რატომ ღალატობენ ცოლ-ქმარი ერთმანეთს?
Posted 7:21 PM by KOMUNA in თემები ამბები, თეონა გეგელია, მამაკაცი, სექსი, ფსიქოლოგია, ქალი, ცხოვრების სტილი
როდესაც ცოლ ქმარი ერთმანეთს ღალატობს ეს მხოლოდ მათი ეგოიზმით ან ამორალურობით არ აიხსნება, ხშირად ისინი კეთილი და კარგი ადამიანები არიან, ამტკიცებს ცნობილი ამერიკელი ფსიქოთერაპევტი მირა კირშენბაუმი (Mira Kirshenbaum). ჩესთნათ ჰილის ფსიქოთერაპევტული კვლევითი ინსტიუტის დირექტორმა ცოტა ხნის წინ წიგნი გამოსცა “When good people have affairs”, სადაც ადიულტერის 17 ძირითად მიზეზს ასახელებს.
1. საკუთარი თავის პოვნის მცდელობა. `ღალატი საუკეთესო საშუალებაა გაიგოთ სინამდვილეში ვინ ხართ და რას წარმოადგენთ”.
2. შემთხვევითი კავშირი. `თქვენ არ აპირებდით ამის გაკეთებას, მაგრამ ცუდ დროს და ცუდ ადგილას აღმოჩნდით”
3. სექსუალური პანიკა. `გრძნობთ, რომ თქვენი სექსუალური ენერგია სადღაც ქრება, პანიკაში ვარდებით და საყვარელს იჩენთ. გინდათ დარწმუნდეთ, რომ ყველაფერი ძველებურადაა”
4. მოდი, მოვკლათ ურთიერთობა (და ხელახლა აღვადგინოთ). `საქმე ის არის, რომ ღალატის შესახებ შესაძლოა ცნობილი გახდეს, რაც თქვენს ქორწინებას ან საბოლოოდ დაღუპავს ან პირიქით გაამყარებს”
5. ცოლ-ქმრული ურთიერთობის კრიზისი. `თუკი ერთმანეთს საკმარის დროს და ყურადღებას არ დაუთმობთ თქვენი ურთიერთობები ჩიხში შევა, ან უამრავ პრობლემას გაიჩენთ, ამის გამო... ცდილობთ გააბათ ურთიერთობები ოჯახის გარეთ”
6. საკუთარი თავის უფრო ძვირად `გაყიდვის” მცდელობა. `თქვენი ცხოვრება წინ მიდის, მეუღლე კი აშკარად ჩამოგრჩებათ. თქვენ გინდათ ისეთ ადამიანთან გააბათ ურთიერთობა, რომელიც თქვენი აზრით უკეთ შეგეფერებათ”
7. ქორწინების `გაცოცხლების” მცდელობა. `ქვეცნობიერად იმედი გაქვთ რომ ღალატი, ან თავად ის ფაქტი, რომ ამის შესახებ თქვენი მეუღლე გაიგებს, თქვენს ცოლ-ქმრულ ურთიერთობებს უფრო საინტერესოს გახდის”
8. ვეძებ გამართლებას. `იცით, რომ ეს კარგი საქციელი ნამდვილად არ არის, მაგრამ ღალატი თქვენთვის საკუთარი თავისთვის სიამოვნების მინიჭების საუკეთესო საშუალებაა”
9. გაქცევა. `მეუღლესთან გაყრა გინდათ, მაგრამ წასვლას ვერ ბედავთ. იმედი გაქვთ, რომ ღალატი ყველაფერს დაასრულებს – ან მეუღლე თავად გაგაგდებთ ან გადაწყვეტილების მიღებაში საყვარელი დაგეხმარებათ”
10. მოლოდინი მაქვს და სხვაობა მაინტერესებს. `ღალატის საშუალებით გინდათ გაიგოთ, შესაძლებელია თუ არა სხვისგან იმის მიღება, რასაც ქორწინებაში ვერ იღებთ. ხოლო თუ შესაძლებელია, რამდენად დაემთხვევა ეს სხვაობა თქვენს მოლოდინს”
11. პრობლემებიდან გადართვის საშუალება `თქვენი საქმეები ცუდად მიდის, ცხოვრებაზე განაწყენებული ხართ. ღალატის საშუალებით ცდილობთ პრობლემებს გაექცეთ და შეიქმნათ სასიყვარულო ოაზისი”
12. სუროგატული საშუალება. `დაბალი თვითშეფასება გაქვთ. ახალი რომანი თვითშეფასების ამაღლების საშუალებას გაძლევთ”
13. შეიძლება რომ კიდევ მოვეწონო ვინმეს? `ბერდებით, თქვენი ურთიერთობები მეუღლესთან ჩიხშია. გაინტერესებთ, რამდენად შესაძლებელია, რომ კიდევ ვინმეს მოეწონოთ, შეუყვარდეთ...”
14. იმ გამოცდილების შეძენა, რომელიც არ მიგიღიათ. `ქორწინებამდე არც თუ ბევრი პარტნიორი გყავდათ. ფიქრობთ, რომ გამოცდილების მიღების მხრივ ბევრი რამ ხელიდან გაუშვით”
15. შურისძიება. `მეუღლეზე გაბრაზებული ხართ და შურისძიების მიზნით საყვარელს იჩენთ, იმის მიუხედავად გაიგებს ის თქვენი ღალატის შესახებ თუ არა”
16. საშუალო ასაკის კრიზისი. `ეს იშვიათი მოვლენაა, რადგან თავად საშუალო ასაკის კრიზისიც იაშვიათად გვხვდება. ღალატი, რომელსაც ამგვარი კრიზისით ხსნიან, უფრო სხვა მიზეზებთან არის დაკავშირებული, როგორებიცაა `სუროგატული საშუალება” და `ცოლ-ქმრული ურთიერთობის კრიზისი”
17. არარეალიზებული მოთხოვნილებები. `თქვენ გარკვეული მოთხოვნილებები გაქვთ, მაგრამ თქვენი პარტნიორი მათ არ აკმაყოფილებს. ცდილობთ ამ მოთხოვნილებების სხვასთან დაკმაყოფილებას”