ეს თქვენს სიმაღლეზეა დამოკიდებული – ამტკიცებენ მეცნიერები. ეჭვიანობის ხარისხის გასარკვევად ესპანეთსა და ნიდერლანდებში 549 მამაკაცი და ქალი გამოიკითხა. კვლევის მიზანი გახლდათ გარკვეულიყო ყველაზე მეტად კონკურენტების რა თვისებები აღიზიანებდათ რესპოდენტებს. აღმოჩნდა, რომ მამაკაცები საფრთხეს ხედავენ კარგი გარეგნობის, მდიდარ და ფიზიკურად ძლიერ კონკურენტებში, მაგრამ რაც უფრო მაღალია მამაკაცი, მისი ეჭვიანობის ხარისხი მით უფრო დაბალია ანუ მაღლები მეტად თავდაჯერებულნი არიან და შესაბამისად შიშებიც ნაკლებად აწუხებთ; ქალები ლამაზ და მომხიბვლელ მანდილოსნებზე ეჭვიანობენ, თუმცა საშუალო სიმაღლის ქალებში ასეთი გრძნობები ზომიერების ფარგლებს არ სცილდება. ამ კვლევის შედეგებში მეცნიერები ევოლუციური განვითარების საფუძველს ხედავენ: ჯერ კიდევ ადრე ჩატარებული კვლევებიდან ჩანდა, რომ ქალებს მაღალი კაცები ყოველთვის უფრო მოსწონდათ და პირიქით მაღალი მამაკაცები უპირატესობას საშუალო სიმაღლის მანდილოსნებს ანიჭებდნენ.