ავტორი: Old_Angel_Midnight
მე მომწონს ეს მუტანტები, რომელთა ტანი შეყენებული იარაღების მთელი არსენალია. თავზე ბომბდამშენების გვირგვინი - როგორც თავბრუსხვევის აღმნიშვნელი მულტიპლიკაციური სიმბოლო, ან იქნებ შარავანდედიც; მაკდონალდსის პაკეტების ჩადრით მოსილი მხევალი; თმებში ჩაწნული თოჯინების თავები, კაბად - თოჯინის ფეხები; მთელს სხეულს შეყოლილი უცნობი ადამიანის მტევნების კაბა - დაუვიწყარი შეგრძნებების სამოსი; სილიკონის ძუძუ-მთა სექსით გაუმაძღარ ყასბებს; რევოლვერების ყელსაბამი; და ჩვილი ბავშვების სხეულებით შექმნილი მონსტრი; ამ მუტანტებს ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეხვდებით….
Phillip Toledano
http://goldeneternity.blogspot.com/
0 comment(s) to... “Hope and Fear”