღო…

russian-town-smiles-google-earth

ქალაქ ჩელიაბინსკში ადგილობრივმა მოსახლეობამ იცოდა რა, რომ სატელიტიდან მათი ქალაქისთვის ფოტოები უნდა გადაეღოთ Google Earth-ისთვის, ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბნენ და სმაილიკის საშუალებით გამოხატეს თავისი ემოცია.

რაც შეეხება სმაილის ელექტრონულ სივრცეში  გამოყენებას, ეს უკვე სხვა ისტორიაა. 1982 წელს პროფესორმა სკოტ ფალმანმა პირველად იხმარა ორი წერტილის, ტირეს და ფრჩხილის კომბინაცია სმაილის გამოსახატად, მეილის გაგზავნის დროს. აქვე შეიქმნა მოწყენილი სმაილის ვარიანტიც. აი ეს ისტორიული მეილიც

 

http://e2e4paiki.wordpress.com/



0 comment(s) to... “:) :( :D :*( :-* O_O looool”